კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებდა მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის ხელისუფლების დამხობას


მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, თუ რა გადამწყვეტი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირმა იუგოსლავიის, ბულგარეთისა და რუმინეთის ფაშისტური მოძრაობის უღლისგან გათავისუფლების საქმეში. აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს შეეყარათ, ეგრეთ წოდებული, „ბონაპარტიზმის“ სენი. არადა, ეს ლიდერები სტალინის უშუალო ინიციატივით იყვნენ ხელდასმულნი. სტალინმა კონტრდაზვერვის შეტყობინებით მიიღო ინფორმაცია, რომ იუგოსლავიისა და ბულგარეთის ლიდერებმა – იოსიფ ბროზ ტიტომ და გიორგი დიმიტროვმა მოინდომეს ევროპაში ახალი ზესახელმწიფოს შექმნა, ანუ, ფედერაციის გაერთიანება, რომელშიც შევიდოდნენ იუგოსლავია, ბულგარეთი და რუმინეთი. ამის გაკეთება კი მათ უნდოდათ საბჭოთა კავშირის გვერდის ავლით და მასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე.

ბუნებრივია, სტალინი ამ საკითხს ყურადღების გარეშე არ დატოვებდა. 1948 წლის 26 იანვარს გაზეთი „პრავდა“ წერდა: „... ამ ქვეყნებს სჭირდებათ არა ფედერაცია ან კონფედერაცია, არამედ თავიანთი დამოკიდებულებისა და სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება სახალხო-დემოკრატიული ძალების მობილიზაციისა და ორგანიზების გზით“.

1948 წლის 10 თებერვალს, კრემლში, სტალინის კაბინეტში, დაიწყო მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდნენ: საბჭოთა მხრიდან – სტალინი, მოლოტოვი, მალენკოვი, ჟდანოვი და სუსლოვი; ბულგარეთის მხრიდან – დელეგაცია დიმიტროვის ხელმძღვანელობით და იუგოსლავიიდან – დელეგაცია კარდელეის მეთაურობით.

შესავალ სიტყვაში მოლოტოვმა ისაუბრა და საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავია-ბულგარეთის მთავრობებს ურჩია, რომ ერთმანეთთან ჰქონოდათ ურთიერთობა და მათი კავშირები განმტკიცებულიყო, რომ იუგოსლავიასა და ბულგარეთს ერთმანეთთან არ დაედოთ ხელშეკრულება მანამ, სანამ, სამშვიდობო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეზღუდვების ვადა არ გავიდოდა.

სტალინმა აღნიშნა, რომ დიმიტროვი მეტისმეტადაა პრესკონფერენციებით გატაცებული და არ უკვირდება, რას ლაპარაკობს; რომ დიმიტროვისა და ტიტოს ქმედება საბჭოთა მთავრობასთან არ არის შეთანხმებული და, იქვე დაუმატა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის იუგოსლავია-ბულგარეთის ფედერაციის შექმნის, მაგრამ, კატეგორიულად მიუღებლად ჩათვალა ფედერაციაში რუმინეთის გაერთიანება.

აი, ასეთი იყო საბჭოთა მხარის პოზიცია, მაგრამ ტიტომ იგი ხელაღებით უარყო და განსაკუთრებული აგრესიულობით განაგრძობდა საკუთარ პოლიტიკას. მეტიც, 1948 წლის 20 მარტს მან მოლოტოვის სახელზე გაგზავნილი წერილით კატეგორიულად მოითხოვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების გაუქმება, თანაც, ხაზს უსვამდა საბჭოთა ხალხისადმი იუგოსლავიის ხალხის კეთილმეგობრულ განწყობას.

1948 წლის 29 ივნისს გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით – „იუგოსლავიის კომუნისტურ პარტიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“. მასში ნათქვამი იყო, რომ იუგოსლავიის კომპარტიის ხელმძღვანელობა უკანასკნელ ხანს თავისი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში არასწორ ხაზს ატარებს, რომ ამის სულისჩამდგმელები არიან: ტიტო, რანკოვიჩი, კარდელეი და ჯილასი.

ვინ იყო ტიტო? წარმოშობით ხორვატი, იოსიფ ბროზ ტიტო, მდიდარი გლეხის შვილი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი იბრძოდა კარპატების ფრონტზე რუსებისა და სერბების წინააღმდეგ. იგი რუსებს ტყვედ ჩაუვარდა, შემდეგ აღმოჩნდა დასავლეთ ციმბირში, სადაც წისქვილში მექანიკოსად მუშაობდა. რუსეთში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ იგი სამშობლოში არ დაბრუნებულა, შევიდა ბოლშევიკურ პარტიაში და მოსკოვში განაგრძო სწავლა. იმ პერიოდში იგი დაუახლოვდა ტროცკისტ ბელა კუნს, რომლის დახმარებითაც გაიკეთა კარიერა და იმჟამინდელი კომინტერნის აპარატში დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 30-იანი წლების მეორე ნახევრის დამდეგს ტიტო იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდა. ფაშისტური გერმანიის მიერ იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა პარტიზანულ მოძრაობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტიტო თავიდანვე გამოირჩეოდა ნაციონალისტური მსოფლმხედველობით, ავანტიურიზმით, ქედმაღლობითა და განდიდების მანიით...

იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარული ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. სტალინმა საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის მიერ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს საიდუმლო დირექტივა, რომელიც 1948 წლის 18 აგვისტოთი არის დათარიღებული. აი, რა ეწერა დირექტივაში: „... ჩვენი მიზანია საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. ჩვენი საქმეა მუშაობა და იმის მიღწევა, რომ იქ, საბჭოთა კავშირში, განვითარდეს არსებული წყობის დამანგრეველი შინაგანი მოვლენები. ლაპარაკია, პირველ ყოვლისა, იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი გავხადოთ და ვიყოლიოთ პოლიტიკური, სამხედრო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სუსტ ქვეყნად“.

ამერიკული კაპიტალის მთელი სიმძლავრის გამოყენებით, დაიწყეს მუშაობა, რომ სოციალისტური ქვეყნების კომუნისტურ პარტიებში მთავარ ხელმძღვანელ პოსტებზე გაეყვანათ ამერიკისა და ინგლისის აგენტები, რომლებიც მატერიალური სარგებლობის მიღების მიზნით ესწრაფოდნენ კომუნისტურ პარტიებთან მიტმასვნას და მათ შიგნიდან აფეთქებას.

სტალინის მზვერავებმა უტყუარი საბუთებით დაამტკიცეს, რომ იოსიფ ბროზ ტიტო თავის დროზე, კომუნისტურ მოძრაობაში დიდი ხნით ადრე შემოგზავნილი, ინგლისის დაზვერვის ჩვეულებრივი აგენტი იყო. იგი მეგობრობდა უინსტონ ჩერჩილის ვაჟიშვილთან – რანდოლფ ჩერჩილთან, რომელიც იმ დროს ბალკანეთში ინგლისის დაზვერვის მთავარი რეზიდენტი იყო. ასე რომ, ამერიკის შეერთებული შტატების ინგლისის დაზვერვის ხელმძღვანელები დიდ იმედებს ამყარებდნენ ტიტოზე და მის მსგავს რენეგატებზე.

1949 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა მთავრობამ იუგოსლავიის მთავრობას გაუგზავნა ნოტა, რომელსაც ხელს აწერდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი გრომიკო. ნოტაში ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა ქვეყანა წყვეტს 1945 წლის 11 აპრილს იუგოსლავიასთან დადებულ ხელშეკრულებას. ასეთი გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მოტივი იყო ის, რომ „... იუგოსლავიის ხელმძღვანელობა აწყობდა და აწყობს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მტრულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც არა მარტო საკუთარი ინიციატივიდან გამომდინარეობს, არამედ უცხოეთის იმპერიალისტური წრეების პირდაპირი და უშუალო დავალებით ხდება“.

იუგოსლავიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს სოციალისტური ბანაკის სხვა წევრმა ქვეყნებმაც. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა და დამკვიდრდა შეფასებითი ტერმინი – „ტიტო-რანკოვიჩის გამყიდველთა ხროვა“.

ისე მოხდა, რომ ტიტომ საბოლოოდ უღალატა სოციალიზმის იდეალებს. ამისთვის მან ყველაფერი გააკეთა ამერიკული ღირსებისა და ინგლისური სტერლინგების მიღების სანაცვლოდ. აი, რას აცხადებდა იგი: „მართალია, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, მაგრამ ჩემთვის იგი უფრო მეტად დასავლეთიდან კაშკაშებს“.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შერისხული ლავრენტი ბერიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებში ერთი ასეთი „მომაკვდინებელი“ ბრალდებაც იყო: „იგი, პარტიის ხაზის საპირისპიროდ, იუგოსლავიასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებდა, ამით მას უნდოდა, საბჭოთა სახელმწიფოსთვის ზურგში ლახვარი ჩაეცა და უშუალო სამსახური გაეწია იმპერიალისტური ბანაკისთვის“.

ეს იყო 1953 წელს.

მაგრამ, გადის ორი წელიწადი და უვარგისი ნიკიტა ხრუშჩოვი თვით ეახლა ბელგრადში ტიტოს და მეგობრობა შეჰფიცა, თუმცა, იგი სამარცხვინოდ გამოაძუნძულეს. ასე რომ, ნიკიტამ იუგოსლავიასთან ურთიერთობაში ვერაფერი შეცვალა: ტიტო ერთგული დარჩა თავისი პროდასავლური ორიენტაციისა და ხრუშჩოვის რუსეთისკენ გამოხედვაც არ ისურვა.


скачать dle 11.3