კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საზაფხულო კეთილი რჩევები


ყველა ქალს უნდა, იყოს საინტერესო, თანამედროვე და მიმზიდველი; ყველაფერი იცოდეს მოდის ტენდენციების შესახებ და, შეძლებისდაგვარად იყოს მოდური, ელეგანტური. ზაფხულში ამის მიღწევა განსაკუთრებით ადვილია, მთავარია, ისეთი ტანსაცმელი შეარჩიოთ, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მოხერხებულად და კომფორტულად მოგადგებათ ტანზე, არ შეგიქმნით პრობლემებს და არ გამოჩნდებით „თეთრი ყვავივით“. გახსოვდეთ, ზაფხულს მეტი თავისუფლება უხდება, ასევე უხდება სპორტული სტილიც. ძირს შეზღუდვები! ყველაფერი მოდაშია, რაც მოგწონთ და გიხდებათ. არ გჭირდებათ ზედმეტი კოსმეტიკა. პასტელის ფერებიც კი, ზაფხულში ძალიან „ყვირის“. შეგიძლიათ, დაიკლოთ წონაშიც – ზაფხულში ეს ორჯერ უფრო ადვილიცაა და აუცილებელიც.

კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ზაფხული სამუდამოდ დაგამახსოვრდეთ და თქვენს ტრიუმფად იქცეს?! – უნდა გაიღიმოთ. მზე ანათებს და შვებულება ისე ახლოს არის, ხელის გაწვდენაზე. რატომ უნდა იყოთ მოწყენილი?.. გაიღიმეთ, არაფერი ისე არ მოქმედებს მამაკაცზე, როგორც მომხიბვლელი, ძალდაუტანებელი, გულღია ღიმილი.

ზაფხულში ახალი ნაცნობობის შანსი დიდია. ამ დროს ყველა ცდილობს, დაისვენოს, გაერთოს და დრო სასიამოვნოდ გაატაროს. თუ ზაფხულივით თბილი, ფერადი, ხმაურიანი და ხალისიანი იქნებით, თქვენი პიროვნება შეუმჩნეველი არავის დარჩება.


скачать dle 11.3