კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხოვრება თავიდან...


„სიყვარული გვაიძულებს, ისიც კი დავიჯეროთ, რაშიც ყველაზე მეტად გვეპარება ეჭვი“, – თქვა ერთმა ფრანგმა მწერალმა და, შეიძლება, მართალიც იყო. ხშირად ვიჯერებთ იმას, რისი დაჯერებაც გვინდა და ჯიუტად არ ვხედავთ რეალობას – გვიყვარს და მორჩა, იმ წუთში ჩვენ ასე გვინდა! ვაიდეალებთ ადამიანს, რომელიც იმ მომენტისთვის ყველაზე ძვირფასია და ისეთ თვისებებს მივაწერთ, რომლებთანაც მას საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ნურავის დავადანაშაულებთ იმაში, თუკი საბოლოოდ ხელში ის ადამიანი შეგვრჩება, რომელიც ოდნავაც არ ჰგავს ჩვენი ოცნების რაინდს. იმედგაცრუება ყოველთვის მწარეა, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრება გრძელდება. ამიტომ უპირველესად ილუზიებს უნდა დააღწიოთ თავი და მტკიცედ თქვათ: ის არ იყო იდეალური. მას ჰქონდა ბევრი ნაკლი, რომლებიც ვერ დავინახე. სიყვარული ხომ ბრმაა, გამოფხიზლება კი – მტკივნეული. არც ერთ თვალახელილ ბრმას არ აქვს სასიამოვნო განცდა, როცა სამყაროს შეულამაზებლად შეხედავს და, წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ამ ბრმის მდგომარეობაში ხართ.

რატომ ვხედავთ ჩვენს რჩეულში მხოლოდ კარგს?! – იმიტომ, რომ შეყვარებული ადამიანის ტვინს არ შეუძლია, კრიტიკულად აღიქვას გარემომცველი სამყარო, რადგან მას მხოლოდ დადებითი ემოციების განცდის უნარი აქვს.

როგორ შევძლოთ ის, რომ გავთავისუფლდეთ სიყვარულზე დამოკიდებულებისგან, რომელიც ნარკოტიკზე დამოკიდებულებაზე გაცილებით უარესია? საუკეთესო წამალი ამისგან განკურნებისა ახალი ნაცნობობაა, რომელიც სიყვარულის „შეტევისგან“ გაგათავისუფლებთ და ძალიან დაგეხმარებათ ცხოვრების თავიდან დაწყებაში.


скачать dle 11.3