კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა ნაკურთხ ბინაში ძაღლის ყოლა და რატომ უნდა მივაჩვიოთ ბავშვები მათთან ურთიერთობას პატარაობიდან


დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს შინაური ცხოველები: კატები, ძაღლები, თუმცა, ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა მათი სახლში ყოლა, განსაკუთრებით კი, ისეთ სახლში, რომელიც ნაკურთხია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი საბა (ბიგაშვილი):


– ჩვენ ძველი აღთქმიდან და სახარებიდან კარგად ვიცით, რომ უფალი ჯერ ქმნის უხილავ სამყაროს, ანგელოზთა დასს და შემდეგ – ხილულ სამყაროს. მეექვსე დღეს კი ის ქმნის ადამიანს – მანამდე ქმნილი სამყაროს გვირგვინს. თუმცა, ადამიანის შექმნამდე უფალი ქმნის მცენარეებს, ბუნებასა და ცხოველებს. უფალმა იცოდა, რომ, ადრე თუ გვიან, ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით აღმოჩნდებოდა ცდომილებაში, შესცოდებდა, დაეცემოდა სამოთხეში და ნეტარ მდგომარეობაში ვერ იქნებოდა; მან შექმნა, ბუნება, მცენარეები, ცხოველები, რადგან იცოდა, რომ, როდესაც ადამიანი შესცოდავდა, ეს ყველაფერი ისევ მას წაადგებოდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოველები, შინაური, ან გარეული, უარყოფით როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში, ცდება. საკმარისია, გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდა შიო მღვიმელს მგელი, სერაფიმ საროველს – დათვი, დავით გარეჯელთან საკვები მიჰქონდა ირემს და ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია. უბრალოდ, ცხოველებთან ურთიერთობა ყოველთვის უნდა იყოს ზომიერი. დასავლეთ ქვეყნებში არსებობს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც ზრუნავენ, ეხმარებიან ცხოველებს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ, თუ ამას სულიერების თვალით მივუდგებით, ადამიანი, პირველ ყოვლისა, ადამიანზე უნდა ზრუნავდეს, ჯერ მას სჭირდება დახმარება. თუ ეს ყველაფერი მოგვარებულია, მაშინ უფალი გვავალდებულებს, რომ ვიზრუნოთ ცხოველებზე და მის მიერ შექმნილ სხვა არსებებზეც. თავად სახარებაში უფალი გვასწავლის, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ მის ქმნილებებს, რადგან ყველაფერი, რაც დაიბადა, შეიქმნა, აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანისთვის. ხშირად ადამიანები ცხოველებს უტოვებენ სახლ-კარს, ქონებას. ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ცხოველს ეს ყველაფერი საერთოდ არ სჭირდება. მას სჭირდება მხოლოდ საკვები, რომ იარსებოს და სასიცოცხლო ძალები მოიკრიბოს. კარგია, როდესაც ადამიანი ზრუნავს ცხოველზე, სახლში ჰყავს, მაგრამ ხშირად ადამიანები ბავშვს აკლებენ ყურადღებას და ძაღლს ან კატას უფრო მეტ სითბოს აძლევენ. ბევრს არ ჰყავს შვილი, თუმცა შეუძლია, რომ ჰყავდეს. ამის ნაცვლად კი მათ მთელი სითბო, ზრუნვა და ყურადღება შინაურ ცხოველებზე გადააქვთ.

იმ ცხოველების მდგომარეობა, რომლებიც იყვნენ სამოთხეში რადიკალურად განსხვავდება მათი დღევანდელი მდგომარეობისგან, ისევე, როგორც მათი ბუნება და ქცევა. სანამ ადამი შესცოდავდა, მანამდე ყველა ქმნილი არსება, მათ შორის, ცხოველებიც, უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ანუ, თუ დღეს შეიძლება, გარეულმა ცხოველმა საფრთხე შეუქმნას ადამიანს, მაშინ ასეთი რამ არ არსებობდა, იმიტომ, რომ ყველა უკლებლივ ჯერ ღმერთს ემორჩილებოდა და მერე – ადამიანს, როგორც უფლისგან დადგინებულ გვირგვინს. როდესაც ხდება ადამიანის ბუნების დაცემა, ასევე, ეცემა მთელი ქმნილი სამყარო და იწყება ქიშპობა ადამიანსა და ცხოველს შორის, რომელიც ამხედრდა ადამიანის წინაშე და აღარ დაემორჩილა მის ნებას. ღვთის განგებით სწორედ მაშინ აღმოცენდა პირველად სამყაროში ეკალი. ძალიან კარგ შედარებას აკეთებს წმიდა მამა, იოანე ოქროპირი: ვარდს, რომელსაც ჰქონდა კეთილსურნელება, შეესისხლხორცა ეკალი, ნიშნად იმისა, რომ ადამიანებმა გაიხსენონ დაცემის პირველი წუთები, დაცემული მდგომარეობა, პირველი ცოდვა, რომლისგანაც ეს ყველაფერი შემოვიდა ბუნებაში, ანუ დაეცა ადამიანი – დაეცნენ ცხოველებიც.

– მამაო, ადამიანებს ხშირად ებადებათ კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლის ან კატის ყოლა ნაკურთხ სახლში?

– მართლმადიდებლებში არსებობს არასწორი მიდგომა, რომ, თითქოს, როდესაც ცხოველი შემოდის ნაკურთხ სახლში, სულიწმიდა გადის იმ სახლიდან და ანგელოზი ტოვებს იმ ოჯახსო. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი აზრია. არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო ცხოვრებასთან, აზროვნებასთან და კანონიკასთან. არ არის გამორიცხული, რომ კატას ან ძაღლს მოუწიოს იმ ოთახში შესვლა, სადაც ხატების კუთხეა მოწყობილი. თუ არის საშუალება, სასურველია, გამოკეტოთ იმ ოთახის კარი, მაგრამ, ესეც ზედაპირული მიდგომაა. ხატებს ჩვენი მხრიდან დახმარება, დაცვა არ სჭირდებათ, პირიქით, აქეთ გვეხმარებიან, გვაძლიერებენ და საოცარ მადლს გვაძლევენ საკუთარი სიწმიდითა და ნეტარი მდგომარეობით. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს, რომ, თუ ოთახში ძაღლი ან კატა შევა, ამით რამე დაშავდება. თუმცა, ესთეტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ჯობია, ხატები ისეთ ადგილას, ისეთ სიმაღლეზე იყოს, რომ შინაური ცხოველი მას ადვილად ვერ შეეხოს. ამ ყველაფერს სახლის ხელმეორედ კურთხევასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ანუ, რადგან ცხოველი სახლში, ოთახში შედის, ამის გამო არ არის საჭირო, სახლი ხელმეორედ იკურთხოს. თუ ოჯახის წევრები ეკლესიურები, მლოცველები, მმარხველები არიან, მათი სახლისთვის ცხოველს ზიანის მოტანა არ შეუძლია. უფალი გვეუბნება: თუ იქნებით მორწმუნეები, მლოცველები, თუ შესთხოვთ ზეციურ მამას წყალობასა და კეთილდღეობას, მაშინ ცხოველი კი არა, უამრავი ბრბო ეშმაკებისა, დაცემული სულებისა რომ გებრძოდნენ, ვერაფერს დაგაკლებენო. ამიტომ, რა უნდა გვავნოს კატამ და ძაღლმა ისეთი, როგორსაც გვავნებს ჩვენი ულოცველობა, არასწორი ცხოვრების წესი?! მცდარია ის აზრიც, რომ თითქოს ეკლესიის ეზოშიც არ შეიძლება ძაღლის ყოლა. დღეს ძალიან ბევრ მონასტერში არა მხოლოდ ჰყავთ ძაღლები, არამედ მათ გაზრდა-მოშენებასაც ეწევიან, რათა ის ჯიშები, რომლებიც საქართველოში არსებობდა, არ გადაშენდეს. ჩვენს უწმიდესს ყოველთვის ჰყავს ძაღლები, ასევე, ისინი არიან საპატრიარქოშიც. რუსეთის გარდაცვლილ პატრიარქს, ალექსი მეორეს, ჰყავდა პატარა ჯიშის ძაღლი და, როდესაც ის შედიოდა საპატრიარქო რეზიდენციაში, ჯერ ძაღლი უნდა შეეშვა კარში და შემდეგ თავად უნდა შესულიყო. ეს მღვდელმთავრის თავმდაბლობაა, მაგრამ, ნიშნავს იმასაც, რომ, არა მარტო ადამიანებს უნდა მივაგოთ პატივი, არამედ ღვთის ქმნილებებსაც. ცხოველი მგრძნობიარე არსებაა, მას გააჩნია სამშვინველი, რომელიც არ ჰგავს ადამიანის სამშვინველს, ის არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ცხოველს აძლევს გადაადგილების, ყნოსვის, მოძრაობის საშუალებას, ესე იგი ცხოველს აქვს ორი მთავარი გრძნობადი მდგომარეობა: გულისწყრომისა და გულისთქმისა, ანუ, მას შია, სწყურია, უხარია და მას რაღაც სწყინს.

– ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები, ძალიან ცუდად ექცევიან ცხოველებს.

– ის ბავშვები, რომელთა ოჯახში არ იზრდება ძაღლი ან კატა, ხშირად აგრესიულად არიან ცხოველებისადმი განწყობილნი. უნდა ვიცოდეთ, რომ, როდესაც ბავშვი ცხოველთან ურთიერთობაში იზრდება, ის, პირველ ყოვლისა, შემოქმედს ადიდებს თავისი ცნობიერებით, მდგომარეობით, ქცევით. შეიძლება, ის ბოლომდე ვერ ხვდება, რომ ცხოველი უფლის ქმნილებაა, მაგრამ ის სამყაროსთან, ბუნებასთან, ცხოველებთან ურთიერთობაში იწყებს იმის გათავისებას, რომ ეს ყველაფერი არ შეიქმნებოდა ტყუილად და მისი ერთადერთი შემოქმედი უფალი ღმერთია. იოანე ოქროპირს შეეძლო საათობით ჯდომა და ბუნებაზე დაკვირვება. მას თავის წერილებში უწერია, თითოეული ბალახის ღერიც კი ადიდებს უფალს, ისევე, როგორც ყოველი სული ერთად აქებს უფალსო.


скачать dle 11.3