კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აჭამა დათო როსტომაშვილს მეგობარმა გოგონამ კუჭის გამო სირცხვილი და რატომ არ ემტერებიან სვანები მას


იუმორისტი, პაროდისტი და უბრალოდ, კარგი და მხიარული ადამიანი, დათო როსტომაშვილი ის კაცია, რომელიც გამუდმებით ეხვევა გამოუვალ, კურიოზულ თუ სასაცილო ამბებში. მის გვერდით ადამიანი არც მოიწყენს და არც საინტერესო სიტუაციების ნაკლებობას იგრძნობს. დათოს უამრავი თავსგადახდენილი ამბავი აქვს, რომელსაც ყოველთვის ხალისით და იუმორით იხსენებს.

– დათო, ხშირად თუ ხვდები სასაცილო თუ გამოუვალ სიტუაციებში და როგორ იძვრენ თავს ასეთი სიტუაციებიდან?

– გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციებში ძალიან ხშირად ვხვდები და შესაბამისად, არც იქიდან თავის დაძვრენა მიჭირს. იუმორის გრძნობა, ღმერთის წყალობით მაქვს, ხშირად ვხვდები ქართულ სუფრაზე და იქ რომ საინტერესო სიტუაციაში არ აღმოჩნდე კაცი, აბა, როგორ იქნება? წარმოიდგინეთ, თოფის ლულიდან, კრამიტიდან, ხორცსაკეპი მანქანიდან და ნათურიდან რომ დალევ განსხვავებულ სადღეგრძელოს, იქ რა იუმორის გრძნობა უნდა გაგიჩნდეს? ისეთი უხერხული სასმელებია, თუ დალიე, ხომ კარგი, და, მერე რა გეხალისება?

– ხშირად აკეთებ სვანების პაროდიას, ყვები მათ კილოზე სასაცილო ამბებს. არ სწყინთ?

– ჯერ ჩემზე განაწყენებული სვანი არ მინახავს. ალბათ, იციან როგორი გულითაც ვხუმრობ სვანებზე. იმდენი ანეკდოტი დადის უკვე მათზე, მგონი, თავადაც დაიჯერეს (იცინის). ერთ ანეკდოტს მოგიყვებით და იმედია, არც ახლა ეწყინებათ ჩემგან. მოკლედ, ამდენი გათამაშების რეკლამები რომ გადის ტელევიზორში, სვანმა იფიქრა, იქნება, მეც მოვიგო რამეო. ადგა, წავიდა ეკლესიაში, სანთელი დაანთო და ღმერთს შესთხოვა, მომაგებინე რამეო. საღამოს დაჯდა ტელევიზორთან, უყურა გათამაშებას და ვერაფერიც ვერ მოიგო. ადგა დილით ადრე, ისევ მივიდა ეკლესიაში და განაწყენებულმა ღმერთს შესჩივლა: რა არის, ღმერთო, ხომ გთხოვე, მომაგებინე ლოტოშიო. დაიხურა ქუდი და გამობრუნდა. ღამით ხედავს სიზმარს, ღმერთი გამოეცხადა, შესჩივლა ისევ თავისი გასაჭირი, რატომ დამჩაგრე და არ მომაგებინე თანხაო. ღმერთმა უთხრა: შე კაი კაცო, მე კი გეხმარებოდი, მაგრამ ბილეთი მაინც გეყიდაო. ერთი სვანი მეგობარი მყავს და თბილისში რომ ჩამოვიდა, ძმაკაცს დაურეკა, უკვე თბილისში ვარ და მეტროსთან ვდგავარო. ძმაკაცი დაინტერესდა, რომელ მეტროსთანო. სვანმა უპასუხა რომელთან და „მ“ რომ აწერია დიდი ასოთიო. ძმაკაცი აღშფოთდა, კაცო უნდა მოგაკითხო და წაიკითხე, რომელი მეტროა, არ აწერია ზევითო. სვანმა აიხედა, წაიკითხა და გახარებულმა უთხრა: რომელი მეტროა და, „მაკდონალდსიო“. ეს ხომ მე არ მომიგონია? (იცინის). ამას წინათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიკლინიკაში ავედი. გოგონებმა მაჩვენეს პოლიციაში მისაღები კანდიდატის ანკეტა. გადავშალე, ვიფიქრე, ახლა აქ სასაცილო რა უნდა იყოს-მეთქი. ამ ანკეტაში არის გრაფები, რომელსაც კანდიდატები ავსებენ. უნდა შეავსო გრაფა, სადაც მიუთითებ გვარს, სახელს, მამის სახელს, მისამართს და ტელეფონს. იმ ბიჭს ყველაფერი ჩაწერილი ჰქონდა – სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი და ტელეფონის გრაფაში ეწერა „სიმენსი“. სვანი არ იყო ახლა ის, მა ვინ იყო? (იცინის). სვანეთში რომ ვიყავი, ერთმა სვანმა მკითხა: „მაგთის“ სატენი არ გაქვსო. მოდი, სხვა თემაზე გადავიდეთ, სანამ მომიხტებიან სვანები და მართლა ამხანჯლავენ (იცინის). მიხოზე მოგიყვები ანეკდოტს გინდა?

– მინდა. ოღონდ ისეთი, სვანებს რომ „გადაუჯოკროს“. კარგი?

– კარგი. მიტომ გაიგო, ოქროს თევზი სურვილებს ასრულებსო. ადგა, აიკაპიწა შარვალი, ნასკები გაიხადა და მდინარეში ჩადგა. გავიდა ხუთი წუთი და ოქროს თევზმა ამოყო თავი მდინარიდან: მიხო, ოღონდ ფეხები ამოყავი წყლიდან, დავიხრჩვი, აღარ შემიძლია და რა სურვილსაც მეტყვი, შეგისრულებო (იცინის).

– შენი ხასიათის გამო, ალბათ, ბევრი მეგობარი გყავს და მათთან დაკავშირებითაც ბევრი საინტერესო თავსგადახდენილი ისტორია გექნება, არა?

– მართლა დიდი საძმაკაცო და სამეგობრო წრე მყავს. მიყვარს მათთან ურთიერთობა. ერთხელ, მეგობრები ვქეიფობდით. გავიხედეთ, ერთი ძმაკაცი მორბის გადარეული, ირაკლის კუჭი გაუსკდაო. ჩემმა მეგობარმა შეიცხადა: უიმე, დიდი ხმა ჰქონდაო (იცინის). აი, ასეთ ხალხთან რომ იმეგობრებ, სერიოზული იქნები? დიდი ძაღლი, გერმანული ნაგაზი მყავდა ეზოში. ერთი სომეხი მეზობელი მყავს და შემოსვლა რომ უნდოდა, მეძახდა ხოლმე: „დათო-ჯან, შენი ძაღლი ღიაა? ეგ რომ ღიაა, მე სულ კანკალებ“. (იცინის). „ჯიპი“ ვიყიდე, თავი მომწონს. დავაყენე ეზოს წინ. „გაიჩითა“ ის სომეხი მეზობელი. უტრიალა, უტრიალა გარშემო მანქანას და ბოლოს მომიბრუნდა: ვა, რა მაგარია, „იაპონეთიდან“ არის? საიდან მოიგონე-მეთქი. გაბრაზდა: ვა, დებილი ხომ არ ვარ, რა ვერ ვერკვევი? ვერა ხედამ, „პრავა“ რული რომ აქო (იცინის). ერთხელ, მეგობრებთან ერთად ვზივარ რესტორანში. ერთ-ერთმა კბილის ჩხირი აიღო და გაუკვირდა, მწვანე ფერი რომ ჰქონდა ერთ ბოლოში. არ ენახა მენთოლიანი ჩხირი. გვკითხა, ეს რად უნდაო. მეორემ უპასუხა: რად უნდა და, ხელი რომ არ აგიცურდეს და გლანდში არ გაირჭოო. დაიჯერა და უნდა გენახათ, როგორ მაგრად უჭერდა მენთოლიან ბოლოს ხელს, გლანდში არ გამეჩხიროსო (იცინის). ერთი ჩემი მეგობარი კი დათვრა. კორპუსიან სახლში ახალი გადასული იყო და სადარბაზო სულ ერეოდა. მთვრალმა ვეღარ გაარკვია, დაადო თავი და ავიდა მერვე სართულზე. დარეკა ზარი, ბიჭმა გაუღო კარი. უკაცრავად, მე აქ არ ვცხოვრობო? როგორ გეკადრებათ, აქ მე ვცხოვრობო. ბოდიში მოუხადა, ეტყობა შემეშალაო. ჩამოვიდა, დაარტყა წრე კორპუსს და ისევ ავიდა. დარეკა ზარი. ისევ იმ ბიჭმა გაუღო. გაუკვირდა და ჰკითხა: კაცო, აქ ნამდვილად არ ვცხოვრობ მეო. არა ბატონოო. მოიხადა ბოდიში და ისევ ჩამოვიდა. დაარტყა წრე კორპუსს, ისევ ავიდა და ზარი რომ დარეკა და იგივე ტიპმა გაუღო გადაირია: ვა, რა ყველგან შენ ცხოვრობო (იცინის). აი, ასეთი მეგობრებიც მყავს. ჩემი მეჯვარე კახა, ძალიან კარგი ბიჭია. სამეგობროში ენაკვიმატი ძმაკაცი გვყავს, სახელად სოსო და რომ გაიგო, ვინ იყო ჩემი მეჯვარე, ხელები გაშალა: წნევა რომ მქონდეს სამასი და ვიცოდე კახა წურბელაა და მიშველის, წამლად არ მოვიკიდებდი საჯდომზე და შენ რავა, მეჯვარედ მოიკიდეო? (იცინის).

– ერთი ისიც მომიყევი, მთვრალი კაცი რომ კანალიზაციის მილიდან ამოიყვანე და როგორც თავად ხუმრობ, უჩინმაჩინად გადაიქცა შენს თვალწინ.

– ის პერიოდია, ტრანსპორტი რომ ჭირდა თბილისის ქუჩებში. გვიანი იყო. ძლივს გამოიარა ტაქსმა, დავუქნიე ხელი და გავაჩერე. ჩავჯექი უკან. წინ ვიღაც მგზავრი ეჯდა, მითხრა, ჯერ ამას მივიყვან და მერე შენ დაგაბინავებო. მოკლედ, ის მგზავრი მაგარი მთვრალი იყო. მთელი გზა პირი არ გაუჩერებია, „გაბურღა“ ტვინი, თავის ქებით. როგორც იქნა, მივედით მის სახლთან. გააღო კარი და სანამ მოვიხედე, კაცი გაქრა. ტაქსის მძღოლი გაფითრდა: სად გაქრა კაცი ვა, ფული ჰქონდა მოსაცემი, უჩინმაჩინი ხომ არ იყო, გააღო კარი და აღარ ჩანსო. გავიხედეთ, ხმა ისმის: მიშველეთ, ხალხნო... გადმოვედით და რას ვხედავთ: კანალიზაციის ჭა ყოფილა იქ, თავსახური მოუპარავთ და შიგნიდან არ ყვირის ის შეჩვენებული? ძლივს ამოვათრიეთ უბედური და უნდა გენახათ, როგორი გამოფხიზლებული იყო. ამ ამბავზე კარგა ხანს ვხალისობდი.

– ამბობენ, დათოს განსაკუთრებით მეგობარი გოგონები ესაიდუმლოებიანო. როგორ მოიპოვე მათგან ასეთი ნდობა?

– მათი ნდობა როგორ მოვიპოვე, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველთვის მენდობოდნენ და არც ერიდებოდათ ჩემთან რამის მოყოლა. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, კურსელი გოგონები ყველაფერს მიყვებოდნენ, იცოდნენ, ჩემს იქით საიდუმლო არ გავიდოდა და ჩემთან ნათქვამი წინ არ დახვდებოდათ. ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი გოგონა ინსტიტუტიდან გამოვედით. უცნაური ვინმე იყო. გელაპარაკებოდა, გელაპარაკებოდა და უცბად სხვა რამეზე გადაერთვებოდა. ხანდახან, ამქვეყნიური არ მეგონა, ისეთებს სჩადიოდა. თან ემოციური იყო და ჩემთან ძალიან გახსნილი. მოკლედ, ორხიდიანი, გადაბმული ავტობუსები ახალი შემოსულია თბილისში და ამ ავტობუსებს „მიშას და რაისას“ ვეძახდით.

– მიშას და რაისას რატომ ეძახდით?

– მიხეილ გორბაჩოვს მისი მეუღლე რაისა სულ თან დაჰყავდა, სადაც კი წავიდოდა. ამიტომ, მათ პატივსაცემად დავარქვით გადაბმულ ავტობუსს – „მიშა ენდ რაისა“ (იცინის). მოკლედ, ეს ჩემი მეგობარი გოგონა და მე ავედით ავტობუსში, ისეთი ჭყლეტა იყო, კუდის მოქნევა გაგიჭირდებოდა. არ ჩერდება ეს გოგო – ლაპარაკობს და ლაპარაკობს. მეც ვუსმენ, თან ყურთან ახლოს იწევა, რომ სხვამ არ გაიგოს. უცებ, გაჩერებაზე ბევრი ხალხი ამოვიდა, მოგვაწვნენ უკნიდან და ეს ჩემი მეგობარი წინ გაიტაცეს. მე უკან დავრჩი. ის ისევ ლაპარაკობს. კი გამიკვირდა, მე იქ არ ვდგავარ და ვის ელაპარაკება ასე ემოციურად-მეთქი. მოკლედ, თურმე, ვიღაც ბიჭი მდგარა, მე ვეგონე და ელაქლაქება. უცებ, მოქაჩა ყურზე, თავი ჩამოაწევინა და ისეთი რაღაც უთხრა, ბიჭმა იღრიალა.

– ასეთი რა უთხრა?

– რა და, იმას ეგონა მე მელაპარაკებოდა და იფიქრა, სხვამ არ გაიგოსო, მოქაჩა და ჩასჩურჩულა: ვაიმე, ცუდად ვარ, გადავირევი, მგონი, კუჭი ამეშალა და მიშველეო. იმ ბიჭმა კიდევ იკივლა: რა ვქნა, გოგონი, მერე მე, რა, ხელი შეგიშვიროო (იცინის). ახლა მეცინება, თორემ მაშინ ისე შემრცხვა, სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.


скачать dle 11.3