კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჟეჟეს დათო ოქიტაშვილი ძმაკაცის შეყვარებულის გამო და რა მიზეზით ცხოვრობდა ის საავადმყოფოში წლობით


ვინც დათო ოქიტაშვილს იცნობს, დამეთანხმება, რომ იგი ძალიან კომუნიკაბელური, ენერგიით სავსე, ხალისიანი და საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. უყვარს თავისი სამეგობრო, სიცოცხლით სავსე ადამიანებთან ურთიერთობა და ბევრი საინტერესო ამბებიც აქვს მათთან ერთად თავს გადახდენილი. რაც შეეხება უხერხულ სიტუაციებს, ასეთ ამბებში არაერთხელ აღმოჩენილა, მაგრამ, ისე დაუძვრენია თავი, რომ გარშემო მყოფებიც კი გაუოცებია.

დათო ოქიტაშვილი: ერთ ადგილზე ვერასდროს ვჩერდები, ძალიან მოუსვენარი ადამიანი ვარ. ვხუმრობ ხოლმე, უკაცრიელ ადგილას რომ დამსვათ ან ჯუნგლებში ჩამაგდოთ, მაინც არ დავიკარგები-მეთქი. ხანდახან, ისეთი უხერხული სიტუაციიდან დამიძვრენია თავი, გარშემო მყოფები გამიოცებია. ისეთი ხასიათი მაქვს, უარის თქმა არ მიყვარს, შესაბამისად, არც ის მიყვარს, როცა უარს მეუბნებიან, არც ხვეწნა და არც ყვავილებით ქალის მოსახიბლავად სირბილი. არ დამავიწყდება, ერთხელ, ახალგაზრდობაში, უკრაინაში მოგვიწია მეგობრებს ყოფნა და, ქალი რომ გამეპრანჭებოდა, ხვეწნას არ ვუწყებდი. მეგობრები გიჟდებოდნენ, მეუბნებოდნენ, რა ტიპის ადამიანი ხარ, ცოტა მოაწონე ქალს თავი, ტარაკანასავით რომ ხარ, ვერ ხედავო? (იცინის). ისე, მოგზაურობა ძალიან მიყვარს და იქ თავსგადახდენილ ისტორიებს ყოველთვის სიამოვნებით და ხალისით ვიხსენებ.

– დათო, მართლა მოგანიჭეს უცხოეთში ჩასულს ორიგინალური ტიტული?

– მართალია და ამ ისტორიას ყოველთვის სიამაყითა და სიცილით ვყვები. მოკლედ, პოლონეთში ყოფნის დროს, მე და ჩემი მეგობარი რანჩოზე დაგვპატიჟეს. კარგი პურ-მარილი კი გაშალეს, მაგრამ საშინელი არაყი მოგვიტანეს. გვითხრეს, ვიცით, ქართველ მამაკაცებს სმაში ბადალი არ გყავთ, მაგარ მსმელებად ითვლებით და, აბა, ვნახოთ, როგორ კონკურენციას გაგვიწევთ პოლონელ მამაკაცებსო. ახლა, ამას რომ გეტყვიან და დუელში გამოგიწვევენ კაცს, უკან დაიხევ?! რას დავეძებდით სასმელს, მთავარი იყო სმაში გაგვემარჯვა და ქართველი მამაკაცების სახელი არ შეგვერცხვინა უცხოელების თვალში (იცინის). ერთი სიტყვით, ვსვით, მაგრამ რა ვსვით. გავიტრიტეთ სასმლით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სამი საათის შემდეგ სუფრის ყველა წევრს თავი თეფშზე ედო, მე კი ბოლომდე „გავქაჩე“. ასე რომ, თავები დავაყრევინე (იცინის). რომ გამოფხიზლდნენ, გადაირივნენ – ბრდღვინავდნენ, ეს რა მოგვივიდა, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, ნამდვილი ხარი ხარ, როგორ დაგვაყრევინე თავებიო. რაღას იზამდნენ? ადგნენ და საზეიმო ვითარებაში მომანიჭეს „ყველაზე მაგარი მსმელი ქართველის“ ტიტული და მეც გავიჭიმე (იცინის). ისე გადავრიე პოლონეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ჩემი კოლეგები სმითა და მამა-პაპური კილომეტრიანი სადღეგრძელოებით, სიგელიც აღარ უნდა მოეცათ?! ისეთი სიამაყით ჩამოვიტანე საქართველოში სიგელი, გეგონებოდათ, პირველი „ოსკარი“ მივიღე და ვარსკვლავს გამიხსნიდნენ თბილისში. მირჩევნია, კარგი მსმელის სახელი მქონდეს, ვიდრე ნარკომანის. „პონტის“ და ძველბიჭობის გამო თავი არ უნდა დაიღუპო კაცმა, თორემ, ახალგაზრდობაში ვის არ უცუღლუტია?! ზოგს მოუპარავს, ზოგს დაუმალავს, ზოგსაც ხელი აუწევია და ამის გამო კარგადაც მოხვედრია.

– შენც მოგხვედრია ხელი?

– როგორ არა. ადრე ჩხუბები ძირითადად გოგოს გამო ხდებოდა და, უბანი უბანს რომ წაეკიდებოდა, მტრისას. ჩემს ახლობელს უყვარდა ერთი გოგო. მაშინ მერვე კლასში ვიყავით. თურმე ის გოგო სხვასაც ჰყვარებია. ჩემმა მეგობარმა ბიჭებს გვთხოვა გაყოლა საქმის გასარჩევად. დავირაზმეთ და წავედით ვაჟა-ფშაველაზე – იქ სწავლობდა ის გოგო კერძო სკოლაში. ჩვენ ოთხნი ვიყავით, იქ კი დაგვხვდა მთელი უბანი და მაგრად გვჟეჟეს (იცინის). ისე მაგრად დაგვამუშავეს, რამდენიმე დღე ვაი-ვუი გაგვქონდა (იცინის). მოკლედ, წამოვედით ნაცემები, მოვიშუშეთ იარები, ისევ დავირაზმეთ, წავედით და მერე ჩვენ ვჟეჟეთ ისინი. ისე დაიძაბა სიტუაცია, უფროსი თაობა ჩაერია საქმის გარჩევაში და შეგვარიგეს. ახლა რომ ვიხსენებთ იმ ამბავს, იმ შეყვარებულ ძმაკაცს ვეუბნებით: შე კაი ადამიანო, შენ გიყვარდა – გიყვარდა, ჩვენ რას გვერჩოდი, გვერდები რომ ჩაგვილეწე იმ გოგოს გამოო (იცინის). რომ მახსენდება, როგორი ბრძოლები გვქონდა საყვარელი გოგონების გამო, მეცინება. ასე რომ, მეც მომხვედრია ხელი და, თანაც, ძაან მწარედ. აბა, როგორ გინდა? თუ ბიჭი ხარ, ეს პერიოდიც უნდა გაიარო, ოღონდ, ფრთხილად. ჩემი ძმა კი იმდენჯერ დაჭრეს, რომ მე და დედაჩემი მასთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვცხოვრობდით წლების განმავლობაში. რომ დაგვაგვიანდებოდა მისვლა, ექიმები ხუმრობდნენ ხოლმე, სახლის გზა დაგავიწყდათო? (იცინის). თუ არ გიჩხუბია, თავში არ მოგხვედრია, დანით არ გაკაწრულხარ, მაშინ, როგორი თბილისელი ბიჭი ხარ? კიდევაც უნდა დაგარტყან და კიდევაც უნდა დაარტყა, რომ თქვა მიცხოვრია და უკან არც მე დამიხევია ცხოვრებაშიო. საშინელი ბავშვი ვიყავი. ერთი გოგო მომწონდა. ერთ დღეს შემომთავაზა, სახლობანა ვითამაშოთო. შევთავაზე, მე შენი ქმარი ვიქნები, შენ კიდევ ჩემი მორჩილი ცოლი-მეთქი. არაო. ავდექი, ავიღე აგური და ჩავცხე ზურგში (იცინის).

– მოდი, შენი „კრიმინალური“ წარსული გავიხსენოთ. რამე თუ მოგიპარავს, თუნდაც ბავშვობის ასაკში?

– სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჩემს მშობლებს ხშირად იბარებდნენ მასწავლებლები და ეუბნებოდნენ, ამ ბავშვისგან არაფერი გამოვაო (იცინის). არ დამავიწყდება, მეზობელ ბიჭს ჰყავდა მაგარი ველოსიპედი. ჩემმა ძმამ სთხოვა, ცოტა ხანი დამსვიო. იმ „ჟმოტმა“ არაო. გავბრაზდი, ვიფიქრე, გიჩვენებ, როგორ უნდა „ჟმოტობა“-მეთქი. კორპუსის ერთ-ერთ სართულზე, რომელზეც ის ბიჭი ცხოვრობდა, კიბეზე, გარედან ჰქონდა მიბმული ის ველოსიპედი თავის კართან ახლოს, რომ ვინმეს არ მოეპარა. ავდექი, მივასხი ბენზინი, მოვუკიდე ასანთს და დავწვი. ისე აალდა, როგორც მოგიწონებიათ. თან კარგად გავთბი, თან ჯავრიც ვიყარე (იცინის). მაგრამ, რად გინდა? დამსაჯეს და ამის გამო რამდენიმე დღე სარდაფში გამომკეტეს მშობლებმა. ისე აბრიალდა ცეცხლი, კინაღამ მთელი კორპუსი გადავწვი და, აბა, ვინ შემარჩენდა ამ მაღვალაკობას?! სახანძრო სახანძროზე მოჰქროდა, მე კი ამაყად ვიდექი, ვითომც არაფერი. ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა, რომ მკითხე, რამე ხომ არ მოგიპარავსო ამასთან დაკავშირებით ახლავე მოგიყვები: ჩემს სახლთან ახლოს იყო გასტრონომი, სადაც თევზს ყიდდნენ. რომ მოადგებოდა მანქანა და უნდა გადმოეცალათ, უბნის ბიჭები მივიდოდით და მაღაზიის მეპატრონეს შევთავაზებდით: ჟუჟუნა დეიდა ჩვენ მოგეხმარებით მაღაზიაში თევზის შეტანაშიო. ისიც გიჟდებოდა: უი, თქვენ გაიხარეთ, რომ მეხმარებით, კარგი ბიჭები ხართ, თქვენნაირები ცოტანი დადიანო. ჩვენ კიდევ, ერთს შევიტანდით, ორს შევიტანდით, მესამეს ვიპარავდით. ამოვიჩრიდით იღლიაში და გავრბოდით თავქუდმოგლეჯილები. ერთხელაც დაგვიჭირა მაღაზიის მეპატრონემ თევზებით იღლიაში. მოყარა ბიჭები, გამოქანდა ჩემკენ და მიღრიალა: ერთი გამაგებინე, შენ რა გიჭირს ამის ფასი, გაყინულ თევზს რომ იპარავ, მამაშენი ხომ გადაირია ეს ამბავი რომ გაიგოს, გამაგებინე, რა გშია ამისთანა, მოპარვაზე რომ დაგიჭყეტია თვალებიო.

– სად მიგქონდათ მოპარული თევზი?

– შენ გგონია, ვჭამდით? ის გვიხაროდა რომ ვიპარავდით, თორემ, მართლა კი არ გვშიოდა. მამაჩემის ტექსტი უნდა მოგესმინათ: რა გიქნა, შე შობელძაღლო, როგორ მოგარჯულო, ხან დაწვაზე, ხან ქურდობაზე და ხანაც მუშტზე რომ გიჭირავს თვალიო (იცინის). ერთი სიტყვით, ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ იტყვიან – მტრისასო. ერთხელ კი ბლის მოსაპარად ავძვერი ხეზე. ვჭამ გამწარებული და, არ დამადგა თავზე პატრონი?! გადაირია, ახლავე ჩამოდი ძირს, ყურები უნდა აგაწიწკნოო. დედამიწაზე დავდგამდი ფეხს? მე ბლის ჭამით ვსკდებოდი, ის კიდევ – ყვირილით (იცინის). სანამ ბებიაჩემი არ მოიწვია ოფიციალური ვიზიტით ბლის ხესთან, მანამდე ფეხი არ ჩამოვდგი. კიდევ კარგი, ბებია ჩემი უფასო ადვოკატი და დაცვა იყო, თორემ, ხომ ამეწიწკნებოდა ყურები კუჭის გამო? (იცინის). ასე რომ, ყურებიც შემრჩა და ნაპარავიც.

– რომ გაიზარდე, ქალის გამო სისულელები არ ჩაგიდენია?

– როგორ არა. ერთი გოგო მიყვარდა. ვაკეში ცხოვრობდა, საკუთარ სახლში. გადავძვერი ბაღში, დავკრიფე ვარდები, აივანზე ავძვერი და დავუწყვე ჩუმად. რომ ნახა, მიხვდა, რომ ჩემი ნამოქმედარი იყო, აიღო და სახლში ვაზაში გააფუშფუშა. ბებიამისს უკითხავს, ვინ მოგართვა ეს ვარდის „ბუკეტიო“. იმასაც ალალად უთქვამს – ვინ მომართვა და ოქიტამო. ოქიტამო?! – გადარეულა ბებიამისი, – ვინ არის ეგ, კაცო, ვარდი ვერ გამიხარებია ეზოში, ჩემი შრომის ხარჯზე უნდა შენი „შებმაო“? (იცინის).


скачать dle 11.3