კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1994 წლის 15 აპრილს, 9 საათზე. რომელ პროფესიებში მიაღწევს წარმატებებს და რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას ხასიათში: აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უნდა დაეყრდნოს მებრძოლ სულისკვეთებას, საკუთარი ძალების რწმენას, ინტუიციას. აუცილებლად უნდა დაიცვას საკუთარი საიდუმლო, ეს მისი კოსმიური მისია და სწორი ევოლუციური გზაა. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო, სადაზღვევო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, ქირურგია, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პედიატრია, ასევე, არატრადიციული მედიცინა; პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფართო სფერო. ამ დარგებში ის წარმატებებს მიაღწევს.

კითხვა: დავიბადე 1969 წლის 20 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი სფეროა წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისია არის ის, რომ იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. საჭიროა ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა; დაეყრდენით კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. გარშემო უნდა შექმნათ ჰარმონიული გარემო. სათანადო ყურადღება მიაქციეთ შვილების აღზრდას. იყავით ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და მომთმენი. ასევე, იყავით ერთგული და გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. იმოქმედეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, ანუ, იყავით ფრთხილი და წინდახედული; დაასტაბილურეთ თქვენი ცხოვრება, იქნება ეს ოჯახი, სამსახური, სანათესაო თუ სამეგობრო წრე. ასე თქვენ შეასრულებთ კოსმიურ მისიას. წარმატებულ პროფესიებს კი განეკუთვნება: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი; მედიცინიდან – კარდიოლოგია, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ენდოკრინოლოგია, ასევე, უძრავი ქონების ბიზნესი, სამეურნეო საქმიანობა, ბიოლოგიის სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, მშენებლობის ფართო სპექტრი, საარქივო-სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, ანტიკვარიატის სალომბარდო საქმე, სამასაჟო საქმიანობა, გასართობი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.


скачать dle 11.3