კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მეწისქვილე“ განმანათლებლები


„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც, ერთი მხრივ, პედაგოგთა პროფკავშირმა, მეორე მხრივ კი პოლიტიკურმა პარტიებმა („ნაცმოძრაობის“ გარდა) პედაგოგთა შემცირება გააპროტესტეს, მეტად მოხერხებული გამოსავალი მონახა (პრინციპით: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“). კერძოდ, ახალქართველი განმანათლებლები საზოგადოებას კაკალ თვალში უცქერენ და უმტკიცებენ, რომ პედაგოგთა შემცირების დირექტივა არ გაცემულა (ერთი დირექტორი მაინც მოგვიყვანეთ, რომელიც ამას იტყვისო. არადა, თითქმის ყველა დირექტორი სწორედ „ნაცმოძრაობასთან“ სიახლოვის ნიშნითაა შერჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პირში წყალს ჩაიგუბებენ, „სანამ პარტია უბრძანებს ამას!“, არ ჩაიგუბებენ და – დირექტორებისა აჯობებს!). მეტიც, იჟინებენ, რომ საქართველოში ყველა სკოლა ავტონომიურია (ერთი მე ვარ მაროკოს პრინცესა და მეორე საქართველოს სკოლები – ავტონომიური) და როგორც საზოგადოებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს, არწმუნებენ, რომ, თუკი რომელიმე დირექტორმა უფლებამოსილებას გადაამეტა (ანუ პედაგოგის სკოლიდან დათხოვნა გაბედა!) სამაგალითოდ დასჯიან (ამ ადგილს მქუხარე ტაში მოუხდება!).

მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები მასწავლებელთა შემცირებას ხმის იოგების ჩახლეჩამდე აპროტესტებენ (შესაძლოა, გულწრფელად და, ამასთან, ელექტორატის რაოდენობის გასაზრდელადაც), პედაგოგთა დიდი ნაწილი დუმს (ოღონდ, მთლად ისეც არა, „დუმილი რეკავსო“). ამასობაში კი, მოარული ხმებით, შემცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჩვენ არ ვიცით, შერჩებათ თუ არა ხახვივით ამ ჩვენს განმანათლებლებს მასწავლებლების დაწიოკება (თე შერჩათ, აფერუმ მათ განმანათლებლობას!), თუმცა, აი, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ შოთა არასდროს ცდება, ამიტომაც, სულ მალე ვნახავთ, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“.


скачать dle 11.3