კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბერბატოვი შეაშინეს



ყველაზე პოპულარულ ბულგარელ ფეხბურთელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდ დიმიტარ ბერბატოვს ნიკოლეტა ლოზანოვა მოეწონა. ეს გოგო 2000 წელს „ფლეიბოის“ „ფლეიმეითი“ გახდა, ეს კი, უხეშად რომ ვთქვათ, წლის ყველაზე მაგარ ქალს ნიშნავს. ჰოდა, დიმიტარმა ნიკოლეტას პაემანიც დაუნიშნა, მანჩესტერშიც დაპატიჟა და, როგორც ამბობენ, სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტიც დაჯავშნა, თუმცა...

„ნიკოლეტა გასამგზავრებლად მოემზადა, მაგრამ ამის შესახებ მისმა შეყვარებულმა, გეორგი სტოილოვმა შეიტყო და გოგონას ჩალაგებული ჩემოდანი ამოალაგებინა. მან ბერბატოვს დაურეკა და აუხსნა, რომ მისამართი შეეშალა და ურჩია, ქალისთვის თავი დაენებებინა. როცა გაიგო, ვინ ესაუბრებოდა, დიმიტარმა მაშინვე განაცხადა, რომ ნიკოლეტას მხოლოდ მეგობრული ვიზიტით ეპატიჟებოდა და სხვა ფიქრები აზრადაც არ ჰქონია“, – წერს ბულგარული პრესა.

გეორგი სტოილოვი ბულგარეთში მოქმედი ყველაზე დიდი კრიმინალური ბანდის მეთაურია. როგორც ამბობენ, ის მთლიანად აკონტროლებს ბულგარეთში მოთარეშე კრიმინალურ დაჯგუფებებს და მან ეს „თანამდებობა“ მას შემდეგ მიიღო, რაც მაფიის ადგილობრივი ბოსი, დრაგან სტოილოვი ორი წლის წინ ჩაცხრილეს. დრაგანი გეორგის მამა გახლდათ და ამაზეა ნათქვამი, კვიცი გვარზე ხტისო.








скачать dle 11.3