კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოცნების ქვა“


ჩაიფიქრეთ და მოგეცემათ

რაც აქამომდე მხოლოდ შანჰაისა და ვილნიუსს ამშვენებდა, აწ უკვე ჩვენს დედაქალაქსაც დაამშვენებს. საკრებულოს ახლად, თუმცა მეორედ ნაკურთხმა თავმჯდომარემ, ლიტველ კოლეგასთან ერთად, ვილნიუსის მოედანზე „ოცნების ქვა“ დაფლა. ბალტიისპირელმა სტუმარმა საჩუქარი მეტად კეთილშობილური მიზნით ჩამოგვიტანა: ოცნებებს ასრულებს (თუმცა ისიცაა, ჩვენ ხომ უკვე ყველა ოცნება ავისრულეთ?!), თანაც 90 პროცენტითო. ეს იდეა ბ-ნმა სამადაშვილმაც აიტაცა და, თავის მხრივ, მოგვიწოდა, ჩაიფიქრეთ და თქვენს ოცნებებს მალე ხორციც შეესხმებაო.

მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბ-ნმა სამადაშვილმა ლამის უკვე მოიპოვა თბილისის საკრებულოს უცვლელი თავმჯდომარის სტატუსი, არ არის გამორიცხული, რომ „ოცნების ქვის“ ძალა საკუთარ თავზეც ჰქონდეს გამოცდილი (შესაძლოა, ამიტომაც გვიმტკიცებს ასე თავდაჯერებულად, იოცნებეთ და მოგეცემათო). ბუნებრივია, ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ და ნურც ჩვენ დავუთვლით ნაჩუქარ ქვას ასრულებულ ოცნებებს, მაგრამ, რაკი ქვა უკვე გვაქვს, ახლა ისღა დაგვრჩა გასარკვევი, გულზე დავიდოთ თუ თავი ვახალოთ?!


скачать dle 11.3