კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: თუ შეიძლება მითხარით, რა დაავადებებია ზაფხულში საშიში ცხოველებისთვის, კერძოდ, ძაღლებისთვის?

პასუხი: ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტიური ხდება ისეთი დაავადებები, რომლებიც ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ზაფხულში აქტიურდებიან რწყილები, ტკიპები, სხვა პარაზიტები და კოღოები. გახსოვდეთ, რომ თქვენს ძაღლს აუცილებლად უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება და ეცადოთ არაფერი გამოგრჩეთ, რადგან ჩამოთვლილი არსებების კბენამ, შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა ალერგია, ასევე, ნაკბენის საშუალებით შეიძლება ცხოველზე გადავიდეს ისეთი საშიში დაავადებები, როგორებიცაა პიროპლაზმოზი, ლეიშმანიოზი და ასე შემდეგ.

კითხვა: მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს რეალურად კავკასიური ნაგაზის ოფიციალური სტანდარტი?

პასუხი: ხვადი კავკასიური ნაგაზის საშუალო სიმაღლე 75-80 სანტიმეტრია, ამას ემატება თავის სიმაღლეც. სიგანეში ძალიან განიერები არიან: ძუ 62 სანტიმეტრზე დაბალი არ უნდა იყოს. ის შედარებით უფრო ნაზი და ხვადზე მომცრო ტანისაა. სხვათა შორის, ხანდახან დედლები უფრო მკაცრები და ავები არიან, ვიდრე ხვადები. კავკასიური ნაგაზი ფიზიკურად იმდენად ძლიერია, შეიძლება, თავის ერთი გაქნევით რამე მოგტეხოთ. ამიტომ, პირბადეც რომ ეკეთოს, უცხო ძაღლთან მიკარება სასურველი ნამდვილად არ არის.

კითხვა: მაინტერესებს, საქართველოში თუ არსებობს ძაღლების სპორტი და რა ასაკიდან უნდა მომზადდეს ძაღლი?

პასუხი: ძაღლების სპორტი საქართველოში დაახლოებით 10 წელია რაც არსებობს. ეს არის აჯილითი. რაც შეეხება ამისთვის ძაღლის მომზადებას, ადრეული ასაკიდან იწყება, რადგან ზრდასრული ასაკისთვის გაწვრთნა უკვე ძალიან რთულია. არის ჯიშები, რომლებიც ამ სპორტში საერთოდ ვერ იღებენ მონაწილეობას, მაგალითად, დეკორატიული ძაღლები და, ასევე მოლოსოიდური ტიპის რამდენიმე ჯიში. სპორტის ამ სახეობით ძირითადად კავდებიან გერმანული ნაგაზები, როტვეილერები, დობერმანები, შნაუცერები, ლაბრადორები, რუსული ტერიერები, ბელგიური და აღმოსავლეთევროპული ნაგაზები. ძაღლის აჯილითისთვის მომზადება კი დაახლოებით 500-დან 1 000 დოლარამდე ღირს.

კითხვა: რამდენი თვე გრძელდება ლეკვობის პერიოდი?

პასუხი: გააჩნია ჯიშს. დიდი ტანის ძაღლები გვიან ყალიბდებიან და, შესაბამისად, ლეკვობის პერიოდი ზოგს 14 თვე უგრძელდება. არის ჯიშები, რომლებსაც ლეკვობის ასაკი 8 თვის ასაკში უმთავრდებათ. ეს ყველაფერი ჯიშის ანოტაციაშია მითითებული. ნებისმიერი კლასის საკვებს აწერია – „ლეკვებისთვის“, მაგრამ იქ მითითებულია, დიდი ტანის ძაღლებისთვის არის ის გათვლილი, თუ პატარებისთვის, ასევე, აქტიური ჯიშის ლეკვებისთვის, პასიურის, მონადირეთათვის და ასე შემდეგ.

კითხვა: მყავს ინგლისური კოკერ-სპანიელი, რომელიც ჯერ ხვადთან არ დაგვიწყვილებია. როგორც გვითხრეს, უკვე შეიძლება, რადგან ის 1 წლის გახდა. თუ შეიძლება, მითხარით, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ძაღლის ორსულობის წინა პერიოდში და შემდგომ?

პასუხი: სანამ ძაღლს დააწყვილებთ, ის მაქსიმალურად უნდა ამოძრაოთ, რომ ცოტა შეიფერთხოს და წონაში მომატებული არ იყოს. ორსულობის დროს ძაღლი ხშირად უნდა ასეირნოთ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ არის სასურველი მისი სირბილი. აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტები, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა გართულება. კონტროლი ორსულობის დროს აუცილებელია, რადგან, არც ის არის გამორიცხული, რომ ცრუ ფეხმძიმობა განვითარდეს, რაც ძირითადად დეკორატიულ ძაღლებს, განსაკუთრებით კი პუდელებს ემართებათ.


скачать dle 11.3