კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როდის მოვრწყა კროსანდრა?

პასუხი: ფესვების კარგი განვითარებისთვის კროსანდრა უნდა მორწყათ მაშინ, როდესაც ქოთანში ნიადაგი მთლიანად გამოშრება. ყვავილობის დროს უნდა დაიცვათ მაღალი ტენიანობა. ზამთრის პერიოდში მცენარის მორწყვა მინიმუმამდე შეზღუდეთ.

კითხვა: როგორ გავამრავლო ჰელქსინია?

პასუხი: ჰელქსინია მრავლდება ნახევრად მოჩრდილულ ადგილას, ჰაერის სინოტივეში. ამ მცენარეს უყვარს მსუბუქი ფხვიერი ნიადაგი. მისი გამრავლება შესაძლებელია ყოველწლიურად ფესვების დაყოფით. შეგიძლიათ იმავე ქოთანში გადაიტანოთ. არ არის რეკომენდებული მისი გამრავლება შემინულ გარემოში, კვალსათბურში ან ქოთანში. თუ ხელსაყრელ იდეალურ სინესტეს დაიცავთ, ძალიან კარგი ხარისხის მცენარეს მიიღებთ, რომელიც სწრაფად დაეწევა ზრდაში ძველ ეგზემპლარებს. ეს მცენარე იდეალურია ბაღების გასაფორმებლად.

კითხვა: როგორი მცენარეა ბელოპერონი და რთულია თუ არა მისი გახარება?

პასუხი: ეს მცენარე მარადმწვანეა და ოთახის პირობებში ერთ მეტრამდე იზრდება. მცენარე ყვავის თითქმის მთელი წლის განმავლობაში. მისი მოვლა არ არის რთული. უყვარს ნათელი, მუდამ მზიანი ადგილი. ზაფხულში სასურველია, მცენარის გარეთ გატანა. სჭირდება ხშირი მორწყვა, ზამთარში – ზომიერი. ზამთარში 15 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა არ უყვარს. შეგიძლიათ, თვეში ერთხელ ნაკელით გაანოყიეროთ. ეს მცენარე მრავლდება თესლით ან კალმით. გამრავლებისას ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე უნდა იყოს. მისი კალამი კი შეგიძლიათ, ზაფხულში ჩარგოთ.

კითხვა: როგორ ადგილას უნდა დავდგა ზიგოკაქტუსი?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ნათელი ადგილი, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. სასურველია, მცენარე გარეთ გაიტანოთ, მაგრამ მოარიდოთ მზის სხივებს. შემოდგომა-ზამთარში გრილ ოთახში 10-20 გრადუსზე მშვენივრად გრძნობს თავს და შეგიძლიათ, ნებისმიერ ადგილას დადგათ. როდესაც მცენარე აყვავდება, არ უყვარს ადგილის შეცვლა და ეს გაითვალისწინეთ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ლიმონის ოთახის პირობებში გამრავლება?

პასუხი: ოთახის პირობებში ლიმონი უმთავრესად კარგად იზრდება და მსხმოიარობს ის ნერგები, რომლებიც მიღებულია ამ მცენარის კალმებისა და ტოტების დაფესვიანებით. მათი გამრავლება უმჯობესია თებერვალ-მარტში. ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 10-12 სანტიმეტრი სიგრძის ტოტი. კალამი უნდა ჩარგოთ ღრმად და დადგათ სითბოში. ერთ თვეში დაფესვიანდება და შეგიძლიათ, გადარგოთ სხვა ქოთანში.


скачать dle 11.3