კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიცოცხლის ელექსირი


არ გაგეცინოთ, სრულიად სერიოზულად დადგინდა, რომ სიყვარული მართლაც არის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი. როგორც გაირკვა, სითბო და ყურადღება ყველაზე მეტად მამაკაცებს სჭირდებათ. ის კაცები, რომლებსაც მზრუნველი, ერთგული და მოსიყვარულე მეუღლეები ჰყავთ, ძალიან დიდხანს, ბედნიერად ცხოვრობენ. ისინი ავადაც კი იშვიათად ხდებიან. თითქმის არასოდეს აწუხებთ გული (საუბარი არ არის თანდაყოლილ პათოლოგიებზე). ის ადამიანები კი, რომლებსაც სიცოცხლე უყვართ, ნელა ბერდებიან. ინგლისელი მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ბედნიერი ადამიანები, ანუ ისინი, რომლებსაც უყვართ, გასცემენ სითბოს და სიამოვნებას იღებენ, როცა ოჯახის წევრებზე ზრუნავენ. იშვიათად ყვებიან ავია და ავტოკატასტროფებში. ისინი უბედური შემთხვევებისგანაც კი არიან „დაზღვეული“. მართალია, ვერც ახსნა მოეძებნა ამას და ნივთმტკიცებებიც არ გვაქვს, მაგრამ სცადეთ საკუთარ მაგალითზე. შეიყვარეთ მთელი გულით და ამ სიყვარულში დაიხარჯეთ.

ყოველთვის გახსოვდეთ – თქვენი მეუღლე მარტო საყვარელი მამაკაცი კი არა, ყველაზე ერთგული მეგობარიც უნდა იყოს. მხოლოდ ამ დროს ხდება ურთიერთობა ჰარმონიული. ნუ დაელოდებით, რომ პირველად მისგან წამოვიდეს დადებითი მუხტი. თქვენ გახდით ინიციატორი და ნურც საპასუხოდ მოითხოვთ რამეს. პასუხი აუცილებლად იქნება. შეიძლება, ოდნავ დაგვიანებთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. სიცოცხლის, ახლობლების, მეუღლის სიყვარული არის ის, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და ხანგრძლივს გახდის.


скачать dle 11.3