კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედა ნახე, დედა ნახე...

იტალიაში ერთ-ერთმა სამოდელო სახლმა (რეკლამაში რომ არ ჩაგვეთვალოს, არ ვიტყვით, რომელმა) ბავშვთა ტანსაცმლის ახალი კოლექცია წარმოადგინა. ჰოდა, პოდიუმზე დიდების ნაცვლად პატარები დადიოდნენ და ბევრსაც ხალისობდნენ, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება 6 თვის გოგონამ, სახელად ჯინევრამ მიიპყრო. ის ერთადერთი იყო, რომელსაც სამოდელო სახლის წარმომადგენლებმა ფული გადაუხადეს, რათა პოდიუმზე „გასულიყო“. გასულიყო, – ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია, გოგონა დედამ გაიყვანა გავისა და კიდევ რაღაც-რაღაცეების ქნევით და სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ პატარას ფული იმიტომ გადაუხადეს, პოდიუმზე დედამისს რომ გაეყვანა.

რაც შეეხება დედას, ალიჩე ბრეგოლის, უბრალო ვინმე არ გეგონოთ, ის იტალიის ნაკრებისა და „ფიორენტინას“ ფორვარდის, ალბერტო ჯილარდინოს საცოლეა. წყვილი ჯვრისწერას ამ ზაფხულს აპირებს და ახლა იმით არიან დაკავებულნი, ამ ფინანსური კიზისის დროს, მათი ქორწინების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება რომელ ტელეკომპანიას მიჰყიდონ მილიონ ევროდ. ხუმრობა ხომ არ არის, ალიჩე იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება და, როგორც ჩანს, იგი შვილსაც თავიდანვე აჩვევს პოდიუმს.

скачать dle 11.3