კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გინებით ნაფერები ცოლი, „სტუმრად მისული“ მიცვალებული, მკითხავთან „შეკრული“ სიძე და „ფულახეული“ ინსპექტორი


მგლოვიარე კანონდამრღვევი და „ფულახეული“ ავტოინსპექტორი

ერთ-ერთმა ავტოინსპექტორმა გააჩერა ძველი, ყვითელი „მოსკვიჩი“, რომელსაც წვერმოშვებული და შავებში ჩაცმული კაცი მართავდა. მიუახლოვდა, მიესალმა და გადმოსვლა სთხოვა. გადმოვიდა თუ არა მძღოლი მანქანიდან, დაიწყო: არ დამაჯარიმო, რა, უფროსო! მამა მომიკვდა, ვგლოვობ და შენ ნუღარ დამაჭერ მაზოლზე ფეხსო, – მოკლედ, თავს აცოდებს, როგორც შეუძლია. ინსპექტორი გადაირია – გავიგე, კაცო რომ „ტრაურში“ ხარ, მაგრამ, დაარღვიე მოძრაობის წესები და, აბა, არ მოგთხოვო პასუხი? მომეცი შენი საბუთები და მე გადავწყვეტ, რა უნდა გიქნაო. მისცა საცოდავმა მძღოლმა მართვის მოწმობა. მაშინ გასაშლელი „პრავები“ იყო. მოკლედ, ჩასცქერის მართვის მოწმობას ეს ინსპექტორი, მძღოლი კი თავზე ადგას და არ ჩერდება: მაპატიე, შენი ჭირიმე, მამა მომიკვდა, „ტრაურში“ ვარ, მაგლოვე მამა, არ დამაჯარიმო, შემიცოდე კაცი, ადამიანი არ ხარო. ამოუვიდა ყელში ინსპექტორს, ადგა, ამოიღო ტკიცინა ათმანეთიანი ჯიბიდან, ჩადო „პრავაში“ და გაუწოდა მძღოლს: აჰა, თუ ძმა ხარ, ვერ მოვედი მამაშენის დასაფლავებაზე, ჩემს სახელზე ჩაწერე ეს ფული და თავი დამანებეო.

„დაუპატიჟებელი“ მიცვალებული და აღშფოთებული მეზობელი

თბილისში, ხომ იცით, ძველ კორპუსებში როგორი ვიწრო ჩამოსასვლელი კიბეებია... მოკლედ, ერთ-ერთ ჩემს მეგობარს მოუკვდა ბაბუა. იმ კორპუსში ახალი გადასულები იყვნენ, მეზობლებსაც კი არ იცნობდნენ წესიერად. გასვენების დროს, ასწიეს ბიჭებმა კუბო, ჩამოიტანეს კიბეზე და მოსახვევში „გაიჭედნენ“. ისეთი სივიწროვე იყო, ვერ გავიდოდნენ. ერთი კაი ტიპი აღმოჩნდა, იფიქრა, ხერხი სჯობია ღონესაო და, მეზობლის კარზე ზარი მისცა. კარი ვიღაც ქალმა გააღო. არც აციეს, არც აცხელეს, სახლში შეიტანეს კუბო, „დაკრუგეს“ და გამოვიდნენ. გაოცდა ის ქალი, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. გონს რომ მოეგო, მერე აყვირდა: ცოცხალი რომ იყო, მაშინ არ გამაცანით და, მკვდარი შემომიტანეთ სახლში? იქნება, ხელიც ჩამომერთმია, სუფრა გამეშალა, გაცნობისა აღმენიშნა, რას მიარბენინებდით ასე მალეო.

ასეთი ამბავი მარტო თბილისში თუ მოხდება და ქართველი კაცი თუ მოიფიქრებს მსგავს გამოსავალს.

სიდედრისთვის დაცანცლული ქონება და მოყვარული სიძე

ბებიაჩემმა გაიგო, რომ გარდაბანში იყო ერთი მაგარი მკითხავი. ატყდა, გინდა თუ არა უნდა წავიდე და ვამკითხავებინოო. ყოველდღე შეჭმული ჰყავდა მამაჩემი – გინდა თუ არა, მოქოქე მანქანა და გარდაბანში წამიყვანეო. მამამ იფიქრა, შენ გიჩვენებ სეირსო: წავიდა ჩუმად იმ მკითხავთან, უამბო ბებიაჩემის მთელი ისტორია და საღამოს სახლში დაბრუნდა. მეორე დილით ადრე ადგა, სიდედრს დაადგა საწოლში თავზე და უთხრა: ადექი, ჩაიცვი, კარგ ხასიათზე ვარ და, სანამ გუნება-განწყობა შემცვლია, წამოდი, წაგიყვან იმ მკითხავთანო. წამოხტა ბებიაჩემი და მოწესრიგდა. მთელი გზა მამაჩემს ლოცავდა: შენ გაიხარე, რომ წამომიყვანე, იქნება, რას მეუბნება, ხომ უნდა ვიცოდეთ, რა გველის მომავალში, შენ მანქანაში დამელოდე, მე მოგიყვები ყველაფერსო. მოკლედ, მივიდნენ. შევიდა თუ არა ბებიაჩემი, იმ მკითხავმა სახელით მიმართა. გადაირია ქალი, თმა ყალყზე დაუდგა. ერთი სიტყვით, ისეთი სიზუსტით უთხრა ოჯახის ამბები და შვილებისა და შვილიშვილების სახელები და საქმიანობის შესახებ დეტალები, ქალი დაშოკა. ბოლოს უთხრა: ერთ კაცს ვხედავ, ეს არის შენი პატრონი, ამას მიხედე, შვილი არ არის, მაგრამ, შვილივით გყავს, ახლობელია, მაღალი კაცია, მხრებზე „პაგონებს“ ვხედავ, ისე უყვარხარ, ასე არავის ჰყვარებიხარ და ამას მიხედე, მგონი, გარეთ უნდა გელოდებოდესო. გამოვიდა ბებიაჩემი სახეშეშლილი, ჩაჯდა მანქანაში და ხმას არ იღებს. მამაჩემი ეკითხება, რა იყო, ქალო, ასეთი რა გითხრა, რომ დამუნჯდიო. ბებიაჩემმა უპასუხა: წამიყვანე, შვილო, სასწრაფოდ ნოტარიუსთან, საქმე მაქვსო. მამა დაეჭვდა, ეს ქალი ჭკუიდან ხომ არ შეიშალა, სახლის მაგივრად ნოტარიუსთან რატომ ითხოვს მისვლასო, და ისევ ჰკითხა: დარწმუნებული ხარ, რომ ნოტარიუსთან გინდა მისვლა და არა სახლშიო? სიდედრმა სიყვარულით გადახედა და უთხრა: შვილო, რატომ უნდა დავკარგო დრო, ისეთები მითხრა იმ მკითხავმა, თურმე შენ ხარ ჩემი მთავარი გულშემატკივარი, ასე თუ გიყვარდი, კი არ ვიცოდი და მთელი ჩემი ქონება ახლავე უნდა გადმოგიმტკიცოო. ასე დაირტყა მამამ სიდედრის ქონება იმ მკითხავის დახმარებით.

მოღალატე ქმარი და სარეცხის გარეცხვას გადარჩენილი ცოლი

ერთი ჩემი მეგობარი საკმაოდ ცნობილი ადამიანია თბილისში. ერთ დღესაც, სახლში რომ მივიდა, თეთრ პერანგზე წითელი პომადების კვალი ემჩნეოდა. ცოლმა შენიშნა და ჰკითხა, ეს რა არისო. არ დაიბნა მოღალატე ქმარი და უპასუხა: ეტყობა ვიღაც გადავკოცნე და გადამედოო. ცოლმა იხტიბარი არ გაიტეხა, თავი არ დაიმცირა და უთხრა: არ მაინტერესებს, რა მოხდა, არ გეძიები, არც შენთან დავიწყებ საქმის გარჩევას, უბრალოდ, მე მაგას არ გავრეცხავო. იმ ბიჭს გაუხარდა, იფიქრა, გადავრჩიო და გაშალა ხელები: ქალო, თუ მაგაზე გადაივლის ეს ამბავი, მე გავრეცხავ, ოღონდ შენ არ გაახურო და, თუ გინდა, შენი სარეცხიც მოაყოლე, მაგის დედა ვატირე, თუ ვითაკილოო.

ქურდული სამყაროს „პაგონებიანი“ დამლოცველი

ერთ-ერთ რაიონში მილიციის უფროსი გახლდით და, ვიცე-პოლკოვნიკი რომ გავხდი, მაშინ მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა. ერთ დღესაც, სამსახურში ვზივარ და ძმაკაცები მირეკავენ – სუფრა გვაქვს გაშლილი, დაბადების დღეზე ვართ და, რომ არ მოხვიდე, გვეწყინებაო. ვუხსნი – ვერ მოვალ, სამსახურში ვარ, მაპატიეთ-მეთქი, მაგრამ, ვერ გავიტანე ჩემი. მოკლედ, ამიხსნეს, ამა და ამ ადგილას ვართ, არ ვსხდებით უშენოდ და მოდიო. მივედი მანქანით, ვხედავ, უამრავი მანქანაა გაჩერებული, ჭიშკარი ღიაა და მთელ სიგრძეზეა მაგიდა გაშლილი. გავაჩერე მანქანა, შევედი, დავჯექი მაგიდასთან, გავიხედ-გამოვიხედე, მაგრამ მეგობრები ვერ დავინახე. თან, სამსახურიდან სახლში მისვლა ვერ მოვახერხე და ფორმით მივედი. ვიფიქრე, ეტყობა გასულები არიან და მოვლენ-მეთქი. მიმოვიხედე, ყველა უცნაურად მიყურებს. ვიფიქრე, ეტყობა, არ იციან რომ დაპატიჟებული ვარ-მეთქი. მოკლედ, კარგად გეახელით. ადგა თამადა, თქვა სადღეგრძელო; ავდექი მეც, ვთქვი, დავლიე და დავჯექი. მეხუთე ჭიქა რომ გამოვცალე, ტელეფონზე ზარია. დავხედე ჩემი მეგობარი მირეკავს გადარეული: კაცო, დავიხოცეთ შიმშილით, გელოდებით, უშენოდ არ ვსხდებით მაგიდასთან, სად ხარ ამდენ ხანსო. აი, მაშინ კი დამცხა. ვუთხარი: სუფრასთან ვზივარ და თქვენ სად ხართ-მეთქი. მოკლედ, მივხვდი, სხვა სუფრასთან ვიყავი. თურმე, ერთ-ერთი კანონიერი ქურდის სახლში ვყოფილვარ. არ იფიქრებდნენ, ამ ფორმიანს აქ რა უნდა, ნეტა ვინ დაპატიჟაო?! იმიტომაც მიყურებდნენ აჯაგრულები, მაგრამ, მე რა ვიცოდი?! კიდევ კარგი, დროზე გავეცალე იქაურობას და ვინმემ არ დამინახა, თორემ, არ იტყოდნენ, რამ გადარია ეს ვიცე-პოლკოვნიკმინიჭებული კაცი, კანონიერი ქურდების სახლში რომ ქეიფობს, შავი სამყაროს წარმომადგენლებს რომ უჭახუნებს ჭიქებს, და „პაგონებიანი“ ფორმით რომ ლოცავს, ეტყობა, ამათთან არის შეკრულიო.

იმქვეყნიდან გამოხმობილი მევალე

ჩემს მეგობარს მიადგა ძმაკაცი და სთხოვა, იქნებ ფული მასესხო, „გაჭედილი“ ვარო. შეწუხდა ჩემი მეგობარი, უთხრა, ბიჭო, ჩემი ვალი აქვს ერთ კაცს, მემალება, წამოდი და, თუ სახლში გამოვიჭირე და წავგლიჯე რამე თანხა, უეჭველი მოგცემ, მევალეს ბორია ჰქვია, მე დავიმალები და შენ დაუძახე, ჩემს ხმაზე არ გამოდის გარეთო. წავიდნენ. მივიდნენ უზარმაზარ სახლთან. დაიწყო იმ ბიჭმა ყვირილი: ბორია! ბორია! იმდენი იძახა, გაიჭაჭა, მაგრამ არავინ გამოდის. გვერდზე გაიხედა – ვიღაც კაცი მოდის. მიუახლოვდა და გაკვირვებული ეკითხება ვის ეძახი ამ სახლშიო. ვის ვეძახი და, ჩემი ახლობლის მევალე ბორია ცხოვრობს აქ და ფული უნდა გამოვართვაო. ის კაცი გადარეულა: შენ ხომ არ აფრენ, კაცო! რა ბორია, რი ბორია, რა მევალე, რი მევალე, ამ სახლში სამოცდაათი წლის წინ ცხოვრობდა ბორის ძნელაძე და, რა ხანია, მკვდარია კაციო.

„შაქარა“ ქმარი

და შეუგნებელი ცოლი

ერთმა ტიპმა მოიყვანა ცოლი. ისეთი ენაბილწი იყო, ყოველ სიტყვაზე იგინებოდა. ცოლმა სთხოვა, მე კი შევეჩვიე შენგან გინებას და ნანინასავით მესმის, მაგრამ, პირველად მოდიან ოჯახში ჩემი მშობლები და, იქნებ, ერთი დღე მაინც შეიკავო თავი და არ შემაგინო შენი სიდედრ-სიმამრის თვალწინო. ქმარი დაფიქრდა და უთხრა: კარგი, ოღონდ, შევთანხმდეთ, როცა შეგინება მომინდება, მაშინ გეტყვი გენაცვალე-მეთქი და შენ იცოდე, რომ დედას გაგინებო. კარგიო უთხრა ცოლმა. მოკლედ, ესტუმრათ სიდედრ-სიმამრი, გაიშალა სუფრა. ცოტა ხანში, ქმარი ეძახის სამზარეულოში ცოლს: მაგიდაზე პური აღარ არის, ჩაამატე, შენ გენაცვალეო. ჩაამატა ცოლმა პური. გავიდა ხუთი წუთი, ისევ უყვირის: გენაცვალე, თეფში გამომიცვალეო. მოკლედ, ყოველ ხუთ წუთში მიმართავს ცოლს: გენაცვალე, ეს ქენი, გენაცვალე, ეს დაამატე, გენაცვალე, ეს მოიტანე, გენაცვალე, ის ჩაამატეო. ბოლოს ცოლს ამოუვიდა ყელში და შეუყვირა ქმარს: ახლა კი ტყუიხარ, ეს „გენაცვალე“ არ მეკუთვნოდა მეო. წამოხტა დედამისი და გაბრაზებულმა მიაყვირა: აი, ეგეთი ღრჯო, დაუნახავი, შეუგნებელი და უხასიათო ხარ, კაცი ვერ მოიგებს შენს გულს, რა გინდა ახლა, რას ერჩი ამ შენს ქმარს, თაფლი და შაქარი ამოსდის პირიდან, სულ „გენაცვალე-გენაცვალეს“ დაგძახის და შენი გული ვერ მოალბოო.


скачать dle 11.3