კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იხსნა ბუბა კიკაბიძის „ძმობამ” ქართველი ჯარისკაცი მკაცრი სასჯელისგან და როგორ დაეხმარა გაქცევაში „იდეურ მოძმეს“ 92 წლის მოხუცი


ბუბას „ძმა“

1980 წელია. ავღანეთში ვართ და მე და ჩემი მედესანტე მეგობრები წითელი არმიის დღეს აღვნიშნავთ სასადილოში. ბრძოლიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით. ჩვენი მეთაური, პოდპოლკოვნიკი რაევსკი, თვალის მოსატყუებლად წავიდა ყაზარმაში და დაგვიბარა: სუფრას რომ გაშლით, გამაღვიძეთ და მოვალო. სასადილოში ერთი ბაქოელი მზარეული იყო, ვაჰიდ ბაბაევი, რომელსაც ვუთხარით, ყაზარმაში წასულიყო და რაევსკი გაშლილ სუფრასთან მოეწვია. ვაჰიდა წასასვლელად გაემზადა, რომ გივი კიკაბიძემ უთხრა:

– ვაჰიდ, თუ არ გაიღვიძოს და ხვრინავდეს, პირში წყალი ჩაასხი და ისე გააღვიძე, ნუ გეშინია, არაფერს გეტყვისო.

გივი კიკაბიძე თბილისელი, შაყირისტი ტიპი იყო და რუსებს ატყუებდა, ბუბას ძმა ვარო, ხოლო, რადგან რუსებს ბუბა ძალიან უყვარდათ, მისი ხათრით ბევრ რამეს უკეთებდნენ. ის კი ზოგჯერ ისეთ „შტუკებს“ უწყობდა, ბუბას „ძმა“ რომ არ ყოფილიყო, ნაღდად „გაადისბატებდნენ“.

ბაბაევი სულ რაღაც ორიოდე წუთის გასული იყო, როდესაც ყაზარმიდან არაადამიანური ყმუილი შემოგვესმა. უცებ, სასადილოში გაფითრებული ბაბაევი შემოვარდა, რომელსაც ავტომატმომარჯვებული, შიშველი პოდპოლკოვნიკი რაევსკი მოსდევდა. ბოლოს, რაევსკის ავტომატი გაუვარდა, ყელზე იტაცა ხელები და უგონოდ დაეცა.

– რაშია საქმე? – ვკითხე ბაბაევს.

– უფროსს ეძინა და ხვრინავდა. რომ ვერ გავაღვიძე, როგორც მასწავლეთ, ისე მოვიქეცი. მისი მათარა ავიღე და პირში ჩავასხი წყალი. ის კი წამოხტა, ავტომატი მოიმარჯვა და გამომეკიდაო, – თქვა შეშინებულმა ვაჰიდმა...

საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმული მათარები გვქონდა და როგორი ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგნით, ისეთივე ტემპერატურას ინარჩუნებდა. რაევსკის მათარაში კი მდუღარე ესხა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როდესაც მძინარეს ჩაასხამდნენ პირში...

რაევსკიმ სამი თვე იმკურნალა. ბაბაევს არაფერი უთხრეს, რადგან კიკაბიძემ ყველაფერი აღიარა. თვითონ კიკაბიძე კი მკაცრი სასჯელისგან ბუბას „ძმობამ“ იხსნა...

ძველი ბოლშევიკი

გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულია. ლენინგრადის ლენინის რაიონის ახალგაზრდა მილიციელი ვარ და ნევის გამზირზე ვიმყოფები – ქუჩა უნდა გადავკეტო, რადგან, რომელიღაც ცნობილი კინორეჟისორი რევოლუციაზე ფილმს იღებდა და ხელმძღვანელობამ იქ გამგზავნა.

გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და იქაურობას ცხენების ფლოქვების ხმა და თოფებიდან „ხალასტოი“ გასროლები აყრუებდა. იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას კი ფანჯრების გაღება და ყურება ეკრძალებოდა. ამიტომ, ყოველი სცენის გადაღების წინ მეგაფონიანი ასისტენტი დადიოდა და მოსახლეობას ხმამაღლა აფრთხილებდა, რომ ფანჯრებს არ მიჰკარებოდნენ.

მორიგი სცენის გადაღება მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც, სისხლში ამოსვრილ ახალგაზრდა ბოლშევიკს ცხენზე ამხედრებული კაზაკები მისდევდნენ და აქეთ-იქით მათრახს ურტყამდნენ. ბოლოს, ეს ახალგაზრდა ბოლშევიკი მიწაზე ვარდება, მას კაზაკები კლავენ და იქვე ტოვებენ. ერთი სიტყვით, გადაღება დაიწყო. ახალგაზრდა ბოლშევიკი ქუჩაში გამოვარდა, კაზაკები გამოეკიდნენ, გაშოლტეს და, მიწაზე რომ დავარდა, ერთ-ერთმა კაზაკმა „მაუზერი“ დაუმიზნა, რომ მოკლას... უცებ გასროლის ხმა გაისმა და „კაზაკის“ ცხენი ფილაქანზე დაეცა, მსახიობ „კაზაკს“ ხელიდან პისტოლეტი გაუვარდა და შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით. გადაღებაზე შეკრებილი ხალხი კი გაისუსა და სამარისებურ სიჩუმეში განწირული ადამიანის ყვირილი გაისმა: „გაიქეცი, ძამიკო, ჩქარა გაიქეცი!“ თავი ავწიეთ, ერთ-ერთი სახლის მეხუთე ფანჯარას შევხედეთ და ვხედავთ, რომ თეთრწვერა მოხუცი ყვირის, რომელსაც ხელში „კარაბინი“ უჭირავს... ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასწრაფოდ იმ ბინაში ავცვივდით და 92 წლის მოხუცს შეყენებული, საბრძოლო ტყვიით გატენილი „კარაბინი“ ავართვით... მოხუცი ძველი ბოლშევიკი აღმოჩნდა, „კარაბინი“ კი – პირადად ბუდიონის მიერ იყო ნაჩუქარი. თურმე, მოხუცს დრო აერია, „კარაბინით“ კაზაკის ცხენი მოკლა და „იდეურ ძმას“ გაქცევაში დაეხმარა.

პოლკოვნიკ გენო ლაღიძის ნაამბობის მიხედვით




скачать dle 11.3