კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოლა-ლა


ანუ, ტრულა-ლა

ეროვნულ მუზეუმში მატებაა! – ეს სასიხარულო ამბავი ქართულმა ელმედიამ ისეთი პათოსით გვაცნობა, თითქოს დემოგრაფიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დაგვეძლიოს. რაც შეეხება მატებას: სულ პირველ ევროპელებს, ზეზვასა და მზიას, მალე გვერდს „პრეისტორიული თინეიჯერი“ დაუმშვენებს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ძირძველ ქართველებს, ესე იგი, ევროპელებს, „შვილი ეყოლათ“, – აი, ასე შემოქმედებითად ახსნეს ჩემმა ელექტრონულმა კოლეგებმა დმანისში აღმოჩენილი პრეისტორიული მოზარდის ჩონჩხისთვის „ხორცის“ შესხმა. ეგრეთ წოდებული მულაჟი ფრანგმა მოქანდაკემ დაამზადა (სავარაუდოდ, დაკიდულ ბაღზე ძვირი არ დაჯდებოდა). მუზეუმის დირექტორმა, ბ-ნმა ლორთქიფანიძემ, აღელვებულმა გვაუწყა, რომ მოუთმენლად ელოდებიან მნახველთა რეაქციას. თავად მას კი, როგორც სატელევიზიო სიუჟეტიდან ვიხილეთ, პრეისტორიული „თინეიჯერის“ დანახვისას თეატრალურად აღმოხდა: ოლა-ლა! შესაბამისად, ყველა დანარჩენის რეაქციაც ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში, ტრულა-ლა მაინც).

ნაკლები იქნება თუ მეტი, ბ-ნი ლორთქიფანიძე გვთავაზობს, რომ პირმშოს სახელი ყველამ ერთად მოვუძებნოთ, რა თქმა უნდა, იმ დაბდღეზე, რომელიც დმანისის საველე მუზეუმში გაიმართება. ბ-ნმა ლორთქიფანიძემ არც ის დაგვიმალა, რომ ჩვენს პრეისტორიულ წინაპრებს მხრები ვიწრო და პრიმიტიული აქვთ, სამაგიეროდ, მათი ფეხები ყოფილა სავსებით თანამედროვე. აქედან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვა: ტვინის მხრივ, როგორ გვაქვს, გნებავთ აქვთ, საქმე?!


скачать dle 11.3