კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება, სახლში დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანის ფოტოსურათის დაკიდება და რომელი მცენარე ებრძვის ბინაში დაგროვილ დამანგრეველ ენერგიებს


ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ერთ ოჯახში თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობთ, მეორეში კი რაღაც გაწუხებთ, დისკომფორტს განიცდით, ცდილობთ მალევე დაბრუნდეთ საკუთარ სახლში. თუმცა, დიასახლისმა გულთბილად მიგიღოთ, გაგიშალათ სუფრა, მაგრამ, მაინც უარყოფითად განეწყვეთ მის მიმართ. შინ მისული კი, საშინელ დაღლილობასა და უხასიათობას გრძნობთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა სახლს თავისი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა აქვს. ასევე, მისგან შეიტყობთ, თუ როგორ ავიცილოთ მსგავსი უსიამოვნებები თავიდან და რა მოვიმოქმედოთ, რომ ენერგეტიკულად, ნებისმიერ ადგილას თავი მშვიდად, დაცულად და კომფორტულად ვიგრძნოთ.


ნანი: ენერგეტიკული ქსელი, როგორც ობობის ქსელი, ისე ედება საცხოვრებელი სახლის გარემოს. ერთგან ის კეთილია, მეორეგან კი – ბოროტი და სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახლის „ხასიათი“. გეტყვით იმასაც, რომ პოზიტიურ და ნეგატიურ ზონებს სახლში, თავად ადამიანი ქმნის. დააკვირდით და ამას ადვილად მიხვდებით. მაგალითად, სავარძელი, რომელშიც მოკალათება გიყვართ და ისვენებთ, მალე სასიამოვნო ენერგიის წყაროდ იქცევა და შემდეგ, თუნდაც ავადმყოფობის დროს, ამ სავარძელში ჩაჯდომა შვებას მოგგვრით.

– ამბობენ, სამზარეულო და სააბაზანო ის ადგილია, სადაც ხშირად გროვდება ნეგატიური ენერგიაო. მართალია თუ არა ეს და რას გვეტყვით, როგორ დავიცვათ დიასახლისებმა ეს ზონები უარყოფითი ენერგეტიკისგან?

– მართალია, სამზარეულოს კუთხეები, იქ სადაც ხშირად იკრიბება ოჯახი, ცოლი ქმარს ეჩხუბება, ხშირია ხმამაღალი საუბარი და ასე შემდეგ, ასევე, მაგიდის ნაწილი, სადაც მუდამ გაურეცხავი ჭურჭელია, სააბაზანოში, სადაც გასარეცხი სარეცხი გროვდება, ყველაფერი ეს ბოროტ ზონას ქმნის. რაც ნაკლებად იქნება სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭელი და სააბაზანოში ბინძური ნივთები, მით უკეთესია თქვენთვის. ყველას ვეუბნები, როგორც მოექცევით საკუთარ სახლს, ისიც ისე „მოგექცევათ“-მეთქი და ამით, სწორედ იმას ვგულისხმობ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ასე რომ, სააბაზანო და სამზარეულო ოთახებში მეტად გროვდება ნეგატიური ენერგიები და დიასახლისები უნდა ცდილობდნენ, რომ მუდმივად წესრიგში ჰქონდეთ საცხოვრებლის ეს ნაწილი – ნაკლებად დააგროვონ გასარეცხი ნივთები იქ.

– როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკული სტრუქტურა?

– ბინაში, სადაც პოზიტიური ენერგიაა, ნელა შრება წყალი, ყვავილები გვიან ჭკნება, ლითონის ნივთები ოდნავ ცივია, ხის ნივთები კი ოდნავ თბილი. ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში კი მობილური, რადიომიმღები ცუდად იჭერს, არ აჩვენებს ტელევიზორი სუფთა გამოსახულებით, ძირს დავარდნილი ვერცხლის მონეტა ყრუდ წკარუნებს, რძე მალე იჭრება, მდუღარე წყალი მალე ცივდება, კარაქი კი წუთში იწყებს დნობას. დადებითი ენერგიის არეში სანთლის ალი ყოველთვის კარგად ანთია და ციმციმებს. უარყოფითში კი – სანთლის ალი სუსტია და ფეთქავს, ისე თამაშობს, თითქოს უნდა ჩაქრეს. ბევრი წესი არსებობს, თუ როგორ შეიძლება სახლის გაწმენდა უარყოფითი ენერგიებისგან, მაგრამ, სანამ ამას დაიწყებთ, მანამდე უნდა ეცადოთ, არ შექმნათ ბინაში დამატებითი ზონები.

– სახლში დამატებითი ზონების შექმნა როგორღა ხდება?

– მაგალითად, არ უნდა შეიტანოთ სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთები, რადგან სხვისი ნივთი ყოველთვის ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და თუ ეს ენერგია ნეგატიურია, მაშინ თქვენს სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება მისი წყალობით. ასევე, არასდროს შეიტანოთ სახლში ცუდი გუნება-განწყობა, ცუდი აზრები და ფიქრები, ისინი კარის ზღურბლს იქით დატოვეთ, რადგან ყოველი ნივთი მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, განსაკუთრებით კი სარკე. გირჩევთ, სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად გაწმინდოთ სარკე, რათა არ შეიწოვოს ნეგატიური ემოცია. არ ვარგა, ასევე, სახლში დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანების ფოტოების დაკიდება. მიცვალებულის ფოტოსურათი გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა ჩამოხსნათ და თუ გინდათ ხშირად შეხედოთ მას და გაიხსენოთ, შეგიძლიათ წიგნების თაროზე დადოთ. ამის გათვალისწინებით შეძლებთ თავი აარიდოთ სახლში დამატებითი ზონების შექმნას.

– იქნებ გაგვანდოთ ისიც, რაც ყოველდღიურ დაძაბულ ცხოვრებას გაგვიადვილებს და თან წარმატებებში დაგვეხმარება?

– სახლში, მარტივად რომ ვთქვათ, „სიავის დამგროვებლად“ ითვლება ბუმბულის ბალიში. თუ მასზე დამხობილი იტირეთ, მერე, როცა ყველაფერი დალაგდება და გამოსწორდება, ბალიში ყოველ ღამით უკანვე დაგიბრუნებთ „გაგიზიარებთ“ დაგროვილ ცუდ ენერგიას. ამიტომ, უმჯობესია ცრემლები ცხვირსახოცით შეიმშრალოთ, შემდეგ გარეცხოთ ან გადააგდოთ. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰოლი და სამზარეულო განსაკუთრებით არასასიამოვნო ადგილებია. რა თქმა უნდა, ჭუჭყიან ჭურჭელსა და ფეხსაცმელს თქვენ აუცილებლად დაასუფთავებთ, მაგრამ, მათ უკვე შეძლეს უარყოფითი ინფორმაციის გაშვება სივრცეში. უძველესი ეზოთერული ცნობით, არ შეიძლება ასევე, ოთახში დიდხანს გვედგას დამჭკნარი ყვავილები. დამჭკნარი ყვავილი სიკვდილს იხმობს სახლში, დიდხანს დამდგარი წყალი კი – უარყოფით ენერგიას. გეტყვით იმასაც, რომ ეზოთერიკოსებმა ამ თემასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სიკვდილს ინახავს ასევე, ჰერბარიუმი, მწერების კოლექცია და ნატურალური, ცხოველის ბეწვის ქურქები იატაკზე დეკორატიული დასაფენები.

– ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე როგორ გადადის უარყოფითი ენერგია და როგორ ჩამოვაშოროთ ის მათ?

– ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარყოფითი ენერგია ქუჩიდან გადადის, ამიტომ, სახლში მისვლისთანავე გაწმინდეთ და ისე შეინახეთ კარადაში. არასდროს შეინახოთ და დააგროვოთ დიდხანს ძველი ტანსაცმელი. წარმოიდგინეთ, ცხოვრება წინ მიდის, სიახლეებით გავსებთ, უკეთესი მომავლის იმედი გაქვთ და ძველი ტანსაცმელი კი წარსულში გაბრუნებთ, გახსენებთ ცუდ დღეებს და უკვე განვლილ უარყოფით ემოციებს. უმჯობესია, თუ ნივთებს წელიწადზე მეტხანს არ იხმართ და მას ახლით შეცვლით. სახლში, თქვენთან ერთად უნდა „იცხოვრონ“ მხოლოდ იმ ნივთებმა, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება.

– როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი სახლი „ბედნიერი“ იყოს და მასში თავი ბედნიერ, მშვიდ, წარმატებულ და იმედით სავსე ადამიანებად ვიგრძნოთ?

– სანამ ამაზე გესაუბრებით, მინდა გითხრათ, რომ ხე არა მარტო აჩერებს ნეგატიურ ენერგიას, არამედ პოზიტიური ენერგიით ავსებს სახლს. ამიტომ, შეიძინეთ დეკორატიული, ჯუჯა ხეები და დადგით ოთახის კუთხეებსა და ჰოლში. სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ჩვეულებრივი ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა გააჩნია, მაგრამ, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ქვებს დიდი ყურადღებით უნდა მოეპყრათ. არასდროს შეინახოთ სახლში კრისტალები და მინერალები, განსაკუთრებით შავი ფერის. კარგ გუნება-განწყობას შეგიქმნით ვარდისფერი, თეთრი, ცისფერი და ღია ფერის ქვები. ისინი მომავლის იმედს გვიბრუნებს და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. როდესაც ქვას ხელში იღებთ, ის მსუბუქი უნდა გეჩვენოთ, ოდნავ თბილი და სასიამოვნო. თუ გულდასმით დააკვირდებით, ზოგიერთი კრისტალი დისკომფორტის შეგრძნებას გიტოვებთ. სახლში შეტანილი ქვა კი რამდენიმე საათის განმავლობაში გამდინარე წყლის ჭავლის ქვეშ უნდა მოათავსოთ. სახლის ნეგატიურ ზონებში და იმ ადგილებში, სადაც ქუჩიდან შემოსული სტუმრები იკრიბებიან, დადეთ არყის, მუხის ან ვერხვის პატარა ტოტები, რომლებიც აქტიურად შეიწოვენ ნეგატიურ ენერგიას და ჩვენს წარმატებულ მომავალს შეუწყობენ ხელს. კარგი იქნება თუ ბინაში აყვავებული აკაციის ან ცაცხვის ტოტებს დაალაგებთ ან ლარნაკში ჩადებთ. ისინი სახლში არ უშვებენ ავ ძალებს. ასევე, ქოთნის ყვავილები თუ გიყვართ, მათ მაღაზიაში შეძენისა და სახლში მიტანისთანავე გამოუცვალეთ მიწა.

– ასე რატომ უნდა მოვიქცეთ?

– ოთახის ყვავილები დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. მაგალითად, გვიმრა შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ენერგიებს. თუ ყვავილის ფოთლები ყვითლდება, ესე იგი, ბინაში ბნელი ძალები ჭარბობს. კარგი იქნება თუ კაქტუსს შეიძენთ და დადგამთ ოთახში, რადგან ასეთ ძალებს მისი ნემსების ეშინია. ეს მცენარე დადებითი ენერგიის ნამდვილი რეზერვუარია და კარგია, თუ მას ბავშვის ოთახშიც დადგამთ. არსებობს ლამაზი, მაგრამ ადამიანებისთვის საშიში მცენარეებიც. ასეთებია – ლიანა, კვიპაროსი, წიწაკა, კიტრი და პომიდორი. ისინი ადამიანებისგან დადებით ენერგიას შეიწოვენ. წყალს რომ უდიდესი მაგიური ძალა აქვს, ეს უკვე ახალი არ არის. ამიტომ, სასურველია, თუ ღამით საძინებელ ოთახში ჭიქით წყალს დადგამთ, დილით კი კარის ზღურბლს იქით გადაასხამთ, ისე რომ მიწაზე დაესხას. ამით სახლიდან გაიტანთ უარყოფით ენერგიას. ასე რომ, წყალსაც დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს და ამ მეთოდით, თქვენ მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილ ცუდ ენერგიას „გადაღვრით“ სახლიდან.


скачать dle 11.3