კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ პირობებში ხარობს კარგად პაფიოპედილუმი?

პასუხი: ამ მცენარეს არ უყვარს მკვეთრი სინათლე, პირდაპირი მზის სხივები. თავს კარგად გრძნობს ნახევრად განათებულ და ხელოვნურად განათებულ ოთახებში. ასევე არ მოსწონს ჩახუთული და ცხელი ადგილი. უმჯობესია თუ ტემპერატურა 25 გრადუსს არ გადააჭარბებს. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა გაზაფხულ-ზაფხულში 24, ხოლო ზამთარში – 16-18 გრადუსია. მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: ტორფი, ფოთლოვანი მიწა და ნახშირი.

კითხვა: როგორ გავამრავლო კალა?

პასუხი: ამ მცენარის ბოლქვები ყველგან იყიდება, რითიც მრავლდება და აღმოცენდება ის. კალა გასაყიდად გამოაქვთ იანვარ-აპრილში. ბოლქვი უნდა იყოს ნედლი და სასიცოცხლო წვერით, ღია ყვითელი კანით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე არ აღმოცენდება. ბოლქვი ჩარგვამდე შეგიძლიათ, დროებით მაცივარში შეინახოთ. მარტში, აპრილის პირველ ნახევრამდე, მცენარე უნდა ჩარგოთ. მისთვის გამოიყენეთ საკვები ნივთიერებებით მდიდარი სუბსტრატი: თითო წილი ნაკელი, ფოთლოვანი მიწა და კოპოსტი. ამას დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი სუპერფოსფატი სამ ლიტრ შენარევზე. მცენარე ცუდად იტანს მჭიდრო, ვიწრო ჭურჭელს, რადგან ამ პატარა ბოლქვებიდან ნახევარმეტრიანი ფოთლები და საყვავილე ღერო იზრდება. თუ ქოთანი ვიწრო იქნება, მცენარე არ იყვავილებს. ბოლქვი ჩარგეთ 10 სანტიმეტრ სიღრმეზე. ჭურჭელი უმჯობესია, ღრმა იყოს. სუბსტრატი წინასწარ დაასველეთ ისე, რომ სადგარზე წყალი იყოს. მწვანე ფოთლების გამოჩენისას წყლის შეპკურებაც დასჭირდება, რომ ფოთლის წვერები არ გახმეს და ყვავილობასაც არ შეუშალოს ხელი. ფოთლების ამოზრდისთანავე ნიადაგს უნდა მიაწოდოთ საკვები – მინერალური სასუქი. დასაწყისისთვის უმჯობესია, აზოტის, ყვავილობისას კი – კალიუმის და ფოსფორის სასუქი.

კითხვა: როგორ ადგილას დავდგათ პასლენი ანუ ცრუ წიწაკა და ხშირად მოვრწყათ ის თუ არა?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ნათელი, მზიანი ადგილი, მაგრამ ცუდად გრძნობს თავს ძალიან თბილ ოთახში. ზაფხულში მცენარე აუცილებლად გარეთ გაიტანეთ. ზამთარში კი გრილ ოთახში მოათავსეთ და იშვიათად მორწყეთ. სითბოში ხშირად უნდა შეაპკუროთ წყალი და აკონტროლოთ კომა რომ არ გამოუშრეს. შემოდგომაზე, როცა ფოთლების ცვენას დაიწყებს, სასურველია, გაკრიჭოთ და ნათელ ადგილას დადგათ. აპრილიდან დაიწყეთ მცენარის ინტენსიური მორწყვა და თვეში ერთხელ ყვავილების ნაკელით გაანოყიერეთ.


скачать dle 11.3