კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ საკუთარი კეთილდღეობა შესაძლო საფრთხისგან და რატომ უნდა დააწყოთ ბინაში ლითონის ნივთები


როგორც პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები ამბობენ, ჩვენს ცხოვრებაში შეგვიძლია, თავადვე შევიტანოთ სასიკეთო ძვრები და ცვლილებები, ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. ბევრს ცვლილებების ეშინია კიდეც, მაგრამ, თუ ის თქვენთვის სიკეთის მომტანია, მგონი, გარისკვა ღირს. ქალბატონმა ნაილიმ დიდი ხანია, თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამაში კი მას არავინ დახმარებია. უბრალოდ, ზედმიწევნით ასრულებდა იმ რჩევებს, რასაც მას, დღეს უკვე კოლეგა, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი აძლევდა და ეს მისთვის მეორედ დაბადებას ჰგავდა. ქალბატონ ნაილის საკმაოდ რთული და დაულაგებელი ცხოვრება ჰქონდა, თავის მოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია. მაგრამ, მერე მიხვდა, რომ გამოსავალი აუცილებლად არსებობდა და მოძებნა კიდეც. ქალბატონი ნაილი ჩვენი რუბრიკის სტუმარია და საკმაოდ გასათვალისწინებელ და საგულისყურო რჩევებსაც მოგცემთ.



ნაილი: ბევრს აწუხებს პრობლემები, როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში. სხედან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს ყველაფერი. გეტყვით რომ, უპრობლემო ადამიანი არ არსებობს, არც ია-ვარდითაა მოფენილი ჩვენი ცხოვრება და ბარიერებისა და წინაღობების წინაშეც ბევრჯერ აღმოვჩნდებით. მაგრამ, მთავარია, არ მოვეშვათ, ვიბრძოლოთ და საკუთარ წინსვლასა და წარმატებას თავადვე შევუწყოთ ხელი. პირადად მე, წლების წინათ ოჯახი დამენგრა, სამსახური დავკარგე, დეპრესიაში ჩავვარდი და ერთადერთ გამოსავლად თავის მოკვლა მიმაჩნდა. მაგრამ, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ გამოსავალი აუცილებლად მოიძებნებოდა და თავს შემოვუძახე. საერთოდ, ხომ იცით, ნათქვამია, ადამიანი რასაც საკუთარ თავს დაუშავებს, ისე სხვა ვერ ავნებსო. ამიტომ, თავად უნდა დავეხმაროთ საკუთარ ბედ-იღბალს, რომ წინ წავიწიოთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. ცხოვრებაში უამრავი გამოცდა გველის და თუ ის გამოცდები წარმატებით ვერ ჩავაბარეთ, არაფერი გამოვა. ბედნიერებისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს და ამაში ვერავინ შემეკამათება.

– სასოწარკვეთილ მდგომარეობაში რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ საკუთარ თავს დავეხმაროთ და პრობლემები და ბარიერები ადვილად დავძლიოთ?

– როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება და გამოსავალს ვერ პოულობს, მხოლოდ მაშინ მიმართავს უარყოფითი, დამანგრეველი ენერგიისგან დამცავ საშუალებებს. ბევრს არ სჯერა თილისმების სასწაულმოქმედი ძალის, თუმცა, დამიჯერეთ, სასწაულები ხდება. გაითვალისწინეთ ჩემი ნათქვამი, რომელიც მე არ მომიგონია და ეს უძველეს დროში მოღვაწე ეზოთერიკოსებმა კარგად იცოდნენ, – თილისმის ტარება ყველასთვის საჭირო და აუცილებელია. ამით ადამიანი უფრო დაცული და ჯანმრთელია. შესაბამისად, წარმატებებსაც ადვილად აღწევს და პირადი ცხოვრებაც დაწყობილ-დალაგებული, მშვიდი და ჰარმონიული აქვს. გეტყვით იმასაც, რომ არსებობს ლითონები, რომლებსაც თილისმის ძალა და თან სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. კიდევ ვამბობ, თილისმები მხოლოდ სასოწარკვეთილმა ადამიანმა კი არ უნდა ატაროს, არამედ იმანაც, ვისაც მშვიდი და წარმატებული ცხოვრება აქვს და ბედსაც არ უჩივის. ეს საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად უტყუარი საშუალებაა. აბა, გადახედეთ ძველ ოჯახებს, ყველას ჰქონდა ძვირფასი ლითონის ჭურჭელი. მაშინ, მოოქროვილი თუ მოვერცხლილი ლანგრით სადილის თუ ხილის მირთმევა, სტუმრისადმი კეთილგანწყობის გამოვლინებად მიიჩნეოდა. რეალურად კი ოქროსა და ვერცხლის დანა-ჩანგალს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. ეს კარგად იცოდნენ უძველესი დროიდან და სწორედ ამ ლითონების ჭურჭლით თუ დანა-ჩანგლით მიირთმევდნენ საკვებს. ასევეა, ამ ლითონისგან დამზადებული სამკაულები. კერძოდ, მათ უარყოფითი ენერგიებისგან დაცვის უნიკალური თვისებები გააჩნია. ეს თვისება უბრალო რკინის სამკაულსაც აქვს. თუმცა ყველასთვის არ იძლევა დადებით ეფექტს. რბილი ხასიათის, თავმდაბალმა, გაუბედავმა და მორიდებულმა ადამიანმა რკინის სამკაულები თილისმის სახით აუცილებლად უნდა ატაროს, რათა პირად და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიოს. უნებისყოფო და ფეთქებადი სახიათის ადამიანმა ოქროს სამკაულები არ უნდა ატაროს, მას ვერცხლის თილისმად ტარება დაეხმარება ენერგიის კონცენტრირებაში.

– ზოგი წინაპრისგან დატოვებულ სამკაულს არ იხსნის და მათ პატივსაცემად თილისმად ატარებს. მისაღებია ეს?

– ასეთი საგვარეულო ძვირფასი ნივთის ტარებას ყოველდღიურად არ გირჩევთ. უმჯობესია, ის სახლში გედოთ საგულდაგულოდ შენახული და ამით ის მძლავრ ენერგეტიკულ პოტენციალს თავისთავად დააგროვებს საცხოვრებელში. არც უარყოფით ენერგიას მოუშვებს ახლოს და ეს, თავისთავად დაგეხმარებათ ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების შესანარჩუნებლად. თუ ასეთ საგვარეულო ძვირფას სამკაულს ატარებს გასათხოვარი გოგონა, დიდი შანსია, ბედს ვერ ეწიოს და ცხოვრების ბოლომდე მეორე ნახევრის გარეშე დარჩეს. გათხოვილმა კი, როგორც გითხარით, დროდადრო უნდა ატაროს ის და არა ყოველდღიურად. უნდა იცოდეთ, ვის ნაქონ სამკაულს ატარებთ. ერთი ჩემი მეზობელი გარდაიცვალა. უყვარდა საწყალს ოქროს სამკაულების ტარება. ბოლოს ძალიან მძიმედ იყო და ყველაფერი გაყიდა, წამლები რომ ეყიდა. ერთადერთი ძეწკვს ვერ შეელია და სიკვდილის წინ დაიბარა: რომ მოვკვდები მომხსენით და ჩემს შვილიშვილს მიეცით, ბებიისგან ჰქონდეს და ატაროს ჩემს სახელზეო. გარდაიცვალა. ხომ იცით, ამბობენ: ჩასვენების წინ მიცვალებულს რაიმე ნივთი უნდა ამოაცალო კუბოდანო. ჰოდა, იმ საცოდავს ის ძეწკვი შეხსნეს და შვილიშვილს გაუკეთეს მის სახელზე. არ გავიდა რამდენიმე კვირა და ბავშვს ჯანმრთელობა შეერყა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, იგუდებოდა. სად არ ატარეს და ბოლოს ჩემთან მოვიდნენ, ეზოთერიკაში ერკვევი და იქნებ რამე დაგვარიგოო. ძეწკვის ამბავი მაშინ გავიგე. ვუთხარი, სასწრაფოდ მოხსენით ეს ბავშვს და წამლებიც აღარ დასჭირდება, უკეთ გახდება რამდენიმე დღეში. მხოლოდ, სუფთა ჰაერსა და ცვრიან ბალახზე ატარეთ დილით ფეხშიშველა, რომ დედამიწიდან დადებითი ენერგიით დაიმუხტოს და უარყოფითი ჩამოირეცხოს. ყოველ საღამოს ჭინჭრისა და გვირილის აბაზანაში აბანავეთ-მეთქი. სულ მალე გამოჯანმრთელდა და დღეს ჯანმრთელი, ჭკვიანი და ულამაზესი ბიჭია. არ არის სასურველი გარდაცვლილი ადამიანის სამკაულები ატაროთ, მით უფრო ისინი, ძალიან რომ უყვარდა და სულ ატარებდა. ადამიანის ენერგია ლითონზე ადვილად გადადის და საშიშია მისი დანატოვარისთვის. თუ ძალიან გსურთ მათი ტარება გარდაცვლილის პატივსაცემად, მაშინ არ გაიკეთოთ ორშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში კი შეგიძლიათ ატაროთ. კარგია, თუ თქვენს სახელზე გააკეთებინებთ სამკაულს და თილისმის სახით ატარებთ. ეს ყველაზე კარგი თავდაცვითი საშუალებაა და მას ბედნიერება მოაქვს. მისი ძალა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ჯადოს ენერგიაც კი გაანეიტრალოს. დროდადრო მარილში ჩადეთ და ასეთი სახით გაწმენდთ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.

– ამბობენ, ყველაზე კარგი თილისმა ვერცხლია და მას შეუძლია, ადამიანი უბედურებისგან იხსნას, ინტუიციას ავითარებს და შეცდომების დაშვებისგან გვიცავსო. მართალია ეს?

– მართალია. ყველაზე კარგი დამცველი თილისმა, სწორედ ვერცხლისგან მზადდება. ის ნებისმიერ სიტუაციაში გვეხმარება, გაგრძნობინებთ რომელი ადამიანი მოქმედებს თქვენზე უარყოფითად და მასთან კონტაქტს გარიდებთ. ასევე, გაძლევთ სიგნალს შინაგანი ფორიაქის სახით, როდის უნდა შეიკავოთ თავი კონფლიქტისგან, აარიდოთ თავი არასასურველ შეხვედრას და ასე შემდეგ. ვერცხლის სამკაულის თილისმად ტარება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს სურვილებისა და ოცნებების ახდენაში ეხმარება. არ დაფიქრებულხართ, რატომ ეკეთა ძველად თითქმის ყველა ადამიანს ვერცხლის სამკაულები? სწორედ იმიტომ, რომ იცოდნენ, ამ ლითონის მაგიური თვისებების და დამცავი ძალის შესახებ და უსაფრთხოების მიზნით ატარებდნენ მისგან დამზადებულ სამკაულებს. სხვათა შორის, ბევრს ვერცხლის სამკაულის ტარებისას, ეხსნება მესამე თვალი და შეუძლია წინასწარმეტყველება. ეს ლითონი ადამიანში ზებუნებრივ ძალას ავითარებს.

თუ გსურთ, სურვილი აგიხდეთ, მაშინ ატარეთ რამდენიმე ხანი ვერცხლის სამკაული, მერე მოიხსენით, საღამოს ჩადეთ მარილიან წყალში, დადეთ თქვენი საწოლის ქვეშ და დაძინებამდე იფიქრეთ ამ სურვილზე. მეორე დილით, ადგომისთანავე, გაახვიეთ ცისფერ ნაჭერში და დაიდეთ ბალიშის ქვეშ. როცა საღამოს დაწვებით დასაძინებლად, სიზმარში დიდი შანსია, ნახოთ გზა, რომლითაც ამ სურვილს აიხდენთ. ეს მეთოდი იმაშიც დაგეხმარებათ, რომ მომავალი საბედო ნახოთ, მაგრამ რიტუალი ისე ჩაატარეთ, რომ სამკაული ბალიშის ქვეშ იმ შაბათს დაემთხვეს, როცა ნებისმიერი თვის 13 რიცხვი თენდება.

– ხშირია კონფლიქტი და ოჯახის დანგრევა. ამის თავიდან ასაცილებლად რაიმე რჩევას ხომ არ მოგვცემთ. როგორ დავალაგოთ არეული ოჯახური თანაცხოვრება?

– ოჯახის შესანარჩუნებლად და ჰარმონიული თანაცხოვრებისა და ურთიერთობისთვის, გასწავლით მარტივ მეთოდს. კერძოდ, შეიძინეთ ლითონის საშანდლე და სხვა ნივთები. დააწყვეთ ისინი საძინებელსა და სააბაზანოში და მიაქციეთ ყურადღება, ფერს ხომ არ იცვლის. თუ ოჯახში დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი, დიდი შანსია, ლითონის ნივთებმა ფერი იცვალოს. ასევე, მეუღლესთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, ხშირად დაანთეთ იისფერი და ყვითელი სანთლები ასეთ ლითონის შანდალში და დადგით საწოლ ოთახში. სანთლების ენერგეტიკა აძლიერებს ლითონის ენერგეტიკასა და მაგიურ თვისებებს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში.


скачать dle 11.3