კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ორთავ თვალის სინათლევ“


„მე რაღაცა მაქვსო, შენ კი არა გაქვსო!“

სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ იმით უწევს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, რომ პრეზიდენტის სასახლეს გარედან შეავლოს თვალი (და სიამაყითაც აივსოს, რომ მაძღარი პრეზიდენტი ჰყავს, რაც იმის იმედსაც აძლევს, რომ მისი წყალი, ადრე თუ გვიან, თვალის შემვლებსაც გადაევლება, თუნდაც, „ცივი წყლის“ დატვირთვით). სამაგიეროდ, მათ, ვისაც აქვს ინტერნეტი (რა თქმა უნდა, კომპიუტერიც), საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი სასახლეში ვირტუალურ ტურს სთავაზობს, სადაც საკუთარი ორთავ თვალით ნახავთ, თუ როგორ ცხოვრობს ჩვენი, ასევე „ორთავ თვალის სინათლე“ პირველი პირი. სასახლის ისტორიასაც გაეცნობა, მის შემქმნელ-ამგებებსაც და კონცეფციასაც.

მომყავს პრეზიდენტის სასახლის მოზაიკური კომპოზიციის, წყლის სარკის, კონცეფცია: „წყალი – ეს დროა… დრო მიედინება ჩვენს ძარღვებში და ამით ისტორიული პროტოტიპებისგან დამოუკიდებელს ხდის ჩვენს მოგონებებს… დრო გამჭვირვალე მელნით წერს ისტორიას ჩვენი სულების ფურცლებზე… ისტორიის ნაკადი დაუსრულებელ ჭრელ საზღვრებად იქცევა, სადაც მკვეთრ სურათებს აბსტრაქტული ფრაგმენტები ანაცვლებენ.“ დაახლოებით, ასე: მე მაგიჟებენ შენი თვალები, წამწამები, ბროლის კბილები...

მართალია, ამ კონცეფციის სიღრმეებს სათანადოდ ვერ ჩავწვდი, სამაგიეროდ, ზუსტად გავიგე, რომ პრეზიდენტის სასახლე უკვე იქცა არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის, სრულიად საქართველოს უპირველეს ღირსშესანიშნაობად. სწორედ ამიტომაც, გასულ კვირას ის დევნილმა ბავშვებმა მოინახულეს (საერთოდაც, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებს, განსაკუთრებით, დევნილ ბავშვებს, უჩვეულოდ ხშირად ათვალიერებინებენ ხოლმე საპრეზიდენტო სასახლეს).

ბუნებრივია, დევნილ ბავშვებს (იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ მხოლოდ ბავშვები არიან) არ გასჩენიათ კითხვა, თუ როგორ მოახერხა ამდენი დევნილის პატრონმა პრეზიდენტმა თავისთვის ამხელა სასახლის აგება (საბედნიეროდ, მათ არც ის ახსოვთ, როგორ გაყიდა თავის დროზე ბ-ნმა სააკაშვილმა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციები – მათი შენახვა ძვირი ჯდება, ხელისუფლებამ კი საკუთარი ხალხივით უნდა იცხოვროსო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის სასახლის პატარა დამთვალიერებლებს საკუთარი არათუ სასახლე, სახლიც აღარ აქვთ, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ტურების მიზანი ისიცაა: „მე რაღაცა მაქვსო, შენ კი არა გაქვსო!..“


скачать dle 11.3