კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძიეს შური გორელებზე წაგებულმა ზუგდიდელმა გულშემატკივრებმა


მეგობარი მყავს ერთი, კოტე ძაგანია და მასთან ერთად მრავალი კურიოზი გადამხდა თავს. ამჯერად ერთ-ერთს მოგიყვებით, რომელიც გორში შეგვემთხვა.

კოტე ფეხბურთის ფანია და შეუძლია, შეუსვენებლად უყუროს თამაშს და საყვარელ გუნდს ისე უგულშემატკივროს, ინგლისელებსა და ბრაზილიელებსაც კი შეშურდეთ. 1975 წელია, ახალგაზრდა ბიჭები ვართ და ზუგდიდის მილიციის სამძებროში ვმუშაობთ. იმ პერიოდში ზუგდიდის „დინამო“ საქართველოს პირველობაზე თამაშობდა, მაგრამ არცთუ ისე წარმატებით და ბევრ მატჩს აგებდა. კოტე ძაგანია, რა თქმა უნდა, ზუგდიდის „დინამოს“ თავგამოდებული ქომაგი იყო და არც ერთ თამაშს არ აცდენდა. ერთხელ, ზუგდიდს გორში ჰქონდა გასვლა და კოტემ დამიყოლია, რომ წავყოლოდი. ჩავსხედით ჩემს „კაბრიოლეტ პობედაში“ და გორში გავემგზავრეთ. გორში ჩვენებმა დიდი ანგარიშით წააგეს და სტადიონიდან რომ გამოვდიოდით, გახარებული გორელი გულშემატკივრები მღეროდნენ: „პატარა გორი დიდია, ზუგდიდი (ერთ ადგილზე) გვკიდიაო...“ კოტე ახლაც ემოციური კაცია, ხომ წარმოგიდგენიათ, მაშინ რა იქნებოდა. გაგიჟდა, ცალკე საყვარელი გუნდის წაგებით, ცალკე კი გორელთა უხამსობით, მაგრამ რა უნდა ექნა? ხმა რომ ამოეღო, ხალხის მასა გადაგვივლიდა. ამიტომ, დაბოღმილი მომიჯდა გვერდით და „კაბრიოლეტი პობედა“ ადგილიდან დავძარი, ნელი სვლით გავიარე ჯგუფ-ჯგუფად მიმავალი გორელი გულშემატკივრების რიგები, რომლებიც უხამს სიმღერას აგრძელებდნენ... მათ რომ გავცდით, კოტე ფეხზე წამოდგა და მომღერალ გორელებს მიაძახა: „თქვენი სტალინის დედაცო...“ სარკეში დავინახე, თუ როგორ დაიძრნენ ჩვენკენ გორელები და მივხვდი, სულ მალე ავტომობილითაც დაგვედევნებოდნენ. ამიტომ, „პობედა“ რაკეტასავით გავაქროლე, რომ როგორმე გაგვესწრო, თუმცა, სამიოდე კილომეტრში, ერთ-ერთ სოფელთან ბენზინი გაგვითავდა. მანქანა იქვე, ხიდის ქვეშ დავმალეთ და მალულად გავედით გზაზე, რომ როგორმე ბენზინი გვეშოვნა და ზუგდიდისკენ გაგვეგრძელებინა გზა. როგორც კი ტრასაზე გავედით, ოცამდე ხალხით სავსე მანქანამ ჩაგვიქროლა, და რაკეტებივით გაიჭრნენ წინ

– რა, ქორწილია? – თქვა კოტემ.

– ქორწილი კი არა, ჩვენ მოგვდევენ, – ვუთხარი კოტეს. რადგან, დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში და გამიხარდა კიდეც, რომ ბენზინი გაგვითავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდევარი მანქანები უეჭველად წამოგვეწეოდნენ და რას გვიზამდნენ, ადვილი წარმოსადგენია.

ბენზინის ძებნაში მოსაღამოვდა და ერთი გლეხის ოჯახს მივადექით წყლის დასალევად. იმან კი არ გამოგვიშვა, ღვინო გამოგვიტანა და სუფრა გაგვიშალა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქეიფი შუაღამემდე გაგრძელდა და ყოველი მეორე სადღეგრძელო სტალინზე იყო, რომელსაც ოჯახის მასპინძელი და თამადა სხვადასხვა ფორმით სვამდნენ. მე და კოტეს გუნებაში გაგვეცინა. სწორედ სტალინის გინების გამო მოვხვდით იმ დიდებულ სუფრაზე. მასპინძელს რომ გაეგო, სტალინს შევაგინეთ, მშვენიერი ღვინის მაგივრად, ალბათ, ცეცხლწაკიდებულ ბენზინს დაგვალევინებდა.

შუაღამე რომ შესრულდა, მასპინძელმა თქვა:

– ეს ჩემი ბიჭი ფეხბურთზე წავიდა დღისით და არ დაბრუნებულა. ნეტავ, რამე ხომ არ შეემთხვაო, – თან, ბოლო სადღეგრძელო დალია, ისიც, რა თქმა უნდა, სტალინის. შემდეგ, საძინებელში აგვიძღვა, ძილი ნებისა გვისურვა და წავიდა.

დაახლოებით, ღამის 2 საათზე ჩვენი მასპინძლის ვაჟი დაბრუნდა და მამის კითხვაზე, სად იყავიო, უპასუხა:

– ორ კაცს დავეძებდით, ღია „პობედით“ იყვნენ, სტალინს შეაგინეს და გაიქცნენ. ტრასაზეც ვეძებეთ, სოფლებშიც, მაგრამ, ალბათ, გაგვასწრესო.

მასპინძელმა სტალინის მაგინებლებს თვითონაც შეუკურთხა და მამა-შვილმა დაიძინა... მე და კოტეს კი მთელი ღამე არ მოგვიხუჭავს თვალი და ჯერ გათენებულიც არ იყო, იმ სახლიდან რომ გავიპარეთ. ტრასაზე მანქანა გავაჩერეთ, ორი ლიტრი ბენზინი გამოვართვით და ჩვენს გადამალულ მანქანაში ჩავასხით. შემდეგ, ზუგდიდისკენ გავემართეთ, უახლოეს ბენზინგასამართ სადგურში ავზი შევავსეთ და უკანმოუხედავად გავფრინდით... ალბათ, ბედის ირონია იყო, რომ სტალინის ფანების რისხვისგან, ისევ სტალინის ფანმა გვიხსნა. გორში კარგა ხანს არ ჩავსულვარ იმის შიშით, არავის ვეცნე. მხოლოდ მას მერე გავბედე გორში ჩასვლა, როდესაც მანქანა გამოვიცვალე და წარმოიდგინეთ, ეს კვლავ ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ამ პერიოდში უკვე ზუგდიდის „დინამო“ სოლიდური გუნდი გახლდათ და გორის „დილა“ თავისსავე მინდორზე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ ფილიას ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3