კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერებმა ადამიანის სამი ახალი გენი აღმოაჩინეს



სენსაციური აღმოჩენა გააკეთა ირლანდიელ სწავლულთა ჯგუფმა. მათ ადამიანის გენეტიკურ კოდში აღმოაჩინეს სამი გენი, რომლებიც სულ ახლახან, ჰომო საპიენსის ევოლუციის პროცესში გაჩნდა. ადრე მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლებლად მიაჩნდათ დნმ-ის სტრუქტურაში ახალი გენების წარმოქმნა თანამედროვე ადამიანის განვითარების ასეთ გვიანდელ სტადიაში. მაგრამ, როგორც ქალაქ დუბლინში, სმაფიტსკის გენეტიკის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მუტაციის პროცესში გენები შეიძლება შეიქმნას პირველადი მასალისგანაც.

ადამიანის მსგავს მაიმუნებს, რომელთა გენეტიკური კოდი 99 პროცენტით ემთხვევა თანამედროვე ადამიანის გენურ კოდს, ეს სამი გენი არ აქვთ და არც არასოდეს ჰქონიათ.

აღმოჩენილი სამი გენი აწარმოებს პროტეინებს და ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების უზრუნველყოფაში მონაწილეობენ, თუმცა, ამჟამად სწავლულებს არ შეუძლიათ, თქვან, რომელ ფუნქციაზე არიან ისინი პასუხისმგებელნი.

ერთდროულად დადგენილია, რომ ჩვენს გენებში რელიქტური მასალა, რომელიც „უსარგებლოდ“ ითვლებოდა და რომელმაც მეცნიერებაში „გენეტიკური ნაგვის“ სახელწოდება მიიღო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცოცხალი ორგანიზმების განვითარებაში. აღმოჩნდა, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანის ორგანიზმი მუდმივად იყენებს ამ სარეზერვო მასალას ახალი გენეტიკური შეხამების შექმნისთვის. წარმატების შემთხვევაში, ახალი კვანძები ჩაიდგმებიან დნმ-ში, იწყებენ მუშაობას და წარმოქმნიან შესაბამის პროტეინებს. ეს პროცესი, რომელიც ცნობილია, როგორც მუტაცია, დედამიწის არსებების ბიოლოგიური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. როგორც ჩატარებული კვლევების ავტორი – აიოფე მაკლისატი თვლის, ადამიანს აქვს სულ მცირე 15 განსაკუთრებული გენი, რომლებიც სულ ახლახან გამოჩნდნენ და ქმნიან თანამედროვე ადამიანს იმად, რასაც იგი დღეს წარმოადგენს.


скачать dle 11.3