კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-22(492)


– გიუშ, რა ხიპიშია?!

– რა ვიცი, ვიღაცა ვიღაცას უბაზუნებს და აშველებენ. ერთი შეხედე რა, ტიტველი ხალხის ბაზუნი რა ხოხმა სანახავი ყოფილა?! ძლივს ააგლიჯეს თავდამსხმელი, ნახე, გინებ-გინებით მოდის.

– სად მოდის?

– აქეთ რა! იმ მეორემ ტანსაცმლიანად მოხია, კი არ ჩაიცვა, იღლიაში ამოიჩარა.

გადმობრუნება და გიუშას გაფრთხილება ვერ მოვასწარი, ხმა არ გასცე-მეთქი, რომ გაებაასა კიდეც:

– რა, ძმაო, რა პონტია?

გადმოვბრუნდი და ტიპს მზის სათვალიდან ავხედე.

– მე მაგის ავადმყოფი დედა... – ისევ შეიგინა ტიპმა და ასანთი გვთხოვა.

– ძმურად, ნუ იგინები!

– ბოდიში რა, ნერვები ამეშალა... ეს მანიაკი ესა!

– არა, „ზაჟიგალკა“ რომ გაუქანე კეფაში, იქიდან უკვე გალივერებდი და ვერაფერი გავიგე, მაგრად დავინტერესდი, რაღაც რედკი დასანახები იყავით ტიტველი მოჩხუბრებიც და გამშველებლებიც. რადგან იმან ისე ჩასვრილმა მოხია, უკვე ეჭვია, რომ რაღაც აქვს მიქარული, – დაამთავრა სიტყვაში გამოსვლა გიუშამ და ისეთი სახით შეხედა ტიპს, თითქოს ის ვალდებული იყო რომ ეპასუხა.

ასწორებს დაბოლილზე ღადავი.

– კულიკისტია ეგ ბოზი ეგა, შარშან ჩემი დის პუდელი გაჟიმა...

– მაიცა, რა?! – პირი ღია დარჩა გიუშას.

რა ყველაფერი გაუკუღმართდა...

– ჩემი და დასაბმელი იყო, გასკდა ტირილით...

– მე რაღაც ვერ გავიგე, თუ ეგრე თქვა? – მომიბრუნდა გიუშა.

რა სახე მქონდა, არ ვიცი, მაგრამ ისევ ტიპს მიუბრუნდა.

– ძმურად, კულიკისტი რა არის, პირველად მესმის...

– კულიკის მიმდევარი, – მხრები აიჩეჩა ტიპმა.

– ჰოდა, ეგ კულიკი რა არის? – გადაირია გიუშა.

– მეც ძლივს გავიგე, ხან ვის ვკითხე, ხან ვის...

– პედერასტია? – ძლივს მოიშორა პირიდან ნაბეღლავიანი ბოთლი გიუშამ.

– ჩამოვჯდები რა, სანამ ჩემები ჩამოვლენ, – ნებართვა ითხოვა ტიპმა.

ეს გიუშა რა მასტია, აქცენტს ძაღლის გაჟიმვაზე კი არ აკეთებს, კულიკი რა არის, ის აინტერესებს. არა, მეც არ ვიცი, მაგრამ ხიპიშის მიზეზი ძაღლია, ტიპი ძაღლის გაჟიმვას დარდობს, ლაქლაქებს და ბარემ „მიუსამძიმროს“ რა, თანაუგრძნოს...

– საიდან უნდა ჩამოვიდნენ, თბილისიდან? – თვალები ააფახულა დაბნეულმა გიუშამ.

– არა, რა თბილისიდან, ნომერში არიან.

– ჰო... მოკლედ, რაო კულიკოვმა?

– კულიკი...

– რაც არის!

– კულიკი ვიღაც ცნობილი მხატვარი ყოფილა, ოლეგ კულიკი.

– გაგიგია?! – მომიბრუნდა გიუშა მე.

თავი გავაქნიე.

– მოკლედ, ვინაა ეგ კულიკი და ეს თქვენი „სიძე“ რა კავშირშია? – ვეღარ მოითმინა გიუშამ.

სუფთა შარია რა!

– ძმურად, არ გინდა მასეთები რა!

– როგორები არ მინდა?!

– გიუშ, თუ ამბავი გაინტერესებს, მოაყოლე, თუ არადა, მიდიოდა კაცი თავის გზაზე, შეეშვი რა! – ჩავერიე მე.

– შარი მინდა?!

გიუშა მიხვდა, რაც ვთქვი და შეატრიალა ბაზარი.

– ჰოდა, ძმაო, მოდი, შენ ჯერ ის გამაგებინე, ის მხატვარი ვისთვისაა ცნობილი, რა კაცია, მერე რა ბანდა ჰყავს, რომ აგერ ქართველი მიმდევარიც ჰყოლია და ეგრე რა, გავერკვიოთ...

– ეს კულიკი ცნობილი მხატვარი, ალბათ, მხატვრებისთვის არის, მე რა ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, სხვებისთვის ცნობილი მანიაკობით გახდა. რამდენიმე წლის წინათ სპილო გაუჟიმავს. სადღაც ეწერა კიდეც თურმე, რომ კულიკი ძალიან კმაყოფილი ყოფილა ამ აქტით...

– სპილომ რა თქვა?

– სპილოსთვის არ უკითხავთ, ალბათ, მაგრამ რადგან არ გაჭყლიტა, გამოდის, იმასაც ევასა, – გაეცინა ტიპს, აზრზე ვერ მოვიდა, რომ გიუშა წაეღადავა.

გიუშა ისე ახარხარდა, კინაღამ ენა გადაეყლაპა. ტიპიც გამხიარულდა.

– მერე, მერე?!

– რა მერე?

– კიდევ რა, გაჟიმა?! – ძლივს იღებდა ხმას სიცილისგან გალურჯებული გიუშა.

– არ ვიცი, მაგრამ თურმე მხოლოდ ორმხრივი თანხმობით ატარებს სასიყვარულო აქტებს. ზღარბებზე უთქვამს, ბუნებასთან შერწყმის შესაფერისები არ არიან, იჩხვლიტებიან, ეს კი მაზოხიზმია, მე გაფუჭებული კაცი კი არ ვარ, საპასუხო სინაზე და სიყვარული მჭირდებაო.

– ძმურად, არ გაგიტყდეს და შენი ძაღლი თუ თანახმა იყო, ამ ტიპს რას ერჩოდი? – სიცილის შეკავების გამო გიუშა სლოკინებდა.

– მე მაგის ძაღლიჟიმია დედა...

რა შენიშვნა უნდა მივცე, ორი ერთმანეთზე არიფი მშვენივრად ჭუკჭუკებს და მართობენ დაბოლილს.

– შენა, მერე მაგაზე პასუხს არ სთხოვენ?

– რაზე, ცხოველების გაჟიმვაზე?

– ჰო, რა!

– რომელიღაც სამ ქვეყანაში დაუჭერიათ, დაუპატიმრებიათ, ერთხელ ცხრა თვე მჯდარა ციხეში, მაგრამ მერე სულ გადარეულა და რაღაც აქცია თუ შოუ მოუწყვია: „მე ვკბენ ამერიკას, ამერიკა მკბენს მე“.

– სად, ამერიკაში?

– მაგდენი არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, იქ, იმიტომ, რომ ამერიკაში ჩასულა, ჩამჯდარა გალიაში და წკავწკავებდა. ამერიკელები, ხომ იცი, ისედაც მაგრად აფრენენ და სხვანაირად განეწყვნენ თურმე, კვებავდნენ, ეფერებოდნენ და, კარგი ძაღლი ხარო, ეუბნებოდნენ. ეს მაგარ გატეხილში დარჩენილა...

– რაზე? ვერ ჩავწვდი იმ კაცის მუღამს, – დაიჩივლა გიუშამ.

– ჰო, გიუშ?

რას დაახეთქებს ხოლმე ეს ფანდურა ესა...

– რაზე და, ეს კი კბენდა ამერიკელ მნახველებს, მაგრამ ისინი არ კბენდნენ, – განუმარტა ტიპმა.

ფერი-ფერსაო, თუ ამათზე არ იყოს ნათქვამი...

– უყურებ შენ?! ახლა ამ ჩვენებური ტიპისა ვთქვათ, ეს რა კაცია?

– ეგეც ეგაა რა!

– დაიცა, შენი დის ძაღლის გარდა, კიდევ რამე გრეხი აქვს?

– არ ვიცი, მაგრამ რა, არ ექნება? სადაც ძაღლის კბენის არ შეეშინდა, ვირის ტლინკისა და თხის პეტელის შეეშინდება?

– ვირი ჰო, მაგრამ თხა საიდანღა მოიგონე? – დაინტერესდა გიუშა.

– მე რა მოვიგონე, ანეკდოტიცაა მაგაზე, – შეცბა ტიპი.

– გლიჯე!

– მეგრელი კახეთში ჩავიდა, დაინახა კახელი ვირთან და სიცილი დაიწყო, შეხე, შეხე, თხა ჰგონიაო, – მოიტანა „უტყუარი“ საბუთი ტიპმა.

– რას არ გაიგებ ადამიანი სიკვდილამდე, ჰა? – ტუჩები მოპრუწა გიუშამ.

– აი, ჩემებიც, – წამოხტა ტიპი ფეხზე.

ინსტინქტურად ჩვენც გავიხედეთ. შუახნის ქალი, ახალგაზრდა გოგო და პატარა პუდელი გვიახლოვდებოდნენ.

– ეს დედაშენია? – რატომღაც ჰკითხა გიუშამ.

– არა, ჩემი გასათხოვარი დეიდაა.

ტიპი მათკენ გაემართა.

– დეიდამისი რაში გეკითხებოდა...

– ვიცნობ.

– ახლოს?

– ვიცნობ რა!

– შე თუქსუსო...

– რა იყო? – მიამიტი სახით მკითხა გიუშამ და მოახლოებულ ქალს მიაჩერდა.

– ჭკუით იყავი!

ქალი ერთ მომენტში შეცბა, მაგრამ ისევ დააწყო სახე.

რა პატარაა სამყარო, კაცი-კაცს კი არა, მთაც შეხვდება მთას... ამდენი ცოდვის და ცოდვილის ატანას ვეღარ შეძლებს უფალი და, რასაც ამდენ ხანს აკოწიწებდა, ერთ დღეს დაშლის ქვიშის სახლივით.

***

– გიუშ, მგონი შენი სულო მოვიდა...

– ჰოო? – წამოდგა გიუშა და გარეთ გავიდა.

გული ამიჩქარდა. რამდენი ხანია, ასე მაგრად და ყოველ წუთს არ დავბოლილვარ...

რით ვეღარ შემოაღწიეს...

ვა, საიდან მეცნობა ეს ტიპი?

პერესილკა!

ჰო, პერესილკაში შევხვედრივარ, მაგრამ სად, აზრზე ვერ მოვდივარ...

მიცნო.

– თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ? – გაუკვირდა გიუშას.

– შევხვედრივართ.

გიუშა ხან მე მიყურებს, ხან – სულოს.

– ვა, რატომ არ ვიცოდი? – ცმუკავს გიუშა.

– ვეტლაგში?

– ვეტლაგში.

ტვინი ბზრიალებს, მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ იმას, რისი გახსენებაც მინდა.

– ხალხო, გამაგებინეთ, „ვეტ“ რა არის? „ლაგი“ რომ ლაგერია, ვხვდები, – პატარა ბიჭივით დაიჩივლა გიუშამ.

არც ერთი ხმას არ ვცემთ. ჩემთვის ვფიქრობ, მინდა, რამე გამახსენდეს, ის თავისთვის რას ფიქრობს, რა ვიცი.

– რას გაჩუმებულხართ? – გადაირია გიუშა.

– ერთმანეთი ვიცანით, შევხვედრივართ. ახლა ორივე იმას ვფიქრობთ, სად შევხვდით, – წყნარად უპასუხა სულეიმანმა.

ვა, ასეთ სიტუაციაში როგორ არ ვყოფილვარ, კაცი მიცვნია და ვერ გამიხსენებია, მაგრამ ამ სალდაფონის მხრიდან რომ არის, თანაც არაფრით რომ არ დამამახსოვრა თავი, ეს მაჩერებს. გიუშასთვის არც მიკითხავს, იმ ვიღაც სულოს საიდან იცნობდა, მე რა ვიცოდი, ნაცნობი სახე თუ გამეჩითებოდა. ახლა ხომ არ ვკითხავ, რა გაქვთ საერთო-მეთქი. კიდევ ერთი რამე მაეჭვებს – რა საქმისთვისაც ამ სულეიმანს ველოდით, იმ საქმეს „ძველი ბიჭი“ ხელს არ მოკიდებს. ეს აჭარელი, ნაჯდომი სულეიმანი და თბილისელი არიფი, სალდაფონი გიუშა, რას უნდა დაეძმაკაცებინა ისე, რომ კაცი საიდანღაც ჩამოვიდა ჩვენთვის ხელის მოსამართად?

– სადმე არ გავიდეთ? – იკითხა გიუშამ.

– წავიდეთ, კარგ ადგილზე გველოდებიან, – დინჯად თქვა სულეიმანმა.

– იარაღი გაქვს? – ვკითხე პირდაპირ.

– უიარაღოდ არ დავდივარ, სეზონზე შარია... გიუშა კაი ბიჭია, – უადგილოდ ჩაჩხირა სულეიმანმა.

– კაი ბიჭია, – დავეთანხმე მეც.

– მაინც არ მითხარით, „ვეტ“ რა არის, არა? – ბოლო ტარიანი შეაკეთა გიუშამ.

– გიუშ, რას ჩაიხვევ ხოლმე რა, „ვეტლაგი“ არის გÿòñêèå ëჭჯåðÿ. ვიატკა მდინარეა, კამის მარჯვენა შენაკადი. რუსეთია რა, კიროვის ოლქი. მაგრად ყინავს და პატარა გემები მიდი-მოდიან ნოემბრამდე. მეტი რაღა გინდა?

– ბევრი ლაგერია და რამე, არა? ჰო, ეგრე გამოდის, ëჭჯåðÿ ერთი ხომ არაა, – თავის თავს თვითონ გასცა პასუხი.

– გამახსენდა, ვოლოგდაში შევხვდით ერთმანეთს, პერესილკაში.

– მეც გამახსენდა.

გულში საკუთარ თავს წავეკაიფე – რამდენჯერ ხარ ვოლოგდაში ნამყოფი და ყოველთვის გავლით, ფეხი არ დაგიდგამს ვოლოგდის მიწაზე რამდენიმე ნაბიჯის გარდა...

– გიუშ, ავთო გენახა, გეთქვა, რომ კეფალმა იცოცხლოს.

ორივემ ერთდროულად გავაყოლეთ თვალი პლაჟისკენ მიმავალ გიუშას.

– ამასთან არ მინდოდა ბევრ რამეზე ლაპარაკი, – წამოიწყო სულეიმანმა.

– მივხვდი...

– არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს... მაშინვე გიცანი, როგორც კი შემოგხედე, საერთოდ არ შეცვლილხარ. ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობ?

– არა, რა ჯანსაღით...

– მე სმამ მომკლა, კაი ხანია, აღარ ვსვამ, ამპულა ჩავიდგი...

– ჰოო? – ამიტყდა სიცილი.

– ჰო, ჰო – იმანაც გაიცინა, მიხვდა, რაც ვუთხარი, – მე კაი, გენებში ალკოჰოლისადმი მიდრეკილება არ მაქვს და ვერ ვიტან, ქრისტიანი კაცი ხარ, ღვინის სმა გენეტიკურად უნდა მოგდევდეს, შენ რაღა დაგემართა?!

– ენას ვყლაპავ, ტო, „ზაპოის“ რომ ვიკიდებ, ვეღარ გამოვდივარ...

– აბა, მე ვაფშემც „ბელაია“ მემართება. პლანი და წამალი – ეგაა რა...

– ჰოო... ერთი-ორჯერ მგონი მეც „წავუბელაიე“, მაგრამ, მშვიდად ჩაიარა.

– ე, მაგარი მურტალი რამეა. თავიდან ვერ მივხვდი, თორემ რამეს ვიჩალიჩებდი. ღამით საერთოდ ვეღარ ვიძინებდი, მაგრამ თუ წავიძინებდი, კოშმარული სიზმრები წარამარა მაღვიძებდა. მეშინოდა, ვშფოთავდი, მაგრამ რა მაფეთებდა ვერ ვხვდებოდი, ახსნას ვერ ვუძებნიდი. მერე უკვე რაღაც ილუზიებში ვვარდებოდი, რაღაცეებს ვხედავდი, მაგრამ აზრზე მოვდიოდი, რომ სინამდვილე არ იყო. ისეც მომხდარა, ვერ ვიაზრებდი, სად ვარ, რა დროა და ეგეთი რამეები, მაგრამ არ მანაღვლებდა, რადგან ამ ამბებს სულ სხვანაირად ვხსნიდი. რა მიკვირს, იცი, რანაირად მახსოვს ეს ამბები, თუ „ბელაია“ მჭირდა...

– ეგ, ალბათ, ეგეთი პონტია. ჩემს ძმაკაცსაც დაემართა და ისიც აზრზე იყო, დაწვრილებით ახსოვდა, რასაც ხედავდა, მაგრამ კაიფობდა საკუთარ მოჩვენებებზე. „ტო, ისინი გაიჩითნენო“, მაგრად „დაუახლოვდა“, – თვალწინ დამიდგა ბადურიკა.

– აი, მაგრად რომ შევუბერე, უკვე არასასიამოვნო რაღაცეები გაიჩითნენ. ლომს დავახრჩობ, მაგრამ მწერები მაგრად არ მევასება, ხოჭოს ვერ გავსრეს, კანკალი ამიტანს და, ამის დედა ვატირე, მაინცდამაინც მწერები მეჩითებოდნენ, თან რანაირად – დიდი ობობის ქსელი და შიგ მოფუთფუთე წვრილ-წვრილი მწერები. ქსელი კი არ იყო დიდი, დიდი ობობები რომ არიან, აი, იმათი ქსელი იყო. მერე უცბად ის ქსელი დაირღვეოდა და თითოეული ძაფი გველი ხდებოდა, წვრილი და პატარა, ღია ყავისფერი, მერე გვამი მეჩითებოდა. კაროჩე, ეს მოჩვენებები ისე იცვლებოდა, რომ ერთგვარი შინაარსი ჰქონდა. მე საიდან ჩავიწვი და, ამ ხილვების მოყოლა დავიწყე, რî åñòü, იმათ რომ ვებაზრებოდი ხმამაღლა, ირგვლივ მყოფებსაც ესმოდათ. მე სულაც არ მაწუხებდნენ ჩემი მოჩვენებები, მაგრამ სახლში გამიგიჟდნენ, რომ აღარ გავჩერდი. რა გამაჩერებდა, ისინი მეჩითებოდნენ და მეც ვებაზრებოდი. თურმე მაგ დროს მაგარ მიმიკებს ვიღებდი. მოკლედ, მაგრად ვასახიერებდი იმ განცდებს, რომლებსაც ჩემს ფანტასტიკურ თავგადასავლებში ვხედავდი. აბა, რა იქნებოდა, როცა სპირალში შევძვერი, ჩავცურდი და სადღაც ჩავვარდი, ხშირ თმაში, ქალის გრძელი თმა იყო, მერე ძაფებში გავიბლანდე... მოკლედ, ამის მერე აღარ ვსვამ. ვადა რომ გასდის „ამპულას“, ჩემი ფეხით მივდივარ და ხელახლა ვიდგამ. ვიღაც იტყვის, რა ყრია სასმელშიო. როგორ არ ყრია, მაგრამ, როცა ვერ ქაჩავ, უნდა შეეშვა... გიუშა სად გაძვრა ამდენ ხანს, რა შენელებული ვინმეა...

– შენელებული კი არაა, ბევრი ლაპარაკი უყვარს. სანამ არ დაიღლება, იბაზრებს, თან, არ დაგავიწყდეს, ჭკუაგამჭრიახიც არის. ნაღდად სპეციალურად იგვიანებს, ფიქრობს, იმ ორმა ჯერ კარგად გაარკვიონ თავიანთი ურთიერთობაო, – ჩავიღიმე ჩემთვის.

– ჰო, ასიანი ეგრეა.

– რას საქმიანობ, რას ჩალიჩობ? – ვკითხე ზერელედ, იქნებ რამე გავიგო, მერე რა, რომ პერესილკაში შემხვდა, êòî îí ïî æèçíè?

– ხან რას და ხან რას... გოთვერნული არ იყოს და, საიდანაც მაყუთი წამოვა, ყველაფერს ვეკიდები. ცოტა ხანს ბათუმში ვმუშაობდი, პორტში, მაგრამ მერე მომწყინდა. როგორც ვატყობ, მაგრად მეზარება მუშაობა. რა არის, იცი, საქმის კეთება და განძრევა კი არ მეზარება, ყოველდღე ცხრაზე მიდი, ხუთზე მოდი – არ შემიძლია. მოკლედ, რეჟიმს ვერ ვეგუები.

აჰა, ყველაფერი ნათელია...

– მანამდე რას აკეთებდი?

– „ჰორიზონტში“ ვმუშაობდი, ტყავ-საგალანტერიო ფაბრიკაში, საკონსერვო ქარხანაში...

– ერთი ეს გამაგებინე, სულეიმან, êòî òû ïî ìჭñòè?

– რა მინდოდა მუშაკაცს იმ სიშორეზე, არა? მკვლელობისთვის...

საკითხავი და საინტერესო აღარაფერია...

– რატომ დაფიქრდი, რამე შეიცვალა?

რანაირად იციან... ახლა ამას ჰგონია, რადგან ერთი ჩვეულებრივი რიგითი კრიმინალია, რაღაც დიდ მინუსად ეთვლება ჩემთან. ერთი მომპარავი ინჟინერი იყო, კამერაში რომ ჰკითხეს, ვინ ხარო, „კაი ბიჭი ვარ, კაი ბიჭი ვარო“, – ატეხა წიოკი... ერთი საინტერესო ამბავი გავიგე ფისოსგან – ვთქვათ, უმწიფარი გერმანული ნაგაზი ქუჩაში შეხვდა ჩვეულებრივ უჯიშო, მაგრამ ჩამოყალიბებულ ძაღლს, ისეთს ერთი რომ ჩაავლოს იმ ლეკვს, გაბრდღვნის, მაგრამ მის დანახვაზე უჯიშო ძაღლი შორს გავარდება და იქიდან დაიწყებს ყეფას, მაგრამ აგრესიულად კი არ უყეფს, ისე ყეფს, აგებინებს, შენ ვერ შეგედრები, მაგრამ ფარჩაკი არ ვარო.

– ფისო, მართლა?

– სხვა ჯიშზე არ ვიცი, მაგრამ ჩემი „როკის“ შემთხვევაში ყოველთვის ასე იყო. კიდევ რას დავაკვირდი, იცი? ლომები რომ მოინადირებენ რამეს ჯგუფურად და სისხლის სუნზე აფთრების ხროვა რომ იჩითება. ეს მახინჯი აფთრები ხომ პატარები არიან, ერთი ტორი რომ დაჰკრას ლომმა, მათი ბუნდღა აღარ დარჩება, მაგრამ ლომების ოჯახი, განაწყენებული, მშიერი და უკმაყოფილო, მაინც აფთრების ხროვას უტოვებს ნანადირევს. აფთრების ნაგლობა ნახე, უფრო ჭკვიანები არიან, ჯიქურ კი არ მიეჭრებიან, ძალიან ახლოს მიდიან, თითქოს ეუბნებიან, დიდი კი ხარ ტანით, მაგრამ აღნაგობას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გინდა იბლატაო, ჩემთვის მაინც კატა ხარო. გესმის? იმ ლომმაც იცის, რომ დიდი ტანის კატაა ცხოველთა სამყაროში და არა მგელი. აი, აფთრისებრი ძაღლი ხომ იცი, ყურფიჩორა და პატარა ტანის რომ არის, ისიც კი გულს უხეთქს. კატაა და ძაღლთან უკან იხევს...

– ნაღდად ეგრეა?

– თომპსონი მაგას წერს, დოკუმენტურ ფილმებში მასეა და ჩემი ძაღლის მაგალითი ხომ მე თვითონ ვიცი. ადამიანები რა, ცხოველები არ ვართ? მსგავსი სიტუაციები რამდენიც გინდა, იმდენია. სულაც ბაღიდან იწყება. ცოტას თუ შეუძლია, გადალახოს ეს უხილავი ბარიერი. ბელადები ასე არ იქმნებიან?

– მოიცა, მოიცა...

– ვიცი, რაც უნდა მითხრა, მაგრამ მე ნატურ ბელადებს ვგულისხმობ, ფურცლებით არჩეულს და გაყალბებულს კი არა. ნურც ის დაგავიწყდება, როგორ ექცევა ხალხი და ხროვა დაუძლურებულ ლიდერს. მხოლოდ ფიზიკურად დაუძლურებულს კი არა, როგორც უძლურ წინამძღოლს. რა განსხვავებაა ხალხსა და ხროვას შორის? არაფერი. სხვათა შორის, პირველყოფილი სამართალი, უფლებები და მოვალეობები უფრო ნაღდი მგონია, ვიდრე ეს, რაც ხელოვნურად შექმნილია და ვითომ ჰუმანური.

ამ ამბავმა ბადრია გამახსენა. ისეთი დასუსტებული იყო გარდაცვალებამდე, თვითონვე ამბობდა, კი არ დავდივარ, დავფარფატებო, მაგრამ უძლიერესი იყო როგორც პიროვნება, ბადრია იყო...

– ვიცი, ვინც ხარ და მიხარია, რომ შეგხვდი, – დინჯად თქვა სულეიმანმა.

არ მომჩვენებია, გულწრფელად თქვა.

– როდის დაბრუნდი?

– ცხრა მოვიხადე, îò çâîíêჭ – ჰî çâîíêჭ.

– რამ გადაგრია მშრომელი კაცი, ადამიანი როგორ გაიმეტე მოსაკლავად?

– არავინ იცის, არავისთვის მითქვამს... სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაული – აი, ასე დაარქვეს. იმიტომ შეეშინდათ ჩემი „ბელაია გარიაჩკის“ ჩემებს, თორემ არ გამაქანებდნენ საავადმყოფოში. იფიქრეს, ჩვენ არ დაგვერიოს ახლაო.

– შეგნებულად მოკალი?

– შეგნებულად. შემთხვევითობების არ მჯერა. შეუძლებელია, შემთხვევით შეგხვდეს ის, ვისაც წლებია ეძებ და გზა-კვალს ვერ პოულობ. ღმერთმა დამისვა წინ. რომელმა ღმერთმაო, არ მკითხო, ღმერთი ღმერთია, ერთია. ვინ რას არქმევს, მნიშვნელობა არ აქვს. არ ვიცი, ღმერთი მცდიდა, თუ არ ვიცი – შეასრულეო, მაგრამ მე შევასრულე. იქნებ უნდა შემენდო, მაგრამ ხანდახან ადამიანის სამართალი უფრო მართალი მგონია...

არ ჩანს რიგითი, არ უნდა იყოს ცუდი ტიპი...

– ასეა. არ ვნანობ... უკან რომ დაბრუნდეს დრო, კიდევ მოვკლავდი.

ვა, ეს სერიოზული ტიპი ჩანს, თუ ბოღმიანი არაა...

– სად დაიკარგა ის გიუშა, რას ლაქლაქებს ამდენს?

სად მყავს ჩემი ცნობისმოყვარე ფისუნია, აფსუს...

რამხელა სხვაობაა ქალსა და კაცს შორის, თუნდაც ამ ერთი შემთხვევის მაგალითზე რომ ვთქვათ. მე ვერ ვეტყვი, აბა, დაწვრილებით მიამბე, რა მოხდა-მეთქი, ქალი აჯახებდა, თუ ამბობ, ბარემ თქვი, მაგრად მაინტერესებსო, მაგრამ ამას ისე მოაწყობდა, ტიპი თვითონ მოჰყვებოდა... არადა, ეტყობა, ამდენი ხნის შენახული ძალიან აწუხებს, ვიღაცისთვის უნდა გულის გადაშლა...

– მოვა. მოწევ?

– გამზადებული მაქვს. ააფეთქე!

– მიდი, მიდი, ააფეთქე!

ფისო არანაირი ნარკოტიკის და ნარკომანის ამტანი არ იყო, მაგრამ ქალაქელ გოგოს, თან მაგის თაობას, პლანის მეტი რა უნახავს. ახლა რომ ბოლს შევავლე თვალი, ფისოს ნათქვამი გამახსენდა.

– ბოლი ხომ ვითომ ბოლია, რა განსხვავებაა, სიგარეტს ასდის თუ პლანს, მაგრამ, აბა, შეხედე ერთხელ – სიგარეტის ბოლი ცანცარებს, პლანის ბოლი დინჯად მიდის.

– რას ბოდავ, ფისო?

– გეუბნები, გამიხსენე და დააკვირდი.

ახლა გამახსენდა, ამ ფანჩატურში, ნიავი რომ არ იძვრის. მართლა დასტოინად იწვის.

– ბიძიებო, აბოლებთ ხომ? – მომესმა კაცის ხმა.

მოხუც კაცს რაღაც ნაჭრის ჩანთები აეკიდებინა ზურგზე და სასწაული დასანახი იყო, თავიღა უჩანდა ხახვივით. ეტყობოდა, მძიმედ არ იყო დატვირთული.

– მოდი, ბიძია, დაჯექი! – ხელით ვანიშნე სკამზე.

– მადლობელი ძალიან, – დაიწყო ჩანთების ჩამოხსნა, თან უცნაურად იღიმებოდა.

– შორი გზიდან მოდიხარ? – ჰკითხა სულეიმანმა.

– აგერ ვიყავი, რაღაცა სოფელში, ვერაფრით დავიმახსოვრე სახელი, მიწერია. ამბავი მითხრეს, არ დევიჯერე, მარა ჩემი თვალით რომ ვნახე, გამოვეშურე აქეთ და თლათ დავრწმუნდი, – ისევ მხიარული სახით თქვა მოხუცმა.

მე და სულეიმანმა ერთმანეთს გადავხედეთ.

– მომაწეინეთ ერთი მეც! – გვაჯახა ბაბუმ.

სულეიმანმა ჯიბისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ვინ აცადა.

– თქვენ რომ სწევთ იგი მინდა, თვარა პაპიროსი კი მაქვს ჩემი, – ეშმაკურად ჩაიცინა მოხუცმა და იმედიანად შეხედა სულეიმანს.

– ა, ბაბუ, ჩაკალი ბარემ!

– დიდი მადლობელი.

იმხელა ჩაანაფაზა ბაბუმ, ლამის მე გადამეკეტა ფილტვები.

– ადრე, ბიძიებო, კაი დრო რომ იყო, აგრონომი ვიყავი. კომუნისტები უძახე და, მართლა ყოვლისმხრივ გლახები კი არ იყვნენ, კაი ხელფასიც მქონდა და დაფასებაც. ახლა რაა, დავშტერაობ ასე და ვარ.

– კომუნისტები რამ გაგახსენა, ბაბუ!

– გაჭირვებამ! აბა?!. რა ვნახე, კაცო, რა!

ვა, მაგარი პრიკოლი გაიჩითა, რას კარგავს გიუშა?

– რა ნახე, ბაბუ, ასეთი, – აჰყვა სულეიმანი.

– თქვენ თუ იცით, როგორ დაიღუპა ტყე? არ იცით ხომ? მე გეტყვით. დაიხედეთ დაბლა კარში რომ გახვალთ და რამდენი მწერი დაღოღავს შეხედეთ. ამ ფიჭვებს სცვივა მაგი. კაცი არაა მიმხედავი! ფიჭვნარიო, რომ გაიძახიან, მიხედონ უნდა, თვარა პატარა ხანში ფიჭვნარი კი არა, ბუჩქნარი აღარ დარჩება. კი, ასეა.

აუ, ბაბუს პროფესიული ტიკი გაეხსნა და ამის ბოტანიკას რა მოისმენს. სად ხარ, შე ჩემისა, გიუშ, ამდენ ხანს!.. პატარა ბავშვებივით ხომ არ წამოვუხტებით...

– ნამდვილ ამბავს გითხრობთ. ქერქიჭამია რომ ნახენ მეტყევეებმა, განგაში ატეხენ და ტყეში ქიმიური ომი გააჩაღენ. დაიხოცენ ყველანაირი მწერი. მალე ჩიტებიც დაიხოცენ. არც იმ მტაცებლებს დაადგათ კაი დღე, რომლებიც იმ მოწამლულ ჩიტებს ჭამდენ. ფოთლებიდან და ხის ქერქიდან წვიმამ შხამი რომ ჩამორეცხა, ახლა ის მწერები და ბაქტერიები დაიხოცენ, რომლებიც მიწას ანაყოფიერებდნენ. ამით ისარგებლენ მტრის ახალმა ურდოებმა და შეიჭრენ ტყეში. ისევ უწამლენ ვითომ. ასე განმეორდა და ა, გახმა ტყე, სადაა ტყე! საბჭოთა კავშირიდან მცენარეთა დაცვის სპეციალისტები წავიდნენ ავღანეთში მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენების აგიტაციის გასაწევად. რა მოხდა, თუ იცით? ერთ უსწავლელ გლეხს უთქვამს მათთვის, მაი თქვენი სიკეთე თქვენდა მოიხმარეთ, მე ჩემი მეგობრები მყავს, იგინი გადასარევად უმკლავდებიან, ვისაც საჭიროა მასო და ბამბის ფოთოლზე ერთი ბეწო ბუჭყა უჩვენებია. რა არის და, ათიათასობით სახეობის მწერიდან რამდენიმეა მავნებელი, ყველა კი არა. მაი შხამქიმიკატი კაის და გლახას კი ვერ არჩევს, ჟუჟავს ერთიანად ყველას. კიდევ უკეთესს გეტყვით, ბალახსაც ისე სჭირია ძროხა, რაფერც ძროხას ბალახი. ერთ ნაკრძალში ნაკვეთს სრული იზოლაცია გაუკეთენ, ჩლიქოსნებს რომ არ დაერღვიათ ბალახის მყუდროება და, რა მოხდა, თუ იცით, ცოტა ხანში თლად მოისპო ამ ნაკვეთზე მცენარეულობა. აბა?! ტაიმირში მასობრივად რომ გაანადგურენ მგლები, სამი წლის შემდეგ მასობრივად დასნეულდენ ირმები. აბა, როგორ გგონიათ თქვენ?!

– ბაბუ, გახარებულს ჰგავდი თითქოს, – ჩაურთო სულეიმანმა.

– ვარ, მარა რათ გინდა რა, მე რაც მახარებს, იგი თუ ქვეყანამ არ გაიგო და არ მიხედა, მარტო სამი-ოთხი კაცის გახარება რაა? აფერი. აგაშენათ, ბიძიებო, ღმერთმა, არ ამევისუნთქე პატარა? კუნძულ კალიმანტანზე რა მოხდა, თუ იცით, თლათ გაწყდენ კატები, იმიტომ, რომე ჭამდნენ ხვლიკებს, იგი ხვლიკები კიდო ჭამდენ მოწამლულ ბუზებს, ბუზები „ჭკვიანმა“ ადამიანებმა მოწამლენ. აჰა, კატა აღარააო და გაიხარენ ვირთხებმა. გამარჯობა თქვენი! იფეთქა ეპიდემიამ და ქე გადეიყოლია ხალხი.

– ჩვენ რას გვიჩივი, ბაბუ? – ღიმილით ჰკითხა სულეიმანმა.

– მე ჩემსას ვჩივივარ, ბიძია! ახლა კეჟერა ფხალი და ხოკერა გოგრა ვნახე, უკეთესს ვერ ნახავს თვალი. ვინცხა კაცი ყოფილა თბილისში, იმან გეიხაროს, იმფერი ბუნებრივი სტიმულატორი გამოუგონია, უკეთესს ვერ ინატრებს კაცი, ყველაფერს ძლიერს ზრდის და სწრაფად...

– ბაბუ, ყველაფერს?

– კი, ყველაფერს. უყურე ახლა ამას შენ! – მიხვდა სულეიმანის გაღადავებას მოხუცი. – ყველაფერს ზრდის-თქვა, მარა, ვისაც ღმერთმა არგასაზრდელად მიცა, ტყვილია, არ ეშველება აფერი...

ეგეც შენი მოხუცი!

აგვიტყდა სამივეს სიცილი, განსაკუთრებით მოხუცი გამხიარულდა.

– ბიძია, შენ გაიხარე, რავა გამაცინე! მარა ერთს გასწავლი, ჭინჭარი უებარია ქათმის ქონში ან თაფლში აზელილი, – დაარიგა მოხუცმა.

– რისთვის, ბაბუ?! – გაოცდა სულეიმანი.

– ე, იმისთვის, ჩვენ რომ გვაქვენ, აბა?!

სულეიმანის გაოგნებული სახის, მოხუცის ტკბილი საუბრის და მოღიმარი სახის დანახვა აღარ შემეძლო, ლამის ავტრიალდი სკამიანად.

– ქალები გყავენ? – იკითხა მოხუცმა და ჩანთების ახორხვლა დაიწყო.

– რა იყო, ბაბუ? – შემცბარმა ჰკითხა სულეიმანმა უარესის მოლოდინში.

– პაწა კიდოვ რომ მომჩვარდებით, თქვენს ქალებს ასწავლეთ აი ჩემი ნასწავლი წამალი, არ დაგზარდებიან, ნამდვილად ვიცი, – საჩვენებელი თითის აწევით დაადასტურა თავისი ნათქვამი ბაბუმ და დაგვემშვიდობა.

თვალი გავაყოლეთ ხოხმა მოხუცს.

– ბაბუ, იმ წამალს რა ჰქვია?! – გასძახა სულეიმანმა.

– „ბიორაგი“, მარა მაგი ადამიანებიზა არაა, სხვა ყველაფერს შველის! – გამოსძახა ბაბუმ.

– წამალმა დაგაინტერესა თუ მოხუცმა?

– მეც გავიგე მაგ წამალზე და არ დავიჯერე, მაგრამ ამ მოხუცს ვენდობი, მივუტან მამაჩემს ბოსტნისთვის, იქნებ მართლა კარგი რამეა, – მიპასუხა სულეიმანმა.

შორს გიუშა დავლანდეთ, მაგრამ კიდევ ვერ მოაღწია ჩვენამდე.

– რა შარახვეტიაა ეს ბიჭი, დაგვაღამა აქ. ეგ ახლა მაგ ორ გოგოს მოსცილდება ხვალ დილამდე? – მუხლებზე დაირტყა ხელი სულეიმანმა და წამოდგა.

– მოვა რა!

– მოსვლით კი მოვა, მაგრამ ვერ ვიტან, ესე რომ ეპორწიალება კაცი ქალს, – ჩაიღრინა ტიპმა.

– ახალგაზრდაა, სისხლი უდუღს...

– სისხლი კი არა, ტვინი უდუღს, სულ დააშტერა პლანის წევამ... ყველა ქალს როგორ უნდა გაეკიდო, რა უბედურებაა, მოშლილია ეს ოხერი?

ვუყურებდი და მეცინებოდა.

– არა, რა გაგვამხიარულა ბაბუმ?

– ჩემში რატომ შეეპარა ეჭვი? – გაეცინა სულეიმანს.

– გაგეღადავა რა!

– კაი ენაკვიმატი იყო, ერთი სიტყვა არ შემარჩინა, – კეთილად იღიმებოდა სულეიმანი, მაგრამ რატომღაც მეჩვენებოდა, რომ რაღაც აფორიაქებდა.

– რაღაც გაწუხებს აი!

– არა, რა მაწუხებს, ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე უძრავად.

– დაჯე რა, მოვა!

– იმდენად ვერ ვიტან ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნას, ლამისაა გავრეკო.

– მაიცა, მაიცა, ნუ უბერავ, ჯერ არ ყოფილხარ ეგრე არა?

– მაგის მერე დამეწყო, ეტყობა, მაგრად მომწყინდა, – გაიღიმა სულეიმანმა, – მაგრამ ისეთი კმაყოფილი ვიყავი, საერთოდ ვერ ვგრძნობდი, სად ვიყავი.

– რა იყო ეგეთი, რა ბოღმა ამოანთხიე...

– ნაღდად მომეშვა რა... მოკლედ, ახლობელი გოგო იყო, კარგი, ლამაზი, ჭკვიანი, მოკლედ, ნაშა არ იყო. მხიარული გოგო იყო, მაგრამ რაღაცნაირი წუხილი გამოესახებოდა ხოლმე. მივხვდი, რომ რაღაცა შიგნიდან ჭამდა. ერთ დღეს გამომიტყდა, რაც სჭირდა...

– რა იყო, სულეიმან, რას გაშტერდი?

– თვალწინ დამიდგა ყველაფერი... სტაჟისთვის მუშაობდა სადღაც. თითქოს ყურში ჩამესმის მისი ხმა...

– ერთ დღეს მივედი სამსახურში და აშკარად ვიგრძენი, რომ რაღაც ავის მომასწავებელი სიჩუმე იდგა, ყველას გაფითრებული სახე ჰქონდა. ლელა მოკლეს, – ჩუმად მითხრა თანამშრომელმა. იმდენად მოულოდნელი იყო, გავშრი. მაშინ ჯერ კიდევ იშვიათი იყო მკვლელობა, მით უმეტეს, ლელა ვის და რატომ უნდა მოეკლა? ერთი შეუხედავი, უმტერო, უბოროტო, გონებრივად არასრულყოფილი გოგო იყო, თავისთვის დაფაჩუნობდა. აღმოჩნდა, რომ სამსახურში მოკლეს. სულ გადავირიე. როგორია იმუშაო იქ, სადაც მკვლელი შენ გვერდითაა. ლელას ვინც მოკლავდა, ის მე უფრო არ მომკლავდა, ჭიჭყინასა და შარიანს? ლიფტიორად მუშაობდა ლელა. ორი დღე დასვენება იყო, მაგრამ თურმე მუშები უქმე დღეებშიც მიდიოდნენ სამუშაოდ, რადგან გამომუშავების მიხედვით უხდიდნენ. მოკლედ, ლელა სახლში რომ არ მივიდა, პატრონმა მოიკითხა, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს, არსად აღმოჩნდა, გაქრა გოგო. მეორე დღეს ვიღაცას მოსვლია აზრად, ლიფტიორი იყო და შახტაში ხომ არ ჩავარდაო. აუწევიათ ლიფტი და ერთმა მუშამ დაინახა შახტის კუთხეში მიყუდებული შავი საგანი. ჩაანათეს და ლელა აღმოჩნდა. ლიფტის გასაღები ხელში ეჭირა და კედელთან იყო მიმჯდარი. თოჯინაზე ოდნავ დიდი თუ იქნებოდა ტანად. ერთ-ერთი მუშა ეგრევე ჩამხტარა და ამოუტანია გვამი...

– იმის მოკლულია! – არ დავამთავრებინე წინადადება.

– გეტყვი, – მშვიდად მიპასუხა სულეიმანმა.

ეს მინდოდა, კაკ რას, დაბოლილზე! ჯერ ის მოხუცი, ეხლა ეს გრუსტნი ამბავი...

– ექსპერტიზაზე მარტო ის დაადგინეს, რომ ბლაგვი საგნის ჩარტყმით იყო მკვდარი და გაუპატიურებული არ იყო. მკვლელობა ისე იყო შესრულებული, არანაირი კვალი არ დაეტოვებინათ, არც მკვლელობის ვერსიები ჰქონდათ. ჩემი სამსახური ისეთი იყო, დონეზე ლაპარაკი ზედმეტია. უმეტესად ქალები მუშაობდნენ, თითზე ჩამოსათვლელი კაცები – ძირითადად მუშები იყვნენ. ერთადერთი ყოველმხრივ ნორმალური კაცი, რომელიც ამ უბადრუკობაში მუშაობდა, მთავარი ინჟინერი იყო.

მე, ორ გოგოს და ერთ ბიჭს ერთგვარი ამხანაგობა გვქონდა, რაც შესვენებაზე ხინკლის ჭამითა და სიგარეტის ჩუმად მოწევით გამოიხატებოდა. ერთ დღეს, ეს ბიჭი მეუბნება, შენი გოგოები არ არიან, ცოდო ხარ მარტო, საწყობში ჩავიდეთ, კაი პურ-მარილი მაქვს, თანაც რომელი ცეხიც უნდა გავიაროთ, არ მუშაობსო. საჭმლის დარდი იმდენად არ მქონდა, რამდენადაც სიგარეტის მოწევა მინდოდა. თვითონ „პახმელიაზე“ იყო. ერთი ჭიქა ეგრევე გადაჰკრა. მართლა ჰქონდა პურ-მარილი. მეც დამისხა. ლელას შესანდობარი ვთქვი. გავაბით ლაპარაკი. თავისთავად ლელაზე ვლაპარაკობდით. წასვლის დრო მოვიდა, მაგრამ ფეხს ვითრევდი. სამუშაო არ იყო, ტყუილად გვაჩერებდნენ, ოღონდ არ წახვიდეთ და სამ მანეთს დაგიმატებთ ხელფასზეო. ლაპარაკში მეუბნება, ესეთი დეგენერატი ხალხი თუ გინახავს მილიციაში, სამსახურის ტერიტორიაზე გვამი ნახეს და მკვლელი ვერ უპოვიათო. დავეთანხმე. შენ ხომ იცი, ვინც არის მკვლელი და რატომ არ მიმხელ, არ მენდობიო? გავშტერდი. ბიჭო, მე რა ვიცი, რომელი შერლოკ ჰოლმსი მე ვარ-მეთქი. შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ, მაგრამ ისე დაგღუპავს ეგ ჭკუა, როგორც დაღუპა რქებმა ირემიო. ე, შენ დათვერი უკვე, ადე, წავიდეთ-მეთქი და წამოვდექი. უცებ ხელი მკრა და ყუთებზე გადავვარდი. ელვისებურად გულმკერდზე გადამაჯდა, დანა ყელზე მომაბჯინა და ტირილი დაიწყო, რა ვქნა, ძალიან მენანები, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს, ბევრი იცი, მაგიტომ მოკვდა ლელაცო, ყოველთვის მოვალ შენს საფლავზე და ლამაზ ვარდებს მოგიტანო... აი, მაშინ ვიფიქრე, რომ სიცოცხლე დამთავრდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3