კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უმზადებს ეს წელიწადი კონკრეტულ ადამიანს და როგორ გამოვთვალოთ საკუთარი ცხოვრებისეული ციკლის ციფრი



წინასწარ რომ ვიცოდეთ, რა გველის კონკრეტულ წელს, ამისთვის აუცილებელია, სპეციალური გამოთვლით გაიგოთ მიმდინარე წლის თქვენი საკუთარი რიცხვი. ამით თქვენ შეიტყობთ, ასევე, თუ რომელ ცხოვრებისეულ ციკლს გადიხართ ახლა.

გეტყვით რომ, ყველა ადამიანის ცხოვრება შედგება ცხრაცხრილიანი ციკლისგან.

თქვენი მიმდინარე ცხოვრებისეული ციკლის გამოსათვლელად აუცილებელია, შეკრიბოთ ციფრები, რომლებიც მოიცავს თქვენი დაბადების დღეს, რიცხვსა და წელს. ასევე, აუცილებელია მას მიუმატოთ მიმდინარე წლის რიცხვიც. მაგალითად, თუ ადამიანი დაბადებულია 1974 წლის 25 მარტს, ამ შემთხვევაში, წლის ციკლის გამოსათვლელად ასე უნდა მოიქცეთ: 2+5+0+3+1+9+7+4=31=3+1=4. ასევე, 2010 წლის რიცხვი: 2+0+1+0=3. ამ გამოთვლის შემდეგ გავარკვიეთ, რომ კონკრეტული ადამიანის პირადი ციფრია 4, წლის კი – 3. მიღებულ მაღალ ციფრს უნდა გამოაკლოთ მიღებული დაბალი ციფრი ანუ 4-3=1. გავარკვიეთ, რომ კონკრეტულ დროს დაბადებული ადამიანი იმყოფება ცხოვრების 1 ფაზაში.

მსგავსი გამოთვლის შედეგად, გამოთვალეთ მიმდინარე ცხოვრების ციკლი და მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მიმდინარე წელი თქვენთვის.

1 – აქტიურად იმოქმედეთ, გამოავლინეთ ინიციატივა. არ შეიძლება სიზარმაცის გამოხატვა. ამ წელს თქვენ გეძლევათ საშუალება და შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე, რასაც ამ წელს დაიწყებთ წარმატებით დაასრულოთ და საგრძნობლად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ასე რომ, თამამად მოჰკიდეთ ხელი ნებისმიერ საქმეს და მოგებას დაელოდეთ.

2 – იყავით უფრო მომთმენი, ამით მეტად მიაღწევთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში. ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია რომანტიკული შეხვედრები, ბიზნესის წამოწყება და საოჯახო ურთიერთობებში გაურკვევლობის დროულად გარკვევა. დაივიწყეთ პრობლემები.

3 – თამამად გამოხატეთ საკუთარი გრძნობები და მისწრაფებები გარშემო მყოფებთან. კარგია ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. მეტად გაახარეთ სიურპრიზებით საყვარელი ადამიანები. ნუ დახარჯავთ ბევრ ენერგიას არაფრის მომტან ქმედებებზე. იაქტიურეთ დღეს, რომ ხვალ თამამად იამაყოთ მიღწეული შედეგებით.

4 – ჩაუყარეთ საფუძველი თქვენს წარმატებულ მომავალს. დროა დაფიქრდეთ კარიერაზე და საქმეებს მეტი სერიოზულობით მოეკიდოთ. იყავით მეტად დამთმობი საყვარელი ადამიანების მიმართ, რათა პრობლემებს აარიდოთ თავი.

5 – კარგად დააკვირდით, რას გთავაზობთ გარემოებები და ისე იმოქმედეთ. ბევრი პერსპექტივა გელით, მაგრამ, კარგად გაიაზრეთ ყოველი ნაბიჯი. ცხოვრების ციკლის ამ ეტაპზე, შესაძლოა, თავბრუ დაგახვიოთ რომანტიკულმა შეხვედრებმა. ესაა თავგადასავლებისა და საკუთარ თავზე ზრუნვის პერიოდი.

6 – დაეხმარეთ სხვებს, იყავით ქველმოქმედი. კარგად გადაამოწმეთ თქვენამდე მოსული ყველა ინფორმაცია, რათა თავი აარიდოთ გაურკვევლობებს. შესაძლოა, მიიღოთ ისეთი წინადადება, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს ცხოვრებას. სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, კარგად გაიაზრეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახურ სიტუაციაში. თქვენი აზრები და ჩანაფიქრები თამამად გაანდეთ მეგობრებს და ისინი აუცილებლად დაგიდგებიან მხარში.

7 – არ გაქვთ შეცდომის დაშვების უფლება, იყავით მეტად დაკვირვებული და ფხიზელი თვალით დააკვირდით მოვლენებს. გაიაზრეთ თქვენი განვლილი ცხოვრების ეტაპები, გადააფასეთ დაშვებული შეცდომები და არ დაუშვათ ისინი მომავალში, რათა არ ინანოთ და უფრო მეტად არ შეცდეთ. ხშირად უსმინეთ ინტუიციას და კარგად გაერკვიეთ საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებში.

8 – ახლა ისეთი პერიოდი გიდგათ, როცა ის უნდა მოიმკათ, რაც წარსულში დათესეთ. იყავით რეალისტი. შესაძლოა, ცხოვრების, სწორედ ამ ციკლში გაიცნოთ ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე თქვენი ერთგული და საყვარელი ადამიანი აღმოჩნდება. რომანტიკული შეხვედრები კი, სასიცოცხლო ენერგიებით აგავსებთ.

9 – არ აჰყვეთ ინტრიგებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგებთან და თანამდებობის პირებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ კამათსა და ჭორებს. პირად ცხოვრებაში მეტ სიხალისეს და წარმატებებს ელოდეთ. პრობლემები მშვიდად გადაჭერით და არ აჩქარდეთ მაცდური, ახალი ინფორმაციის მიღების დროს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ეცადეთ ისეთ გარემოში იტრიალოთ, სადაც თავს მშვიდად იგრძნობთ.


скачать dle 11.3