კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან


***

ტიპი მკითხავთან მივიდა. მკითხავმა ბანქოს ჩახედა და ეუბნება:

– ვაიმე, რა უბედურებაა, ორ დღეში ცოლი მოგიკვდებათ!

– ეგ ვიცი, შენ ის მითხარი, დამიჭერენ თუ არა?!

***

შუაღამით შვილი დედას აღვიძებს:

– დედიი, წყალი მომიტანე რაა...

– ადექი და შენ თვითონ მოიტანე...

– აუ, დედი, ძაან მწყურია, ადექი რაა...

– თავი დამანებე, მეძინება!

– აუ, წყალი მომიტანე და მერე დაიძინე რაა...

– ახლა თუ არ დამაძინებ, ავდგები, ქამარს მოვიტან და გცემ, გაიგე შენა?!

– აუ, დედი ქამარზე რომ წახვალ, წყალიც გამოაყოლე რაა?!

***

გურული ქალის ფილოსოფია:

გათხოვება მხოლოდ იმისთვისაც ღირს, ნენა, რომ გეიგო, რატომ არ ღირს გათხოვება.

***

ორი ძმაკაცი შეხვდა:

– გავიგე, მუსიკალური ანსამბლი ჩამოგიყალიბებია.

– დიახ, კვარტეტი.

– რამდენი კაცი ხართ?

– სამი.

– ვინ და ვინ?

– მე და ჩემი ძმა.

– შენ რა, ძმა გყავს?

– არა, რა იყო?!

***

– ჭიჭიკია, გუშინ მაგიდაზე რომ შემწვარი წიწილი დავტოვე, რა იქნა?

– მარტოობისგან ინერვიულა და, ა, ვერ ხედავ? ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩა.

***

ჭიჭიკია ბლის ხეზე ასვლას აპირებს:

– მანდ რა გინდა? – ეკითხება ცოლი.

– ვაშლი უნდა შევჭამო.

– ეგა ბალის ხეა, ვაშლი როგორ უნდა შეჭამო, შე კრეტინო?!

– ჯიბეში მიდევს, შენ თვითონ კრეტინო!

***

ზოოპარკში გოგონა ეკითხება გურულ მომვლელს:

– უკაცრავად, ბიძია, ეს სპილო დედალია თუ მამალი?

– რეიზა კითხულობ, ბიძიკო, მაი სხვა სპილოს უნდა აინტერესებდეს...

– შენ წაი, წიგნი წეიკითხე!

***

სიკვდილმისჯილი სასჯელის აღსრულების წინ ჯალათს ეუბნება:

– ამ კუნძზე თავს არ დავდებ, ძალიან მაღალია, ორჯერ უფრო დაბალი კუნძი მოიტანეთ!

– რა მნიშვნელობა აქვს? – გაუკვირდა ჯალათს.

– აქედან თავი რომ ჩამოვარდეს, ნამდვილად ტვინის შერყევას მივიღებ.

***

გურული ავიდა ხეზე ვაშლის დასაკრეფად. მოუტყდა ტოტი და ჩამოვარდა. უგონოდ დარჩენილი ექიმთან წაიყვანეს. ექიმმა თქვა:

– სამწუხაროდ, დაგვიანებულია!

– რავა, ძამაა?! სანამ ხეზე ევიდოდა, მანამდის ხო არ მევიყვანდით?


скачать dle 11.3