კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არეული მსახიობები, „კაიფში“ დასაფლავებული ბებო, ტანკის სადღეგრძელოთი გათიშული მეგრელი და „პახმელიაზე“ ნათრევი მიცვალებული


ბესო ბერულაშვილი თბილისში ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს, არც მისი პაროდიები სწყინთ ჩინოვნიკებს. მისთვის ქალაქი თბილისი განსაკუთრებულია, თავისი მცხოვრებლებით, ადათებითა და წეს-ჩვეულებებით. ამბობს, ეს ქალაქი ისე უნდა მოირგო, რომ თავი მშვიდად იგრძნოო. თბილისში კი, მისი აზრით, ბევრი ისეთი ავტორიტეტი, კოლორიტი და ყოჩი გაიზარდა, რომელთა საქციელი მისაბაძი იყო და არის დღესაც. ბესოსთვის თბილისი უსაყვარლესი ქალაქია და სხვა მხარეში ცხოვრება არც კი უფიქრია.


უჭმელი ბავშვის დარდით სუფრასთან ატირებული მამა

გენო ონაშვილი, მომღერალ მამუკა ონაშვილის მამა, ერთ-ერთ კოლორიტ თამადად ითვლებოდა თბილისში. სულ ხუმრობდა, ბავშვობაში იოსებას შვილი ვიყავი, გავიზარდე და ახლა მამუკას მამა ვარ, ბედი არ გინდა, კაცსო?! გარდა კარგი თამადობისა, ძალიან კეთილი, ხუმარა და არტისტული ადამიანია. ერთხელ, მასთან ერთად მომიწია სუფრასთან ყოფნა. მიდის სმა-ჭამა, ქეიფი და გენოს რომ გავხედე, თვალებიდან ცრემლები მოსდის ღაპა-ღუპით. გადავირიე, ვკითხე, რა დაგემართათ, ბატონო გენო-მეთქი. სერიოზული კილოთი მითხრა: შვილო ბესო, თუ შეგიძლია, გვერდში დამიდექი, ცუდ დღეში ვარ, ოღონდ ისე, რომ მამუკამ არ გაიგოსო. წნევამ ამიწია, ვიფიქრე, რა უჭირს ამ კაცს ასეთი, რა პრობლემა აქვს, რომ სუფრასთან ტირის-მეთქი. ჩავეძიე: გენო ბიძია, მითხარი და შეუძლებელს შევძლებ შენ გამო, ხომ იცი, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება-მეთქი. მთელი ნახევარი საათი მახვეწნინა, რომ გასაჭირი გაემხილა, ბოლოს, ხელი გადამხვია და მითხრა: გახედე მამუკას, რა დღეშია, სამი თვეა ვაკვირდები, ალბათ, 600 გრამი მაინც დაიკლო და გეხვეწები, დამეხმარე, ბავშვი უჭმელი გახდა, ეტყობა, პრობლემა აქვს და არ მეუბნებაო.

ტანკზე შეყვარებული მეგრელის გადამძვრალი „გუსინიცები“

თბილისში, მეგრელი კახელების სუფრაზე მოხვდა. აძალებენ, გინდა თუ არა დალიე ღვინოო. შეწუხდა და უთხრა: თქვენ კახელები, ხისთავიანები ხართ, სმის კულტურა არ გაგაჩნიათ, მე მიყურეთ, როგორ უნდა თამადობა და დალევა, ოღონდ ჭაჭა მომიტანეთო. მოუტანეს კახელებმა ჭაჭა, იფიქრეს, ვნახოთ, ერთი რას იზამსო. აიღო ჭიქა მეგრელმა, თქვა, ერთი ტანკის ძალა მოგვცესო და გადაკრა. კახელებმა იფიქრეს, ეტყობა, ასე დაიწყებს და მერე იტყვის ღმერთის, საქართველოს, დედაბუნების, სამშობლოს, დედმამიშვილის და ასე შემდეგ სადღეგრძელოსო. აიღო მეორე ჭიქა მეგრელმა, თქვა, ორი ტანკის ძალა მოგვცეს ღმერთმაო და გადაკრა. კახელებიც დაემორჩილნენ. მესამედ აიღო მეგრელმა ჭიქა და ისევ ტანკის ძალა მოგვცესო... დალია მეხუთე ჭიქა და გადავარდა. კახელმა შვილმა მამას გადახედა და ჰკითხა, მამი, რა მოუვიდა ჩვენს სტუმარსო. მამა დაფიქრდა და უპასუხა: რავი, შვილო, ამის დედა ასე და ისე, ეტყობა „გუსინიცები“ გადაძვრაო.

„ჩახურებული“ ავტოინსპექტორები

ერთმა სოფლელმა გლეხმა მოსავალი მოიყვანა და იფიქრა დედაქალაქში ჩავიტან და გავყიდი, ორ კაპიკს გავაკეთებ და ვიხეირებო. მოკლედ, დატვირთა მანქანა საზამთროთი და გაუდგა გზას. გზაში ინსპექტორებმა ასჯერ გააჩერეს. ჩაუსტვენენ, გააჩერებენ, ესეც მისცემს ფულს, საზამთროს და გაუშვებენ. კიდევ, გააჩერებენ, მისცემს საზამთროს, ფულს, გაუშვებენ. მოკლედ, თბილისში რომ ჩამოვიდა და კიდევ გააჩერა „გაიშნიკმა“, გადმოვიდა გლეხი და უთხრა: იცით, რას გეტყვით, გენაცვალე? ძალიან ახლო-ახლო დგახართ, ცოტა გაიშალეთ, არ ჩახურდეთო.

„კაიფში“ დასაფლავებული მიცვალებული

ჩემს მეგობარს მოუკვდა ოთხმოცდათხუთმეტი წლის ბებია. მისი ბიძაშვილი ნარკომანი იყო და შესაბამისად, ასეთივე საძმაკაცო ჰყავდა. გავიხედე, საღამოს ამოვიდა მისასამძიმრებლად გაჩხერილი „ინტელიგენცია“. მიუახლოვდნენ მიცვალებულს, „გადაიჭრეს ვენები“: ვა, რა მოუვიდა, ტო, როგორ მოხდა, რა მოდაში შემოვიდა სიკვდილი? გუშინაც ოცდასამი წლის ბიჭი დავასაფლავეთ, ტო. მოკლედ, ცივი ესიამოვნათ და დილამდე ასე მის ფერებაში გაატარეს. დილით ხალხი რომ მოვიდა, მიატირეს: დედა, როგორ ყვარებიხარ შენი შვილიშვილის ძმაკაცებს, შე უბედუროო. ის ნარკომანი შვილიშვილი ნამეტანი აქტიურობდა გასვენების დღეს: აბა, ასე ასწიეთ მიცვალებული, აბა, ნელა აიტანეთ სასაფლაომდე, აბა, ნელა დაახურეთ თავსახური, აბა ნელა ჩაუშვით თოკები, მიწა ფრთხილად მიაყარეთ, ყვავილები დააყარეთ, ქელეხზე ყველანი დარჩით და ასე შემდეგ. მეორე დღეს, ჩემს ძმაკაცს, ანუ თავის ბიძაშვილს ურეკავს და ეუბნება: ბიჭო, როგორი შევრცხვი, მაგის დედა ვატირე, მაგარი ცუდად ვიყავი და ბებიაჩემის გასვენებას როგორ ვერ დავესწარი, თავი არ გამომეყოფაო.

სტვენის „რეპეტე“ და ერთი დარტყმით მიწაზე გაგორებული ტიპი

ერთხელ, ნაცნობ გოგონასთან ერთად მოვდიოდი ქუჩაში. ვსაუბრობთ და ნელა მოვსეირნობთ. გავიხედე, გვერდით ჩაგვიარა ვიღაც ტიპმა და არ ჩაუსტვინა ამ გოგოს? ეტყობა, მოეწონა. ამას როგორ შევარჩენდი? შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მაგრამ იმ მომენტში მოვითმინე, იმ გოგონას ვეცი პატივი. მეორე დღესვე მოვძებნე ის ბიჭი, ჯერ საქმე გავურჩიე და მერე ერთი მაგარი მოვდე. ჩემი ხელი მტერს მოხვდა. ძირს რომ დავარდა, ეტყობა, მაგრად ეტკინა გვერდები და ცრემლები წამოყარა. შემეცოდა, ვეცი და წამოვაყენე ფეხზე. ვიფიქრე, რატომ ხელი არ მომძვრა, ამას რომ გავარტყი-მეთქი. ისე შემეცოდა, ვუთხარი, ოღონდ, შენ არ იტირო, ძმაო და წამოდი კიდევ დაუსტვინე, „რეპეტე“ მაგის დედაც ვატირე-მეთქი. ძლივს წამოდგა და მითხრა: რა უნდა დავუსტვინო, ძმაო, ეს რა მიქენი, ერთი სტვენის გამო გვერდები ჩამილეწე, იმის დედა ვატირე, აწი სტადიონზეც თუ დავუსტვინოო.

გივიში არეული კახი და გადარეული მსახიობი

გივი ბერიკაშვილის და კახი კავსაძის გვერდით თუ დავდგებოდი სცენაზე, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ბატონი ჯემალ ბაღაშვილი კი ნამდვილი მისაბაძი პიროვნებაა ჩემთვის. ახლა მათთან ვმეგობრობ კიდეც და მათ წრეში ყოფნა, ნამდვილი ზეიმია ჩემთვის. ერთხელ, გივი ბერიკაშვილი „პახმელიაზე“ იყო. სახლში იწვა და ისვენებდა. დილაა. ატყდა თურმე კარზე ისტერიკული ბრახუნი. წამოხტნენ ბერიკაშვილები, ეცნენ კარს, გააღეს და გადარეული კახი კავსაძე შერჩათ ხელში. იფიქრეს რამე მოხდაო. შევარდა კახი გივის საძინებელში და ყვირის: ადექი დროზე! წამოხტა გივი და ეკითხება: რა მოხდა კახი, ხომ მშვიდობაა, ამ დილაადრიან რამ გადაგრიაო. კახიმ დაიწყო: კაცო, ავდექი, ჩავედი „პაპიროსის“ საყიდლად. გამყიდველი კაცი ჩამაცივდა, გინდა თუ არა, თქვენ მსახიობი ხართო, ვუთხარი, კი ბატონო, მსახიობი ვარ-მეთქი. ჩამაცივდა, არ მითხრათ რომელი – მე თვითონ უნდა მივხვდე და გაგიხსენოთო. მიყურა, მიყურა… იფიქრა, იფიქრა და არ მითხრა? მივხვდი, გივი ბერიკაშვილი ხარო. გივი გაოცდა, მერე მაგაზე გადაირიე, რა მოხდა, კაცს შეეშალა და მაგის გამო ცოფებს ყრიო? კახი სულ გაგიჟდა: კი, ბატონო, შეეშალა, მაგრამ დავიჯერო, ასეთი მახინჯი ვარო.

სხვისი მკვდარი და წელში გაწყვეტილი „ნაპახმელიები“ ბესო

ერთხელ გაგლეჯილ „პახმელიაზე“ ვარ. მეგობართან მივედი, ვიფიქრე, იქ გამოვალ ნაბახუსევიდან-მეთქი. პირველ სართულზე ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ მის ზევით სართულზე მიცვალებული ყოფილა და იმ დღეს ასვენებდნენ საწყალს. მოკლედ, მივედი, შევედი სახლში და უცებ, ვიღაცამ ფანჯრიდან დაიძახა, მანქანა გადააყენეთ, ხელს გვიშლისო. ეს მანქანა ჩემი ძმაკაცის ნათესავის, ორსული გოგოსი იყო, ვიფიქრე, არ შევაწუხებ-მეთქი. გამოვართვი გასაღები და გამოვდივარ, რომ მანქანა გადავაყენო. გავაღე თუ არა კარი, გავიხედე, მიცვალებული კიბეზე ჩამოჰყავთ. არიქა, არიქა, მოგვეშველეთო და არ შემომდეს კუბო მხარზე. დავიბენი, ვიფიქრე, კაცო, ის მაინც ვიცოდე, ქალია თუ კაცი, ვინ მადევს მხარზე-მეთქი. თან „პახმელიაზე“ ვარ, ვკვდები. რაღას ვიზამდი, ვიფიქრე, ეზოში გავაყვანინებ და მერე გადავაბარებ ჭირისუფალს, აბა, რა ვქნა-მეთქი. გავედით სადარბაზოდან და კაციშვილი არ მეშველება. ეტყობა, იფიქრეს, ეს ჯანიანია და გაუძლებს სიმძიმესო. ახლა ვფიქრობ, „კატაფალკამდე“ მივატანინებ და გამომიშვებენ, აბა რას იზამენ-მეთქი. ფეხზე ძლივს ვდგავარ. გავიხედე, ვიღაცამ დაიკივლა, აქ უყვარდა, ეზოს ამ ადგილას დგომა და გააჩერეთო. გავჩერდით. დავიძარით. ახლა ვიღაცა აკივლდა. აი, აქ უყვარდა დგომა. იქაც გავჩერდით. მერე ვიღაცამ დაიკივლა – დგომა კი არა ჯდომა უყვარდაო და... ჩავიმუხლეთ. წელში გავწყდი კაცი, ჩემი გასაჭირი მაქვს და ვიღაცის მიცვალებულს ველოლიავები. ერთი სიტყვით, მივუახლოვდით „კატაფალკას“ და რომ ვიფიქრე მეშველა-მეთქი, არ დაიკივლა ვიღაცამ, საწყალს და უბედურს ფეხით სიარული უყვარდა და სასაფლაომდე ფეხით უნდა ავიყვანოთ, მანქანა არ დამანახოთო. აი, მაშინ კი ამომასხა და ვიყვირე, თქვენ ხომ არ გადაირიეთ, ხალხნო, რას მათრევინებთ წინ და უკან ამ თქვენს მიცვალებულს, ისიც არ ვიცი, კაცია თუ ქალი და რომელ სასაფლაომდე უნდა ვატარო, წაიყვანეთ თქვენი მიცვალებული, მე თავი დამანებეთ, „პახმელიიდან“ უკვე გამოვედი, დიდი მადლობა-მეთქი.

სართულებიანი გინებით

გარკვეული საქმე

ერთი ჩემი მეგობრის ცოლი შეკლული მყავდა. როცა ვიცოდი, მისი ქმარი სახლში არ იყო, ვურეკავდი და ქალის ხმით ვეუბნებოდი: ქალბატონო, აღარ შემიძლია, თქვენი ქმარი გადამეკიდა, არ მშორდება, მომაცილეთ, ახლაც ჩემთან არის და იღონეთ რამე-მეთქი. ვაგიჟებდი მოკლედ. ჩემს ძმაკაცს ყოველ საღამოს ცოლთან საქმის გარჩევები ჰქონდა. ვერაფრით მიხვდა, ვინ ურეკავდა მის მეუღლეს. ერთხელაც, ვზივარ სახლში, გამახსენდა, რომ უნდა დამერეკა და „მეკაიფა“. გადავწვდი ტელეფონს, ავკრიფე ნომერი, მოვკალათდი, დავიწვრილე ხმა და დავიწყე: უი, ქალბატონო, თქვენი მეუღლე ახლაც ჩემთან არის, აღარ შემიძლია, კაცო, მიხედეთ, მაინცდამაინც ოჯახი უნდა დაგენგრეთ და მერე მე დამაბრალოთ, გაფრთხილებთ და მეტი რა ვქნა-მეთქი. უცებ, გავიხედე, სიჩუმე ჩამოვარდა. თურმე ის ჩემი მეგობარი იმ დროს სახლში არ ყოფილა? გამოგლიჯა ცოლს ყურმილი და წამოვიდა სართულებიანი. ძლივს დავიბოხე ხმა: მოიცა, ბიჭო, პაუზა გააკეთე, ბესო ვარ, რას მაგინებ-მეთქი.


скачать dle 11.3