კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (50)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: ითვლება თუ არა ცოდვად თუ ადამიანს არ გავუმხელთ, რომ ის ნაშვილებია და უნდა ვუთხრათ თუ არა მას სიმართლე, რომელსაც თვითონ ვერ გაიგებს?

პასუხი: არსებობს ისეთი სიმართლე, რომლის არგამხელა ცოდვად არ ითვლება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიცრუე და ტყუილი ქრისტიანისთვის მისაღებია. კონკრეტულ შემთხვევაში, იმის თქმა, რომ ის ნაშვილებია, არ არის აუცილებელი. მით უმეტეს, თუ არ იცით, როგორი რეაქცია მოჰყვება ამას. საერთოდ კი უმჯობესია, ასეთ სიტუაციაში მოძღვარს მიმართოთ და ის ყველა დეტალის გათვალისწინებით სწორ რჩევას მოგცემთ.

კითხვა: უკვე რამდენიმე წელია, გათხოვილი ვარ. მე და ჩემს მეუღლეს კარგი ოჯახი გვაქვს. თუმცა, არ ვართ ჯვარდაწერილები. ამის გამო ცოდვილები და უწმინდურები ვართ?

პასუხი: თქვენ შესაძლოა, კარგი ოჯახი გაქვთ, მაგრამ ჯვრისწერის გარეშე თქვენს ერთობას არ აქვს ღვთიური მადლი, რაც თქვენს ქორწინებას აკურთხებს. ჯვრისწერის შემდეგ ქორწინება იქცევა არა უბრალოდ ორი ადამიანის შეერთებად, არამედ ეკლესიის საიდუმლოდ. ამიტომ აუცილებლად დაიწერეთ ჯვარი.

კითხვა: ვინ არიან მფარველი ანგელოზები და რა დანიშნულება აქვთ მათ?

პასუხი: ნათლობის შემდეგ უფალი ადამიანს მფარველ ანგელოზს მიუჩენს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მასთან რჩება. ანგელოზები არიან ღვთისგან შექმნილი უხორცო სულნი. მფარველი ანგელოზები ადამიანებს მუდმივად თან დაჰყვებიან, სიხარულსა და განსაცდელში მათ გვერდით არიან, ლოცულობენ მათთვის და ეხმარებიან. ხშირად კეთილი აზრები ადამიანს თავისი ჰგონია, სინამდვილეში კი მათ მფარველი ანგელოზები შთააგონებენ. მაშინ, როდესაც ადამიანი ცოდვას სჩადის, ანგელოზები დაღონებული არიან. თუმცა, ადამიანს არ ტოვებენ. მფარველი ანგელოზები ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც არ შორდებიან და უფლის სამსჯავროსთან მიაცილებენ. დილისა და საღამოს ლოცვებში არსებობს სპეციალური ლოცვა: „მფარველი ანგელოზისადმი“, ილოცეთ და შეევედრეთ მათ.

კითხვა: შეიძლება თუ არა იმ ინტელექტუალურ და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, სადაც ფულადი ჯილდოებია დაწესებული? ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება ასეთი საქციელი?

პასუხი: ასეთი თამაშებით გატაცება ადამიანს ცოდვად ჩაეთვლება. აზარტი და მეტოქეობა ქრისტიანისთვის მიუღებელია. საერთოდ, ფულის შოვნა ცოდვა არ არის, რადგან წმიდა მამებს მიაჩნდათ, რომ ფულის გამოყენება სასიკეთო საქმეებისთვისაც შეიძლება. მაგრამ, სამწუხაროდ, ფული ადამიანის ვნებიან გულს იპყრობს და ის მრავალი ცოდვის ჩადენის მიზეზი ხდება.


скачать dle 11.3