კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვინით გაწუწული თამადა, მიცვალებული ბერდოს „სმენა“, სექსოლოგის მიერ გადარჩენილი პაციენტი და წილში ჩამჯდარი მეზობელი


მართალია, მომღერალ გია ნაცვლიშვილს ინტერვიუების მიცემა არ უყვარს, მაგრამ, როცა გაიგო ჩვენი საუბარი ქალაქ თბილისს და ამ ქალაქთან დაკავშირებულ ისტორიებს ეხებოდა, სიამოვნებით დაგვთანხმდა და საინტერესო ამბებიც გაიხსენა. თბილისი მისთვის ახალგაზრდობასთან, მეგობრობასთან, სიყვარულთან და სიმღერასთან ასოცირდება. როგორც თავად ამბობს, თბილისელობა ერთგვარი პასუხისმგებლობაა და ამ ქალაქზე სიმღერის დროს, ისეთი განცდა ეუფლება, რომლის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. მისთვის, ნაღდი თბილისელობისთვის მარტო წარმოშობითი „კარენოობა“ არ კმარა. თუ ნამდვილი „კარენოი“ თბილისელობა გინდა კაცს, მაშინ სტუმარიც უნდა გიხაროდეს, მეგობრის დასახმარებლადაც მზად უნდა იყო და არც მისამართის ძებნა გჭირდებოდეს ამ ქალაქში.


ცხვირ-ყურით „დალეული“ ღვინო და გათიშული მეგრელი თამადა

გადაება ერთმანეთს „ოთხი გიას“ გასტროლები, გასვლები ქალაქგარეთ, შეხვედრები და ერთი სიტყვით, გადავიღალეთ ბიჭები. ერთ დღესაც, კონცერტი ჩავატარეთ, გადაღლილები ვზივართ ოთხივე გია და, გადაგვეკიდა ანზორ შონია, სუფრა გაშლილია და აქედან არსად გაგიშვებთ, მე უნდა გამომყვეთო. ვთხოვეთ, ვერ წამოვალთ, დაღლილები ვართ, დასვენება გვინდა, სხვა დროს იყოსო. გადაირია: რა სხვა დროს, ჩემი ძმისშვილის ქორწილია, იქ რომ არ წამოხვიდეთ, ძალიან მეწყინება. თან, თქვენი დაღლის გამო ქორწილს ხომ არ გადავდებო. მოკლედ, სხვა გზა აღარ იყო და წავყევით. მაგრამ, ვთხოვეთ, დალევას ნუ დაგვაძალებთო. დაგვეთანხმა, კარგი ბიჭებოო. დავსხედით სუფრასთან, მაგარი პურმარილია, უნდა დავიწყოთ ჭამა, უცბად თამადა წამოდგა და თქვა: ალავერდს გია ღარიშვილთან ვარო. თან კახური ღვინო იყო, ჩაასხა ბოთლში თამადამ სასმელი და გიას გადმოაწოდა. რაღას იზამდა, წამოდგა ფეხზე და გადმოგვილაპარაკა ბიჭებს, ხომ დაღლილი ვარ, ხომ არ მინდოდა დალევა, მაგრამ, ნახეთ, ამას რას ვუზამო. გაგვიკვირდა, ახლა ამან ასეთ გამოცდილ და თან მეგრელ თამადას რა უნდა უქნასო. თამადამ, რომ დაარტყა კარგა გვარიანი „რეჩი“ და უნდა მოიყუდოს ბოთლი, გიამ შეაჩერა და უთხრა: ბატონო თამადავ, მაპატიეთ, მაგრამ ბოთლიდან ღვინო ასე არ ისმევა, მას განსხვავებული წესით მივირთმევთ ქართველებიო. თამადა შეცბა, ეგ არ ვიცი, აბა, მაჩვენე როგორო. გიამაც დააღო პირი და შორიდან ჩაისხა ბოთლით ღვინო. ეტყობა, ასეთ რამეში ეს მეგრელი თამადა გამოუცდელი იყო, თუმცა იხტიბარი არ უნდოდა გაეტეხა, ასწია ბოთლი და შორიდან დაუშვა ღვინო. ვერც დაუმიზნა პირს, გაიწუწა, საშინელ დღეში ჩავარდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მეორე სადღეგრძელო უნდა თქვას, წამოდგა, აიღო ჭიქა ხელში და გიაც წამოხტა: ბატონო თამადავ, იქნებ მეორე სადღეგრძელოც ბოთლით დაგველია და მერე გადავიდეთ ჭიქებზეო. თამადა შეცბა, უარი ვეღარ თქვა, მოიყუდა ბოთლი და... გადავარდა. ისე უჩუმრად გაიტანეს ის თამადა სუფრიდან, იმის მერე მთელი ქეიფის განმავლობაში თვალი აღარ მოგვიკრავს. მერე ხუმრობდა გია, კაცო, მე ის კი არ ვუთხარი, ღვინო ყურით, ცხვირით და პირით ერთნაირად დალიე, რომ დაუშვა და შეისრუტა ყველა ორგანოთი, აბა, რა ეგონა, მაგ მამაცხონებულსო.

მიცვალებული

მძღოლი ბერდოს „სმენა“

თბილისში მძღოლ ბერდოს თითქმის ყველა იცნობდა. ძალიან კარგი, წყნარი და მშვიდი კაცი იყო – ნამდვილი თბილისელი გაგების და ქცევების. გარდაიცვალა. პანაშვიდზე უამრავი ხალხი მივიდა. ცოლი მოთქმით ტიროდა გარდაცვლილ ქმარს. გაიხედა და ოთახში შემოვიდა მამაკაცი, რომელიც ბერდოს „სმენა“ იყო. წამოხტა ცოლი ფეხზე, ეცა მიცვალებულს და შეჰკივლა: ადექი ბერდო, შენი „სმენა“ მოვიდაო. ის კაცი გადაირია, იფიქრა, მართლა არ შემაცვლევინონ ეს მკვდარიო, ისე შემოურბინა მიცვალებულს, ჭირისუფლებს არც კი მიუსამძიმრა და გარეთ გავარდა. მერე ამბობდა, ეს რა მაკადრა ბერდოს ცოლმა, თუ კარგია, თავად იყოს მისი „სმენა“, მე ჯერ არ ვაპირებ სიკვდილსო.

სექსოლოგის მიერ „არქეოლოგობას“ გადარჩენილი პაციენტი

ერთი ჩემი მეგობარი სექსოლოგია. ხშირად ვაკითხავდი სამსახურში. ერთ დღესაც, ახლობელმა მოაკითხა და შესჩივლა, უნდა მიშველოო. ჩემმა მეგობარმა, როგორც პაციენტს ისე მიმართა, დაბრძანდი და მომიყევი რა პრობლემა გაწუხებსო. ისიც ჩამოჯდა, თითი სასქესო ორგანოსკენ მიიშვირა და დაიწყო: აღარ შემიძლია, უნდა მიშველო, ეს საოხრე არქეოლოგივით სულ დაბლა იყურებაო. რასაკვირველია, ექიმმა დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი, გამოუწერა წამლები და დაუწყო მკურნალობის კურსი. გავიდა რამდენიმე დღე, ისევ მივაკითხე ჩემს ძმაკაც სექსოლოგს. ვზივართ, ვსაუბრობთ და უცებ გაიღო კარი და ის ტიპი შემოვარდა. გამარჯობაც კი არ უთქვამს, ისე გაიშვირა ხელი სასქესო ორგანოსკენ და დაიწყო: შენ გაიხარე, ძმაო, არქეოლოგი იყო ეს შობელძაღლი და ახლა ისეთი ასტრონომია, მიედაროს ნებისმიერი ამ სფეროს პროფესიონალიო.

„გატელევიზორებული“ ახლობელი და ნაცნობი უცნობი „დამნაშავე“

თბილისში ყველა ყველას ნაცნობ-მეგობარია და ეს ურთიერთობა მაინც, გარკვეულწილად, ჭრის. არ დამავიწყდება, ერთხელ, მანქანით მოვდიოდით ოთხივე გია. ცოტა ნასვამები ვიყავით, ეტყობა, დავარღვიეთ კიდეც და „გაიშნიკმა“ გაგვაჩერა. ვიფიქრეთ, რომ მოუახლოვდება მანქანას, მივესალმოთ, გვიცნობს და ეგ არის, თავისუფლები ვართო. მოკლედ, მოვიდა, „ჩესტი“ აგვიღო და მკაცრი გამომეტყველებით გვითხრა, საბუთები მომაწოდეთო. ვიფიქრეთ, ეტყობა, უცბად ვერ გვიცნოო და ვუთხარით, ბატონო, ჩვენ „ოთხი გია“ ვართო. ფანჯრიდან თავი შემოყო, კარგად დაგვაკვირდა და მოგვაძახა: ოთხი კი არა, თუ გინდა, თორმეტი იყავით, საბუთები მაიტათო. მოკლედ, არ გაჭრა აქ ჩვენმა პოპულარობამ. ერთმა გიამ იფიქრა, გადავალ, დავენახვები და იქნებ, ასე მაინც გავახსენდეო. გადავიდა და უთხრა: ბიძაჩემო, ვერ მცნობ? შენთან ოჯახში ვარ ნამყოფიო. „გაიშნიკი“ დაფიქრდა, ახედ-დახედა და გაოცებულმა უთხრა: რა ვქნა, ვერ გცნობ, თუ ახლობელი არ ხარ, ისე ჩემთან ოჯახში ვერ მოხვდებოდი, მითხარი, თუ ძმა ხარ, საიდან იყავი ჩემთან ოჯახში, ნუთუ, ისე დავბერდი, ახლობლებს ვეღარ ვცნობო? გიამ ხელები გაშალა და სიცილით უთხრა: სტუმარი არ იცი, ტელევიზორი მაინც არ გაქვს სახლში? აქ რომ მებღვირები, რა ვიცი, ტელევიზორის წინ მოკალათებული ნასიამოვნები სახით კი მიყურებო.

ენაკვიმატი მომღერლის მიერ სუფრასთან გაჩუმებული კეკლუცი გინეკოლოგი ქალბატონი

ახლობელთან მომიწია მისვლა. სუფრა გაიშალა. არ მიყვარს, როცა გადამეკიდებიან გინდა თუ არა იმღერეო. სიმღერასაც ხომ თავისი განწყობა უნდა? ცოტა ეშხში უნდა შეხვიდე, ცოტა განწყობა შეიქმნა, მოშინაურდე... მოკლედ, ჩემს წინ იჯდა უცხო ქალბატონი. ცოტა არ იყოს, კეკლუცობდა. გადამეკიდა, გინდა თუ არა იმღერეთ, ღმერთის წყალობაა, როცა ადამიანს სიმღერის ნიჭი აქვს, ალბათ, როგორ გსიამოვნებთ, როცა სიმღერას გთხოვენ, რატომ არ მღერით, მომღერალი არ ხართო. „გავატარე“ მისი ნათქვამი და გავაგრძელე ჭამა. არ დაშოშმინდა. იმეორა და იმეორა: რატომ არ გინდათ, იმღეროთ, მოგვასმენინეთ თქვენი ნამღერი, სუფრას უხდება ქართული სიმღერაო. ისევ „გავატარე“. მოკლედ, არ გაჩერდა. ავდექი და ბოლოს ვუთხარი: უკაცრავად ქალბატონო, რა პროფესიის ბრძანდებით-მეთქი. გაუკვირდა, რაში გაინტერესებთ ჩემი პროფესიაო. ვუთხარი, მე მომღერალი ვარ და ეს იცით, მეც მაინტერესებს თქვენ რა პროფესიის ადამიანი ბრძანდებით-მეთქი. გაიპრანჭა და მიპასუხა, გინეკოლოგი გახლავართო. მეც აღარ მოვერიდე და მივახალე: ჰოდა, რომ გადამკიდებიხართ, პროფესიით მომღერალი ხარ და იმღერეო, ახლა რომ გითხრათ, აბორტი გააკეთეთ, რას იზამთ-მეთქი. ამის შემდეგ, ისე გაჩუმდა ის ქალი, აღარ შევუწუხებივარ თავისი მოთხოვნებით. ასე რომ, ზოგჯერ, მართლაც რომ ხერხი სჯობია და არა ღონე და პროფესიული მონაცემი.

მიცვალებულის დასაფლავების წილში ჩამჯდარი მეზობელი

ოთარ იმნაიშვილს გარდაეცვალა დედა, ქალბატონი ელენე, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვაფასებდი. პანაშვიდზე, კაცები დადგნენ სამძიმრის მისაღებად სადარბაზოში. გავიხედეთ, მეზობლები შემოვიდნენ. წინ მოუძღოდათ ალიოშა ხუჭუა. ოთარი ხუმარა კაცი იყო. რომ მიუახლოვდა ალიოშა დამწუხრებული სახით, ხელი ჩამოართვა და ჩუმად უთხრა, მონაწილე ვარ შენი მწუხარებისო, ბიძაჩემიც გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა: ჰოდა, თუ მონაწილე ხარ, „პიატ ტისჩი“ მიჯდება ამის დამარხვა და ნახევარში მაინც შემეხიდეო.

საჩივლელად მისული ბიძა და ენამოსწრებული ექიმი

ჩემი მეგობარი ექიმია. ერთ დღესაც ბიძა მიადგა კლინიკაში და შესჩივლა, ძალიან ცუდად არის ჩემი საქმე, ღამეში ცოლთან სამჯერ რომ ვიყავი, ახლა ერთხელ ვარ; კუჭის მოქმედება დღეში ერთხელ რომ მქონდა, ახლა ორ დღეში ერთხელ მაქვს და უნდა მიშველო, შენი ჭირიმეო. ექიმი დაინტერესდა, ჯერ უსმინა, და რომ მიხვდა ბიძამისმა ნამეტანი გაუბერა, ირონიულად ჰკითხა: რამდენი წლის ხარო. ბიძას გაუკვირდა: რა, არ იცი, რამდენისაც ვარ? ახლახან გავხდი 72 წლის. შენ რა, დაგავიწყდაო. ჩემს ძმაკაცს გაეცინა: კი არ დამავიწყდა ბიძაჩემო, მაგრამ იმიტომ დავეჭვდი შენს წლოვანებაში, რომ კანალიზაციის მილი ვერ უძლებს სამოც წელზე მეტს და შენმა სასქესო ორგანომ და კუჭ-ნაწლავმა, ამდენ ხანს როგორ გაგიძლოო.


скачать dle 11.3