კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ჩემი ძაღლი ყველაზე ეჭვიანობს, თუკი ვინმე დაინახა ჩემს გვერდით, რის გამოც ხშირად უხერხულ სიტუაციაში ვვარდები. მაინტერესებს მის აღზრდაში დავუშვი შეცდომა, თუ ძაღლების უმეტესობას ახასიათებს ეს?

პასუხი: ამ სინდრომს ხშირად ვხვდებით. საკმარისად გავრცელებული მოვლენაა. თუ ძაღლი თქვენს ოჯახში ლეკვობის ასაკიდან იზრდება და მას ოჯახის ყველა წევრი თანაბარ ყურადღებას უთმობს, როგორც წესი, ის თავის სიყვარულს ყველას თანაბარი რაოდენობით უნაწილებს. არ არის გამორიცხული ლეკვმა ერთი პატრონი ამოირჩიოს და სხვებისგან განსხვავებით, მისადმი გაცილებით მეტი სიმპათია გამოავლინოს. ამიტომ, თუ მან თქვენ ამოგირჩიათ, არც ის გაგიკვირდეთ, რომ სხვებზე იეჭვიანოს. შეეცადეთ, დროთა განმავლობაში, ძაღლი იმას შეაჩვიოთ, რომ მის გარდა თქვენს ცხოვრებაში კიდევ არიან თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.

კითხვა: ალბათ, დამეთანხმებით, რომ ტკიპები ყველაზე მეტად ძაღლს ყურებში უძვრებიან. მაინტერესებს, რატომ არის ტკიპების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ყურები?

პასუხი: ყურის კანი უფრო თხელია, ვიდრე ტყავი. ყურიდან სისხლის გამოწოვა ტკიპასთვის უფრო ადვილია. ამიტომაც ასხდებიან ძირითადად ყურზე და ყურის ნიჟარაზე. აქედან გამომდინარე პატრონმა ძაღლს ხშირად უნდა გაუსინჯოს ყურები, განსაკუთრებით გაზაფხულზე.

კითხვა: ჩვენი ოჯახი ძაღლთან ერთად ცოტა ხანში რამდენიმე კვირით მივემგზავრებით რაიონში. ქალაქიდან გასვლის წინ თუ არის რაიმე სპეციალური აცრის გაკეთება აუცილებელი ძაღლისთვის?

პასუხი: სპეციალური არა, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას ჩვეულებრივ კომპლექსური აცრები უნდა ჰქონდეს ძაღლს გაკეთებული და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა აცრათ ცოფზე. ასევე, ძაღლი სპეციალური ხსნარებით უნდა იყოს დამუშავებული.

კითხვა: ჩემი ძაღლი ხვადთან შევაჯვარეთ, მაგრამ არ ვიცი, მოხდა თუ არა განაყოფიერება. მაინტერესებს, ძუს მუცელი რა ასაკიდან ეტყობა?

პასუხი: მუცელი, დაახლოებით, ერთი თვის მერე ეტყობა, მანამდე შეიძლება, საერთოდ ვერ შეამჩნიო. თუ ლეკვების რაოდენობა დიდია, შეიძლება მუცელი უფრო ადრეულ ასაკშიც დაეტყოს და ბოლოს, ანუ მესამოცე დღეს ძალიან შესიებულიც ჰქონდეს. თუ ლეკვების რაოდენობა ცოტაა, ძაღლს შეიძლება მუცელი საერთოდ არ ეტყობოდეს.

კითხვა: მყავს ამერიკული ბულდოგი. ძალიან მინდა, ჩემს ძაღლს პროფესიონალი მწვრთნელი ავუყვანო. რა თანხაა საჭირო მათი მომსახურებისთვის?

პასუხი: საორიენტაციოდ, ძაღლის გაწვრთნის ღირებულება, დაახლოებითი, 700 დოლარიდან 1 400 დოლარამდეა. ამერიკული ბულდოგის, ანუ სამოსამსახურეო ძაღლის გაწვრთნის მთლიან კურსში შედის, რომ სამოსამსახურეო ძაღლმა აუცილებლად ჯერ ანბანი უნდა იცოდეს, რათა შემდეგ კითხვა ისწავლოს. ძაღლი, ყველა ვარიანტში უნდა ემორჩილებოდეს პატრონს, ესმოდეს ბრძანება – დაჯექი, მოდი ჩემთან, ისეირნე და შეეძლოს საყელურის გარეშე გვერდით თავისუფლად გამოყოლა. ძაღლმა უნდა იცოდეს – შეჩერდი და მოდი ჩემთან. პროფესიონალი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილმა ძაღლმა ბრძანება ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეასრულოს.


скачать dle 11.3