კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი უკანონო შვილი ჰყავს მონაკოს პრინც ალბერ მეორეს და რას აკეთებდა ის ვლადიმირ პუტინთან ერთად კარავში



10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი



ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მონარქიული ქალაქი-სახელმწიფოს მონაკოს მეთაური და ვალენტინუას ჰერცოგი, ევროპის ყველაზე ცნობილი მონარქიული ოჯახის წარმომადგენელი და ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში შემავალი პრინცი, ლაპარაკია გრიმალდების სახლის წარმომადგენელზე, მონაკოს პრინცის – რენიე მესამისა და ჰოლივუდელი მსახიობის – გრეის კელის ერთადერთ ვაჟიშვილზე, მონაკოს პრინც ალბერ მეორეზე, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ჯენტლმენობისა და არისტოკრატული მანერების ეტალონად. საინტერესო იქნება გავეცნოთ პრინცზე არსებულ 10 ყველაზე უცნობი და სკანდალური ფაქტების ნაკრებს, რომლებსაც ტრადიციულად გთავაზობთ.

1. მონაკოს პრინცი ალბერ მეორე ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელიც დედამიწის ორივე პოლუსზე არის ნამყოფი. ეკოლოგიისა და გარემოს დაცვა მონაკოელი პრინცის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელთაც ალბერ მეორე კურირებს. მის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს არქტიკისა და ანტარქტიდის პრობლემების მოკვლევა. აღსანიშნავია, რომ პრინცი არ შეუშინდა მძიმე კლიმატს და თავისი ექსპედიციის წევრებთან ერთად ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე მდებარე ათამდე სამეცნიერო სადგური მოინახულა.

2. მონაკოს პრინცმა ალბერ მეორემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკანონოდ შობილი ბავშვი, რომელზეც წერდა ფრანგული „პარი მატჩი“, მისი შვილია. ეს სენსაციური განცხადება ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დასრულდა მონაკოს ყოფილი მმართველის – რენიე მესამის გარდაცვალების გამო გამოცხადებული სამთვიანი გლოვა. პატარა ალექსანდრეს დედა, ტოგოელი ყოფილი სტიუარდესა, შავკანიანი ნიკოლ კოსტია, რომელთანაც პრინცს რომანი ჰქონდა. მათ ერთმანეთი თვითმფრინავში 1997 წელს გაიცნეს და თითქმის რვაწლიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ. იმის გამო, რომ ბავშვი უკანონოდ არის შობილი, მას არ აქვს უფლება, ატაროს გრიმალდების გვარი, ასევე, პრეტენზია განაცხადოს სამეფო ტახტზე. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრინცმა უკანონო შვილის არსებობა აღიარა. ფრანგი ჟურნალისტების – ლენა ლიუტოს და ტიბო დრომარის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, „ლე ფიგაროში“ დაიბეჭდა სტატია, სადაც ეწერა, რომ 1992 წელს კალიფორნიაში დაბადებული ჟასმინ გრეისის მამა არის მონაკოს პრინცი ალბერ მეორე. მოგვიანებით ჟასმინის დედამ, ყოფილმა ოფიციანტმა, ტამარა როტოლამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 1991 წელს მას ჰქონდა რომანი მონაკოს პრინც ალბერთან. ამგვარად, მონაკოს პრინცს ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ამ ორიდან არც ერთს არ შეუძლია განაცხადოს პრეტენზია მონაკოს სამეფო ტახტზე.

3. ბოლო პერიოდში მსოფლიო პრესაში მუსირებს აზრი, რომ მონაკოს პრინცი ალბერ მეორე „ცისფერია“ და მისი დონჟუანური თავგადასავლები მისივე „ფიარშიკების“ მიერ არის მოფიქრებული, რათა დამალონ პრინცის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. აღსანიშნავია, რომ პრინცი არასდროს ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული და, იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰყავს კანონიერი მემკვიდრე, გრიმალდების საგვარეულო შეშფოთებას გამოხატავს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გაცხადდა, რომ ალბერი აპირებდა დაქორწინებას სამხრეთაფრიკელ მოცურავეზე, ოლიმპიურ ჩემპიონ შარლინ უითსტოკზე, მაგრამ ქორწილი დღემდე არ გამართულა. სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით, 2 მილიარდი დოლარის ქონების მქონე ალბერ მეორეზე უამრავი ჭორი ვრცელდება მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

4. რამდენიმე წლის წინ რუსულ პრესაში სკანდალური ინფორმაცია დაიბეჭდა. ბაიკალის ტბაზე მოგზაურობის დროს მონაკოს პრინცი ალბერ მეორე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ციმბირის ოლქში, ანატოლი კვაშნინმა, დათვზე და იზიუბრზე სანადიროდ დაპატიჟა. „გრინფის როსსიის“ წარმომადგენლების თქმით, იმ პერიოდში აკრძალული იყო ნადირობა და მაღალი დონის სტუმრის გულის მოგების მიზნით რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის – პუტინის გარემოცვის წევრმა კვაშნინმა დაარღვია რუსეთის კანონი. საქმე გადაგზავნილ იყო რუსეთის პროკურატურასა და „როსპრიდნადზორში“, მაგრამ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ალბერი და კვაშნინი ნადირობდნენ, ვერ მოხერხდა. მოგვიანებით კვაშნინმა განაცხადა, რომ პრინცმა მას პირადად სთხოვა, გაჰყოლოდა მას ფოტო-ნადირობაზე, რათა გადაეღო იშვიათი ჯიშის ცხოველები. აღსანიშნავია, რომ რუსეთში მოგზაურობის დროს ალბერ მეორე და ვლადიმირ პუტინი ერთად იმყოფებოდნენ ტუვის რესპუბლიკაში სათევზაოდ და სწორედ იქ გადაუღეს რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს ცნობილი ფოტოები, სადაც ის წელს ზემოთ შიშველი ანკესით ხელში პოზირებდა. აღსანიშნავია, რომ პუტინი და ალბერ მეორე ღამეს კარვებში ათევდნენ, ხოლო სადილზე ჩვეულებრივ ხორცის კონსერვებს მიირთმევდნენ.

5. იმასთან დაკავშირებით, რომ მონაკოს პრინცი ალბერ მეორე ეკოლოგიის ცნობილი დამცველია, ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კონცერნმა „ბეემვემ“ ის წყალბადის საწვავზე შექმნილი, ავტომობილ „ჰიდროგენ 7-ის“ პრეზენტაციაზე მიიწვია და საჩუქრად ახალი ავტომობილის გასაღები გადასცა. ეკო-ავტომობილი არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და ამ ფაქტმა პრინცის დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაკოს პრინც ალბერის გარდა „ბეემვეს“ ხელმძღვანელებმა ტესტ-დრაივზე ქემერონ დიასი, უილ ფერელი, პლასიდო დომინგო და სტივენ ჰეგენი მიიწვიეს და თითოეულ მათგანს საჩუქრად გადასცეს „ჰიდროგენ 7“, რომელიც მხოლოდ 100 ეგზემპლარის ოდენობით იყო წარმოებული.

6. მოგზაურობის მოყვარულ პრინც ალბერ მეორის პატივსაცემად სამეცნიერო-კვლევით ხომალდ „უორლდ დისქავერ II-ს“ სახელი გადაარქვეს და „ალბერ II“ უწოდეს. ხომალდი გათვლილია პლანეტის ყველაზე მიუვალ ადგილებში, არქტიკისა და პოლუსებთან ახლოს არსებულ ტერიტორიებზე სამოგზაუროდ. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კვლევებისთვის არის განკუთვნილი, ის აკმაყოფილებს „ულტრა ლაქშერის“ ტიპის მოთხოვნებს და მის მგზავრებს თავი ნებისმიერი ჰაი-ლუქსის ტიპის სასტუმროშო შეუძლიათ იგრძნონ. ხომალდზე 66 კაიუტაა, რომლებიც ტექნიკის უკანასკნელი სიახლეებით არის აღჭურვილი. რესტორანი, სპა-ცენტრი, ბიბლიოთეკა, ფიტნეს-ცენტრი, ტანსაცმლის ბუტიკი, სილამაზის სალონი, სიგარების მოყვარულებისთვის განკუთვნილი ოთახი და 24-საათიანი ინტერნეტი – ეს ყველაფერი ხომალდის მომსახურების პაკეტში შედის. აქვე დავამატებთ, რომ პრინც ალბერს ნებისმიერ დროს შეუძლია იმგზავროს ამ ხომალდით, რადგან სპეციალურად მისთვის ორი ყველაზე ფეშენებელური კაიუტა წელიწადის ნებისმიერ დროს არის დაჯავშნული.

7. ცნობილია, რომ ალბერ მეორე სპორტის დიდი ქომაგია. ის ბავშვობიდან იყო დაკავებული სპორტის სხვადასხვა სახეობით, განსაკუთრებით კი მას ძიუდო, ფეხბურთი და ცურვა უყვარდა. შთამბეჭდავია პრინცის მუშაობა სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში: 1983 წლიდან იგი მონაკოს საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციის პრეზიდენტია, 1984 წლიდან ხელმძღვანელობს მონაკოს იახტ-კლუბს, 1987 წლიდან სათავეში უდგას მონაკოს მძლეოსნობის ფედერაციას, გარდა ამისა, ის არის მონაკოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე კურირებს მონაკოში პლაჟის ფრენბურთის განვითარებას. სპორტული თანამდებობების გარდა, პრინცმა ალბერ მეორემ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიადებში, 1988, 1992, 1994, 1998 და 2002 წლებში ის მონაკოს ნაკრების შემადგენლობაში ბობსლეის ტურნირებში ეჯიბრებოდა კონკურენტებს, 1985 წელს კი პარიზი-დაკარის ცნობილ ავტო-რალიში მონაწილეობდა.

8. პრინც ალბერ მეორის სასიყვარულო თავგადასავლებზე უამრავი ლეგენდა არსებობს. მისი გაუთავებელი რომანების შესახებ არაერთხელ დაწერილა მსოფლიო პრესაში. მას მიაწერდნენ ურთიერთობას კლაუდია შიფერთან და შერონ სთოუნთან, ყველაზე გახმაურებული რომანი კი, პრინცს ამერიკელ მსახიობ ენჯი ევერჰართთან ჰქონდა. ალბერ მეორე დაქორწინებასაც კი აპირებდა სილვესტერ სტალონეს ყოფილ საყვარელზე, ენჯი ევერჰართზე, მაგრამ საბოლოოდ ნიშნობა ჩაიშალა. სხვათა შორის, ევერჰართი დღემდე ნანობს, რომ ვერ გახდა პრინცის მეუღლე და ხელიდან გაუშვა შანსი, გამხდარიყო მონაკოს პრინცესა.

9. მონაკოს პრინცი ალბერ მეორე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მონარქების ათეულში შედის. ამერიკულ ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგში მონაკოს პრინცი 2 მილიარდი დოლარის ქონებით მე-9 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ამ ქონების დიდ ნაწილს შეადგენს მონაკოში განთავსებული კაზინოს წილი, ასევე, ძვირად ღირებული რეტრო-ავტომობილები და მიწის ნაკვეთები, რომლებიც გრიმალდების საგვარეულოს საკუთრებაა. პრინცის გარდა, მდიდარი მონარქების ათეულში შედიან: ბრუნეის სულთანი, ტაილანდის მეფე, საუდის არაბეთის მეფე, დუბაის შეიხი და მონაკოსავით პატარა სახელმწიფოს, ლიხტენშტეინის პრინცი – ჰანს-ადამ მეორე.

10. სულ ახლახან, სენტ-ტროპეს სანაპიროზე სეირნობის დროს, პრინცი ალბერ მეორე და მისი საცოლე შარლინ უითსტოკი შემთხვევით ნუდისტებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც ძირითადად მამაკაცები იმყოფებოდნენ. შიშველი სხეულების დანახვისთანავე შარლინმა თავი დახარა და ცდილობდა, იქით არ გაეხედა, პრინცმა ალბერმა კი ვერ დამალა თავისი ემოციები და პირდაღებული ადევნებდა თვალს შიშველ მამაკაცებს. ეს ფაქტი ერთ-ერთმა პაპარაციმ აღბეჭდა კამერაზე და ინტერნეტში განათავსა.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3