კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს



კითხვა: დიდ ცოდვად ითვლება თუ არა მარხვის დროს ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის ინტიმური ურთიერთობა?

პასუხი: ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის ინტიმური ურთიერთობა არა მხოლოდ მარხვის დროს, არამედ ხსნილშიც დიდი ცოდვაა და მრუშობად ითვლება. რა გიშლით ხელს, რომ დაიწეროთ ჯვარი? ჯვრისწერის დროს ცოლ-ქმრის ურთიერთობას უფალი აკურთხებს და ასეთი ოჯახი უფრო წარმატებულიც არის და მადლიანიც.

კითხვა: უსახსრობის გამო, ხშირად წირვა-ლოცვის წინ სანთლებსა და სეფისკვერს ვერ ვყიდულობ. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ ამით?

პასუხი: თუ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს სანთლები და საკურთხეველში შეგზავნილ მოსახსენიებელს სეფისკვერიც გააყოლოს, ეს არ არის ცოდვა. უფალმა კარგად იცის ჩვენი გულის ზრახვები და ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიც. თუკი ამ ქმედების უკან სიძუნწე და სიხარბე არ იმალება, ადამიანის გულწრფელი ლოცვა უფლისგან შეიწირება.

კითხვა: რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სიტყვები „იმედი“ და „სასოება“?

პასუხი: იმედს ადამიანი საკუთარ გეგმებზე, სურვილებზე აგებით ქმნის, რომელმაც შესაძლოა, გაამართლოს. ხოლო სასოება უფლის იმედია, უფლისადმი მუდარაა, მისთვის ნუგეშის თხოვნაა. უფალი ყოველთვის იმ ადამიანებთან არის, რომლებსაც მისი იმედი აქვთ.

კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია ხანდაზმული ადამიანის ნათლობა? ვარ 64 წლის და ძალიან მაწუხებს ჩემი მოუნათლაობა.

პასუხი: ყოველ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია, მოინათლოს. უნდა იჩქაროთ და აუცილებლად მოინათლოთ, ძალზე სასიხარულოა, რომ მიხვედით ჭეშმარიტებამდე და ქრისტიანულ გზას გინდათ შეუდგეთ, ეს დაგვიანებული არასდროსაა, პირიქით, ქრისტიანულ ეკლესიაში ცნობილია მრავალი წმიდანი, ვინც ხანდაზმულობისას მოინათლა. თვით ქრისტიანობის დიდი ბურჯი – წმიდა კონსტანტინე სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოინათლა.

კითხვა: არის თუ არა სასურველი ბიბლიურ თემაზე გადაღებული ფილმების ყურება ქრისტიანი ადამიანისთვის?

პასუხი: ასეთი ფილმების ყურება, სადაც მოთხრობილია ძველი და ახალი აღთქმიდან ეპიზოდები, ქრისტიანს, რა თქმა უნდა, არ ეკრძალება. თუმცა, ხშირად ეს ფილმები აშორებს ადამიანს ბიბლიის სულთან. აჯობებს, იკითხოთ ბიბლია და წმიდა სახარება თავისი განმარტებებით, რაც მათ სულთან უფრო დაგაკავშირებთ, ვიდრე ამ ფილმებს უყუროთ.


скачать dle 11.3