კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევუმსუბუქოთ ჩვენს მიცვალებულებს იმქვეყნად ცხოვრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე


„ილოცე ღვთისადმი,
მე ხომ ცოცხალი ვარ!“

ერთმა მორწმუნე, პატიოსანმა ქალმა, სახელად პარასკევამ, შემდეგი მიამბო: „მამაჩემი, საუბედუროდ, უეცარი სიკვდილით – აღსარებისა და ქრისტეს წმიდა საიდუმლოს ზიარების გარეშე გარდაიცვალა. იგიც ჩვენსავით ცოდვილი ადამიანი იყო, სხვადასხვა უძლურებისადმი, განსაკუთრებით კი – სიმთვრალისადმი მიდრეკილი, რასაც, ჩემი აზრით, ასეთი უცაბედი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღის განმავლობაში განსაკუთრებული გულმოდგინებით ვლოცულობდი მისი სულის მოსახსენებლად. ყოველდღიურად შეძლებისამებრ გავცემდი სამოწყალოს და განსაკუთრებით ვთხოვდი მღვდლებს, მისი სულის საცხოვნებლად ამოეღოთ ნაწილები ლიტურგიის დროს. მსახურება ჩვენთან ყოველდღიურად აღესრულებოდა. ორმოცი დღის თავზე სიზმარში ვნახე: მე წარმომიდგა რაღაც ვრცელი, ბნელი ადგილი, რომლის ბოლოშიც, კუთხეში მამაჩემი იდგა. იგი უფრო მომცრო ტანისა იყო, ვიდრე – სიცოცხლეში. მან საკმაოდ მკაფიოდ მითხრა:

– პაშა! მე ხომ ცოცხალი ვარ!

– რატომ ხარ ასეთი პატარა?

– ჩემი ცოდვების გამო – მხოლოდ შენ გააგრძელე ლოცვა ჩემთვის, მშივრები დააპურე, განსაკუთრებით არ დაივიწყო პროსკომედია და მე გავიზრდები.

კიდევ სხვა რამეც მითხრა, მაგრამ ახლა არ მაგონდება. დასასრულს კი ხმამაღლა თქვა:

– პაშენკა! ილოცე ღვთისადმი, მე ხომ ცოცხალი ვარ!

ამით ჩემი ხილვა დასრულდა“.

საჭიროა, ამას რაიმე დავუმატოთ? – არაფერი, იმის გარდა, რომ მოვალენი ვართ, ჩვენი გარდაცვლილი მამებისა და ძმებისთვის ვილოცოთ. დაე, შეიწყალოს ისინი უფალმა თავისი უდიდესი წყალობით, განსაკუთრებით კი არ მივატოვოთ ჩვენიანებისთვის ლოცვა ღვთაებრივი ლიტურგიის დროს.

ქვრივს, რომელიც

ბევრს დარდობს და წუხს

გარდაცვლილ ქმარს გლოვობ, სწუხხარ შვილების გამო, დღე და ღამე ტირი, შენს სულში სიბნელე და შფოთია, ბურუსი და გაურკვეველი მომავლის შეგრძნება. გამხნევდი, ნუ გეშინია, უთხარი შენს თავს: ჩემი ქმარი ჯერ ღმერთს ეკუთვნის და მერე მე, შვილებიც უპირველესად, ღვთისანი არიან და შემდგომ ჩემნი. თუ გამოცდილი მებაღე ღეროებს მარგლავს, იცოდე, რომ ეს აუცილებელია. მან უწყის თავისი ნამოქმედარის მიზეზები, რომელთა შორის მეზობელი ყვავილების უკეთ განვითარება და ყვავილობაცაა. ამიერიდან შენც შვილებთან ერთად სულიერ ზრდას და აყვავებას დაიწყებ, ფიქრები მიწიერიდან ზეციურისკენ ამაღლდებიან, სული უფრო მიეკრობა უფალს, სული ხორცზე იზეიმებს. სიკვდილი შიშს აღარ მოგგვრის, ადრინდელი შენი შფოთვა სასაცილოდ მოგეჩვენება. ამა სოფელზე, როგორც ნამდვილი და მტკიცე ბედნიერების წიაღზე, წარმოდგენა შეგეცვლება. შესაბამისად, დიდ სულიერ მოგებას მიიღებ. იცოდე, რომ უფალი მაშინაც აშენებს, როდესაც ანგრევს.

შვილებზე ნუ დარდობ. ყველაფერი გააკეთე, რაც შეგიძლია. დანარჩენში კი შემოქმედს მიანდე, რამეთუ დაწერილია: „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფს. 54,23). და მიხვდები, რომ მსუბუქია შენი ჯვარი. ბევრი დაქვრივებული დედა შენზე უფრო მძიმე ჯვარს ატარებს. ერთ მეტად მძიმე ჯვარზე მოგითხრობ: მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელებმა ერთი ჩემი ნაცნობი საკუთარი სახლის წინ დრინის ნაპირზე მოკლეს. სახლი დაწვეს, ხოლო ცოლი ექვსი შვილით იმ ადგილებიდან გააგდეს. გავიდა თორმეტი წელი. ერთხელ სკოპლეში მოულოდნელად, ვიღაც რკინიგზელი მომიახლოვდა და წარმომიდგა, როგორც ჩემი დაღუპული ნაცნობის შვილი. ძლიერ გამიხარდა და შიშით ვკითხე, ცოცხალი თუ გადარჩა რომელიმე მისიანი. მან სიხარულით მომიგო: „ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ. მადლობა ღმერთს! ორი ჩვენგანი სახელმწიფო სამსახურშია, ორი – ვაჭრობაში, უფროსი და გათხოვდა, უმცროსი კი დედასთან ცხოვრობს“. ამის შემდეგ მან ტკივილით გამანდო გადატანილი ტანჯვა და საშინელებანი: დრინიდან ბიტოლამდე ხეტიალი, შიმშილი, ავადმყოფობები, სიცივე, პატიმრობა, სადგურსა და გზისპირა დუქნებში გათენებული ღამეები, შიში და გაურკვევლობა უცხო მხარეში, მაგრამ დასასრულს – გამარჯვება და სიხარული. გადარჩა პატივიც, ცნობიერებაც, სიცოცხლეც და რწმენაც“. კიდევ რა გითხრა? ვფიქრობ, ექვს შვილთან დარჩენილი ამ დედის ბრძოლა და გამარჯვება ნაპოლეონის ყველა გამარჯვებაზე ულამაზესი და უდიდებულესია.

უფალი მაინც შენ შეგეწევა. ნუ დაივიწყებ მას და არც ის მიგატოვებს. გაიმარჯვებ და ეს გამარჯვება უკუნისამდე უტკბილესი შეიქნება მისთვის.

მშვიდობა და კურთხევა გქონდეს უფლისგან!

„როგორ ცხოვრობენ

ჩვენი მიცვალებულები“


скачать dle 11.3