კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიული მიდრეკილებები


ესეც „პრორუსი“ იანუკოვიჩი

მართალია, უკრაინის პრეზიდენტს უჩივიან, პრორუსიაო (ისიცაა, ასეთი შინაარსის ბრალდებები, ძირითადად, ჩვენი სამშობლოდან გაისმის), მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მთლად ასეც ვერ არის. მაგალითად, მოსკოვ-მინსკის გაზის ომის პროცესში, როდესაც მინსკი ევროპისთვის გაზის გადაკეტვით დაიმუქრა, მოსკოვმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ მაშინ უკრაინის გავლით მოამარაგებდნენ ევროპელ მომხმარებლებს, კიევმა მოკრძალებულად განმარტა, რა თქმა უნდა, უკრაინას ტექნიკურად შეუძლია დამატებითი ოდენობის გაზის ევროპაში ტრანსპორტირება, მაგრამ ყველაფერი მოლაპარაკების საქმეაო (ანუ, „მოჟნო, ნო დენგი ვპერიოდო“). მეორე მხრივ, ბ-ნ იანუკოვიჩს (ისევ და ისევ, ძირითადად, ჩვენი სამშობლოდან) ძველმოდურობასაც უწუნებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასევე მეტად უსაფუძვლოდ. კერძოდ, სულ ახლახან ბ-ნმა იანუკოვიჩმა უშტატო მრჩევლები დაინიშნა. საერთო ჯამში, ოთხი: სამი მათგანი „რეგიონების პარტიის“ დეპუტატია, მეოთხე კი – მომღერალი ტაისია პოვალიი (როგორც ჩანს, იგი ჩვენი პრეზიდენტივით ესტრადას ეტრფიალება). ეს უკანასკნელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავისი სირინოზის ხმით უჭერდა მხარს კანდიდატ იანუკოვიჩს ქალაქებში: კიევში, სიმფეროპოლში, დონეცკში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ოდესასა და კიროვოგრადში! მეორე მხრივ, პრეზიდენტის მრჩევლების ფუნქცია, პრეზიდენტის მიმართვებისა და განკარგულებების მომზადება, კანონებში შენიშვნების შეტანა და საკადრო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრაა. ხოლო, რაკი მრჩეველთა საქმიანობა არასაჯაროა, ვერც ჩვენ და ვერც უკრაინელები ვერასდროს გაიგებენ, რა სფეროში და რამდენად კომპეტენტურ რჩევებს მისცემს ქ-ნი ტაისია ბ-ნ ვიქტორს, სამაგიეროდ, რაკი ცნობილია, რომ დემოკრატი მმართველების კარზე მსახიობ-მომღერლები მიღებული პრაქტიკაა, აშკარაა, ბ-ნ იანუკოვიჩს მეტად დემოკრატიული მიდრეკილებები ჰქონია.


скачать dle 11.3