კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გარდაქმნა მარასმა „კენზო“ და რატომ დააბრუნა მან მოდაში რუსული რომანტიზმი



საკმაოდ ღარიბ კენზო ტაკადას დიზაინერის დიპლომის აღების შემდეგ არ ჰქონია იმის საშუალება, რომ სამოსისთვის კარგი ხარისხის ქსოვილები შეეძინა, ამიტომ წარმატებამდე იძულებული ხდებოდა, სხვადასხვა ხარისხის ქსოვილები აერია ერთმანეთში და შედეგად ყოველთვის ფერად, ჭრელ უცნაურ სამოსს იღებდა. პირველი წარმატება კენზოსთან 1970 წელს მოვიდა, როდესაც თავისი პირველი სერიოზული კოლექცია წარმოადგინა პარიზში, „ვივიენ გელერიში“, გაიხსნა მისი პირველი მაღაზია „ჯანგალ ჯაპი“ და მისი ერთ-ერთი მოდელი ჟურნალ „ელლის“ გარეკანზე მოხვდა. კენზო ჩვენებებს ყოველთვის დრამატულ სანახაობად აქცევდა, მათ ცირკის ტენტის ქვეშ მართავდა, მოდელები ცხენზე ამხედრებულები გამოდიოდნენ, ხოლო ჩვენებას თავად სპილოზე შემჯდარი მოდელიერი აგვირგვინებდა. ოთხმოციან წლებში კი, კენზომ დაიწყო პარფიუმერიის ხაზის გამოცემა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ცოტა ხნის წინ კი მოდის სახლ „კენზოში“ დიდი გარდაქმნები დაიწყო. მართალია, კენზო ტაკადას მერე „კენზოში“ უამრავი ცნობილი დიზაინერი მუშაობდა, მაგრამ ანტონიო მარასმა ყველაფერი შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიონიო მარასი საკუთარი ლეიბლისთვისაც ბევრს მუშაობს, ის მაინც ახერხებს, „კენზო“ განსაკუთრებული და ძალიან საინტერესო იყოს.

მოდის ფინანსურ ტრაგედიას „კენზოს“ 2009 წლის შემოდგომის კოლექციით ანტონიო მარასმა თავისებურად უპასუხა: მან შექმნა სამოსი „დედა რუსეთის“ სტილში, ძალიან მიმზიდველი დეტალებითა და ელემენტებით, რომელიც ერთიანობაში შეჯგუფდა ლამაზ თოჯინა-მატრიოშკებში. დოქტორი ჟივაგოს „პაკლონით“ დიზაინერმა ფოკუსირება მოახდინა რევოლუციის დროინდელ სიყვარულზე, რომელიც განსაკუთრებით რომანტიკული და სენტიმენტალური იყო. მათთვის კი, ვინც ამ კოლექციაში ფოლკლორულ ფესვებსა და გავლენებს ეძებდა, ბოლშევიზმის გავლენასაც დაინახავდა. ეს იყო არაჩვეულებრივი კონტრასტების სინთეზი, ბრავო ანტონიოს! ბეწვის ფუმფულა ხელთათმანები და თხელი, ფერადი ნახატებით გაფორმებული შარვალი უპირისპირდებოდა აბრეშუმის ქვედა კაბასა და სამხედრო სტილში გადაწყვეტილ ჟაკეტს. „აპარატჩიკის“ ერთი ანსამბლი მთლიანად ბეწვში იყო გადაწყვეტილი, რომელიც ძალიან რბილად და სასიამოვნოდ ეხამებოდა შემოდგომის კოლექციას, ისე, რომ აზრადაც არ მოგივიდოდა, გეფიქრა, რა დროს ბეწვია ამ თბილ შემოდგომაზეო. ახალგაზრდა გლეხის გოგო, რომელიც ძალიან დახურულ კაბა-პალტოში იყო გახვეული ულამაზესად გამოიყურებოდა. მეორე პალტო, რომელიც მარასს ჰქონდა წარმოდგენილი, ფრონტის წინა ხაზზე ჩასაცმელად გამოდგებოდა, ბისერებითა და ოქროს სამკაულებით რომ არ ყოფილიყო გაფორმებული. როგორც ჩანს, მარასმა ძალიან დიდი დატვირთვა გააკეთა ქსოვილების გარე დამუშავებაზე. კოლექციაში წარმოდგენილი იყო სამოსი, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებულად მოქარგული ნამუშევრები, გობელენები და ხალიჩის სტილის ნახატები.

ულამაზესი იყო შიფონის თხელი შარვალი, რომელზეც მოდელს ბეწვით გაფორმებული ფეხსაცმელი ეცვა და ასეთივე სტილის ჩანთა ეკავა. აგრეთვე საინტერესო იყო ძალიან მოკლე, თხელი ქვედა კაბა, რომელზეც „მატრიოშკას“ მაღალი ჩექმები და ჭრელი, ულამაზესი მაღალი წინდები ეცვა. ერთიანობაში „კენზოს“ სტილში ჩაცმული „შემოდგომის“ ქალი რუსული შემოდგომასავით ჭრელი, ოდნავ სევდიანი, მოღრუბლული, თუმცა კი, ძალიან ქალური იყო.



ანა სარალიძე


скачать dle 11.3