კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ეშლებათ ცხოველის მეპატრონეებს მასტიტი და სიმსივნე ერთმანეთში და რა სიმპტომებით ვლინდება თითოეული შემთხვევა


შეიძლება ბევრისთვის უცნაურია, მაგრამ ცხოველებში, ისევე როგორც ადამიანებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა სიმსივნის სხვადასხვა სახეობა. ყველაზე მეტად რომელ ორგანოებზე იჩენს თავს ეს მავნე დაავადება და როგორ ვლინდება ის, ამასთან დაკავშირებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.

– ონკოლოგიური დაავადებებიდან, ყველაზე მეტად რისი სიმსივნეა გავრცელებული ცხოველებში, კერძოდ ძაღლებში?

– ონკოლოგიური დაავადებებიდან ძაღლებში ყველაზე ხშირად სარძევე ჯირკვლის სიმსივნე გვხვდება, რომელიც ფიქსირდება როგორც ასაკოვან, ასევე ახალგაზრდა ცხოველებშიც. ახალგაზრდა ცხოველებში ხშირია მასტიტები, ხოლო ასაკოვანში სიმსივნეები.

– მასტიტი რის შედეგად ვითარდება?

– მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება) ხშირად ვითარდება სქესობრივი ციკლის შემდეგ და ხასიათდება სარძევე ჯირკვლიდან მოთეთრო-მონაცრისფრო ან მომწვანო-მორუხო ფერის სითხის გამოყოფით. სარძევე დვრილზე დაწოლისას ახასიათებს ტკივილი.

– კიდევ რა სიმპტომებით შეიძლება ამის ამოცნობა პატრონისთვის?

– მასტიტის დროს ძაღლს აღენიშნება მოწყენილობა და მადის დაქვეითება, ზოგადი ტემპერატურის მომატება. სარძევე ჯირკვლის მიდამოში შესამჩნევი ხდება შესიება და ქსოვილების გასქელება, რომელიც ძალიან ჰგავს სიმსივნეს. საჭიროა მივმართოთ ვეტერინარ სპეციალისტს, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა პატრონს მასტიტის სიმსივნეში ეშლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოველის ასაკი 7 წელს აღემატება.

– რაც შეეხება სარძევე ჯირკვლის კიბოს?

– სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად გვხვდება ახალგაზრდა ცხოველებში, ის უფრო ხშირად ბებერ ძაღლებშია გავრცელებული. სიმსივნე ჯირკვლის ფუძესთან ვლინდება პატარა, მაგარი მარცვლების სახით და პირველ სტადიაში თითქმის შეუმჩნეველია პატრონისთვის. პირველ და მეორე სტადიაზე მკურნალობა ქირურგიულია და როგორც წესი, დაავადება იკურნება. ამ სტადიაში სიმსივნის ზომა დაახლოებით, 3-5 სანტიმეტრია და მეტასტაზებს არ იძლევა უახლოეს ლიმფურ კვანძში, ფილტვებში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში.

– რაც შეეხება სხვა სტადიებს?

– მესამე სტადიაზე სიმსივნის ზომა 5 სანტიმეტრზე მეტია. ამ დროს შეიძლება, დაზიანებული იყოს კანის საფარველი სიმსივნის ზევიდან და როგორც წესი, აღინიშნება მეტასტაზები უახლოეს ლიმფურ კვანძებში. ამ დროს შეიძლება ცხოველის სიცოცხლის გახანგრძლივება, ხოლო განკურნება შეუძლებელია, რადგან ფილტვებში მეტასტაზები 6 თვის მერე მაინც მოხვდება.

ონკოლოგიური პროცესის მეოთხე სტადიაზე მეტასტაზები აღინიშნება სხვადასხვა ორგანოებში: ფილტვებში, ღვიძლში, კანზე, ძვლებში. ექიმი ამ დროს უძლურია და მკურნალობა მხოლოდ სიმპტომატურია. ცხოველს ეძლევა ანტიბიოტიკები, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებლები. რომ მოხდეს სწორი დიაგნოსტირება იმის შესახებ, თუ ონკოლოგიური პროცესი რომელ სტადიაზეა, საჭიროა, არა მარტო ექიმის მიერ გასინჯვა, არამედ ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. ასევე, მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს მეტასტაზების არსებობა. შემდეგ ექიმი, მეპატრონესთან ერთად, განიხილავს და შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას, მოამზადებენ ცხოველს საოპერაციოდ.

– რა ხდება ოპერაციის შემდეგ, როგორ უნდა მოვუაროთ ნაოპერაციებ ცხოველს?

– პოსტოპერაციულ პერიოდში დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ამ დროს ტარდება ანტიბიოტიკური თერაპია და ჭრილობა დამუშავდება დღეში 1-2-ჯერ. ასევე აუცილებელია ყურადღება მიექცეს იმას, რომ არ მოიხსნას ძაღლმა ნაკერები.

– შეიძლება, მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეს ძაღლი, მაგრამ მან უცაბედად, მაინც დაიზიანოს ნაკერები. ამ შემთხვევაში რა ხდება?

– ამ შემთხვევაში მოუწევს ნაკერების თავიდან დადება.

– ქიმიოთერაპიის კურსი ცხოველებშიც ნებადართულია?

– კი, რა თქმა უნდა. ქიმიოთერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. ძაღლები აღნიშნულ პროცედურებში გამოყენებულ პრეპარატებს შედარებით ადვილად გადაიტანენ, ვიდრე ადამიანები.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების პრევენციისთვის საჭიროა, ყურადღება მიექცეს ცხოველს სქესობრივი ციკლის შემდეგ – სარძევე ჯირკვლის მდგომარეობას და მასტიტების დროულ მკურნალობას. უნდა მოხდეს დიაგნოსტირება და ჩაუტარდეს ცხოველს კვალიფიციური მკურნალობა.


скачать dle 11.3