კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რევმატიზმისგან გული ზიანდება და გულის მანკის განვითარების დიდი რისკია



რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია მისი გამომწვევი მიზეზი ხდება, შემდეგ კი, ორგანიზმის დასუსტების გამო, დაავადება გრძელდება.

რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკული ანთებითი კერის არსებობასთან. ჩვეულებრივ, ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება – ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ანტისხეულები მოქმედებს არა მარტო ბაქტერია სტრეპტოკოკზე, არამედ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებზეც და იწვევს მის დაზიანებას. თუ ეს მოხდა, ვითარდება რევმატიზმი, რომელიც პერიოდული გამწვავებით დიდხანს გრძელდება. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმთავრესად შემაერთებელი ქსოვილისგან აგებული ორგანოები, კერძოდ, გულის სარქველები, სახსრები და ასე შემდეგ. ასევე, გულის კუნთი. გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება რევმატიზმის დროს.

რევმატიზმის პირველი შეტევა, შემდგომში კი მისი გამწვავებები დაკავშირებულია ტონზილიტთან, ანუ ხახის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებასთან. პირველი შეტევა იწყება ტონზილიტის ერთ-ერთი გამწვავებიდან 2 კვირის შემდეგ. შეიძლება, ის გამოვლინდეს სახსრების ანთებით – პოლიართრიტით. იწყება ტკივილი სახსრებში, ხდება მათი შესიება და შეწითლება, იზღუდება მოძრაობა.

რევმატიზმისგან გულის დაზიანება სახსრების ანთების გარეშეც შეიძლება, მოხდეს. გულში ვითარდება რევმატული ანთება, რაც მედიცინაში რევმატული კამდიტის სახელით არის ცნობილი. ანთებაში ჩართულია შიგნითა გარსი და სარქველები, გულის კუნთი და გულის გარეთა გარსი.

შიდა გარსისა და სარქველების დაზიანების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გულის მანკი. ეს პროცესი ხშირად ფარულად მიმდინარეობს და ამიტომ, მანკის დიაგნოზის დასმა ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად ხდება, მაშინ, როცა ადამიანს თითქოს არც კი უავადმყოფია რევმატიზმით.

ყოველი გამწვავების შემდეგ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს გულის სარქველოვანი აპარატი და კუნთი. ამიტომ, რევმატიზმით დაავადებული ადამიანი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

რევმატიზმის მწვავე პერიოდში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი. მას მკურნალობა უნდა უტარდებოდეს ანტიბიოტიკებით, არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებებით. ანთებითი პროცესის დიდი აქტიურობის დროს ავადმყოფს ენიშნება ჰორმონები.

რევმატიზმის გამწვავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფს წელიწადში ორჯერ ჩაუტარდეს პროფილაქტიკური მკურნალობა. რევმატიზმის პროფილაქტიკაში მნიშვნელობა აქვს სტრეპტოკოკული ინფექციური კერების დროულ გამოვლენას და მკურნალობას. ყველაზე მეტად ეს შეეხება ქრონიკულ ტონზილიტს. თუ ხშირად გტკივათ ყელი და გაქვთ ჩირქოვანი ტონზილიტი, მას დიდი ყურადღება მიაქციეთ. ეს ეტაპი შესაძლოა, იყოს რევმატიზმის განვითარების დასაწყისი.


скачать dle 11.3