კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რისკზე წავიდა თიკა ფაცაცია და რას ვერ ეგუება დადუ ლომინაძის ცოლი


„ნიჭიერის“ მეორე სეზონი შემოდგომიდან იწყება, სადაც მონაწილეობას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა აპირებს. პირველმა პროექტმა ხომ საკუთარ თავში უამრავი „ნიჭიერებები“ აღმოაჩენინა ხალხს. პროექტის პროდიუსერი, დადუ ლომინაძე და წამყვანი თიკა ფაცაცია ნიჭიერების ვარსკვლავებად ქცევის მონაწილეები არიან.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია დადუ ლომინაძე

– გამარჯობა, რა გქვია?

– თინათინ ფაცაცია. მომღერალი... და ტელეწამყვანი (იცინიან).

– სექტემბრამდე შეგიძლია თქვა, რომ მომღერალი ხარ. მითხარი, რა არის შენთვის „ნიჭიერი“?

– პირველი ის, რომ ძალიან მაგარ ჯგუფში მოვხვდი, საოცარი ადამიანები მუშაობენ, თან ყველაზე მაგარ ტელევიზიაში. რაც აქ ხდება, ის ვერსად მოხდება. ერთსულოვნებაა, უდიდეს ძალას ვგრძნობ, რადგან ვიცი, ყველაფერს შევძლებთ. თვითონ პროექტი ძალიან დიდი სიამოვნებაა, ბევრი ემოცია, კარგი სამუშაოა. აქ ხომ ბევრის ოცნების ახდენისა და ვარსკვლავად ქცევის მომსწრე და მონაწილე ხარ.

– თავიდან როგორი წარმოგედგინა „ნიჭიერი“, რა იქნებოდა და გამართლდა თუ არა შენი იმედები?

– თავიდან ძალიან მეშინოდა. არ მქონდა სხვა ქვეყნებში ასეთი პროექტი ნანახი და არ ვიცოდი, ეს როგორ შეიფუთებოდა. მაგრამ, საოცარი შედეგი მივიღეთ. წამყვანის მხრიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის ეს პროექტი საკმაოდ სახიფათო და სარისკო იყო. ფაქტობრივად, ჩემი როგორც ადამიანის, შეიძლება უხეშად ჟღერს, მაგრამ სულიერი გაშიშვლება ხდებოდა. სუფთა ემოციებით და გრძნობებით ვიდექი სცენაზე. საშინლად ვნერვიულობდი. რასაც ვგრძნობდი და განვიცდიდი, ყველაფერს გამოვხატავდი და ეს ცოტა საშიში იყო, რადგან არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა სანახაობრივი თვალსაზრისით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხალხს ძალიან მოეწონა და ამიტომ ბედნიერი ვარ.

– ამ ინტერვიუს პირველ ივნისს ვწერთ, როდესაც „რუსთავი 2-ის“ დაბადების დღეა. გილოცავ...

– ვაუ, გილოცავ დღევანდელ დღეს და ასეთ წარმატებულ პროექტებს გისურვებ!

– სულ ასეთი რეიტინგულები ვყოფილიყავით, ოცდათხუთმეტი პროცენტი რეიტინგი სულ! (იცინიან) რამდენადაც ვიცი, საშინელი ეგოისტი ხარ და სულ მაგარ ადგილებში დადიხარ. ცაგერში არ მოგყვება, არ არსებობს, იმიტომ რომ სან-ფრანცისკოში ან „ელეიშია“ წასასვლელი.

– რა მაიმუნობა მოყევი! (იცინიან) არც ეგრეა საქმე. მართალია, როგორც ყველა ადამიანს, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, არც ფრენის მეშინია და რომ მითხრან, ზუსტად ერთ საათში ვიქნები სადმე გასაფრენად მზად, ჩალაგებული ჩემოდნებით. მაქსიმალურად, ყველა შანსს ვიყენებ, რომ კარგ კონცერტებზე მოვხვდე. მაგრამ, ისეთი განებივრებულიც არ ვარ. უბრალოდ, ქალაქის დათვალიერების ნაცვლად მირჩევნია, ამა თუ იმ ადგილას ჩასვლა რომელიმე ვარსკვლავის კონცერტს დავამთხვიო. კონცერტზე მოხვედრა, თუ დიდი ხნით ადრე დაჯავშნი ბილეთს, ძვირი სულაც არ არის. ანუ, მოგზაურობებს ამის მიხედვით ვგეგმავ. სხვათა შორის, ვერ ვასწრებ, მაგრამ 9 ივნისს ბერლინში, ფინქის გრანდიოზული კონცერტი იგეგმება და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, წახვიდეთ.

– გადასარევია. მაგარი კითხვა მაქვს. მზარეულობა გეხერხება?

– (იცინიან) ზომიერების ფარგლებში და ახლავე გეტყვი, რას ნიშნავს ეს ზომიერება. საუზმე, სადილი და ვახშამი – ასე ყოველთვის ვერ ვაკეთებ. საუზმეს ყოველ დილით ვამზადებ, გააჩნია სურვილებს – ვიღაცას შეიძლება კვერცხი უნდოდეს, სოსისი, ფაფა, კვერცხში შემწვარი პურები და ასე შემდეგ, მათი სურვილის მიხედვით ვამზადებ საუზმეს.

– ოდესმე სუფრა გაგიშლია? აი, რომ იტყვიან, ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებულიო.

– არა. ასეთი რაღაც ნამდვილად არ მომხდარა.

– და მოხდება ეს?

– მივხვდი, საით უმიზნებ. ჩემი ხარჩო ხომ არ მოგენატრა?! (იცინიან) ესე იგი ხარჩოც გამიკეთებია, ღომიც და სხვა. ამ ბოლო დროს უფრო გამიჩნდა სადილების კეთების სურვილი, ალბათ, ასაკმა მოიტანა ესეც. ხშირად მინდება, რომ ოჯახის წევრებს ჩემი გაკეთებული სადილი მივართვა. შენთვისაც დადგება, დადუ, ის დღე, რომ ჩემ გაკეთებულ გემრიელობას გასინჯავ.

– მაგარია. ჯერჯერობით მაგარი „ნაყიდებით“ მოდიხარ ხოლმე სამსახურში (იცინიან). მოდი, მანქანებზეც ვილაპარაკოთ. რა მანქანა მოგწონს ყველაზე მეტად?

– ამ ბოლო დროს „მერსედესებზე“ გადავირიე და მგონი, ესეც ასაკის ბრალია. ვბერდები. ესე იგი, ასაკთან დაკავშირებით სამზარეულოს თემა გავაგრძელეთ. ჩემი აზრით, „მერსედესი“ ყველაზე კლასიკური და დახვეწილი ავტომობილია, „ჰაი ლეველ“ – ასე შევაფასებდი. თუმცა, არასდროს მყოლია და არ ვიცი, რა მანქანაა. ჩემი ავტომობილიც გადასარევად მაკმაყოფილებს, მშვენივრად მატარებს.

– „ჯიპი“ გირჩევნია თუ „სედანი“?

– „სედანი“. „მერსედესი“ მაინც უფრო „სედანი“ წარმომიდგენია. ძალიან მაგარი იქნება.

– კარგი „ეს“ კლასის კუპე, „აემჯი“, 6.3-იანი, მაგარ დისკებზე... აუ, რა მაგარია!

– 6.3-იანი დადუ ძალიან ბევრ საწვავს დამიწვავს, არ მინდა.

– კარგი, ხელფასს მოგიმატებ. ტალონებს მოგცემ და გამომიარე, პატარა „რული“ მაინც დამაბზრიალებინე (იცინიან). ამ ბოლო დროს, ისე დაემთხვა, რომ ჯერ რაღაც ტურნეში იყავი და მღეროდი, მერე, 26 მაისს, გრანდიოზული კონცერტი მიგყავდა. შეიძლება ბანალურია და არ გიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც მითხარი, გულზე ხელი დაიდე და თქვი, რა ამპლუაში უფრო კარგად გრძნობ თავს?

– ვაიმე... ეს საშინლად პროვოკაციული კითხვაა, ჩამჭრელი კითხვა. იცი, რა არის?! სიმღერის დროს ისე ვარ, როგორც თევზი წყალში. ძალიან დიდი ხანია, რაც ამ საქმეს ვაკეთებ და უფრო თავისუფლად ვარ. წამყვანობა ჩემთვის მაინც ახალი როლია, რომელსაც ძალიან დიდი მღელვარება ახლავს – ჯერ ისე არ გამითავისებია ყველაფერი, რომ საერთოდ აღარ ვიღელვო. პირდაპირ ეთერში მუშაობას არ ვარ მიჩვეული-მეთქი, ვერ ვიტყვი, გადასარევად მიმაჩვიე. ყურში, რომ გესმის ეთერამდე ათი წამი დარჩა – ამ სიტყვებზე კანკალი ჩემთვის უკვე ნაცნობია. მართლა მაგარი ნერვიულობა ახლავს თან. ალბათ, გავა დრო და თუ მექნება იმის საშუალება, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ამ სფეროში, უფრო მეტად გახდება ჩემი ნაწილი.

– მსმენელს, მაყურებელს როდის უფრო იყოლიებ? ზოგი წამყვანი ამბობს, რომ შეუძლია მაყურებლის, პუბლიკის მართვა. აი, ისე, ბოლომდე შენთან რომ არიან.

– ვფიქრობ, ეს მაინც ნიჭია, რომელიც შეიძლება მომღერალსაც ჰქონდეს და წამყვანსაც. პირადად მე თუ მკითხავ, ამას, ალბათ, მაინც წამყვანობის დროს ვახერხებ, რადგან კონცერტზე სიმღერას სულ რაღაც სამი წუთი მიაქვს და ამ სამ წუთში უნდა მოახერხო ყველაფერი. წამყვანს კი ორი საათი აქვს მაყურებლის აყოლიებისთვის. ამ დროს უფრო ახერხებ იმ ტალღის დაჭერას, რომელზეც ხალხია და მას კიდევ უფრო ასწევ ზევით.

– არ მოგენატრა ბიტების ხმა და ეს ტექსტი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სცენიდან აპლოდისმენტებით შეხვდით თქვენს წამყვანებს – თინიკოს და ვანიკოს?

– (იცინიან) საშინლად მომენატრა, მაგრამ მანამდე კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია თიკა ფაცაცია

– კომპლიმენტით უნდა დავიწყო, რომ დადუ, „ნიჭიერის“ პროდიუსერი, მხოლოდ ოცდაექვსი წლისაა.

– ოცდახუთის, თინა!

– ვაიმე, ოცდახუთის. რატომ?! ხომ ხედავთ რა დღეში ვარ, ჩემზე პატარაა და ჩემი პროდიუსერია. უკვე მრავალი წელია, ამ საქმეს ემსახურები და არაერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის ჯგუფის წევრი ხარ. მგონია, რომ ეს უდიდესი სტიმულია ახალგაზრდებისთვის. ჩემთვის უდიდესი სიხარულია, რომ ცხოვრების ასეთ წესს მისდევ. ხალხს ძალიან აინტერესებს და მინდა, ერთი ორი სიტყვით მოგვიყვე იმის შესახებ, რა ბედი ეწიათ „ნიჭიერის“ მონაწილეებს.

– პროექტი დამთავრდა, მაგრამ ჯერ ერთი, რომ ჩვენ არ ვეშვებით და მეორე არ მოდუნებულან მისი მონაწილეები. უამრავი ადამიანი რეკავს, რომელიც ამა თუ იმ მონაწილეს კონცერტებზე, საღამოებზე, პრეზენტაციებზე ეპატიჟება. ჩვენს „ნიჭიერებს“ უამრავი შემოთავაზება აქვთ სხვადასხვა ადგილებიდან. მაგალითა, დათო რობაქიძე და ავთო გოგეშვილი – ილუზიონისტები, „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში დასაქმდნენ, ყოველ ოთხშაბათს ფოკუსებს გააკეთებენ. მარიამი და ანა თითქმის ყველა კონცერტზე მღერიან, იგივე შემიძლია ვთქვა გულნაზ გოლეთიანზე და ლევან შავაძეზე. კონცერტზე რომ გამოდიან, უდიდესი აპლოდისმენტები ახლავს მათ ნომერს. მიხარია, რომ ხალხს ისინი სჭირდება.

– ვიცი, რომ მეორე სეზონზე უფრო მეტ ადამიანს უნდა მონაწილეობა.

– აუ, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მონაწილეობის მიღება. მხოლოდ მეილზე ორ დღეში 700 ანკეტა შემოვიდა. შვიდ ივნისს უკვე თელავში ვიქნებით, იქიდან მოვყვებით და მთელ საქართველოს მოვივლით.

– ძალიან დიდ დროს მოითხოვს ეს სამსახური. დღის რა მონაკვეთს ატარებ სამსახურში?

– ახლა შედარებით ცოტა დრო მიაქვს, ვთქვათ, რვიდან-თორმეტ საათამდე, დღეში. ეს როდესაც ინდივიდუალური ქასთინგებია. მაგრამ, როდესაც კონცერტები და „ლაივები“ იწყება, მართლა ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით ვმუშაობ. სულ სამსახურში ვარ და სხვა ვერაფრისთვის ვიცლი.

– და, ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან ამ ამბავს?

– გამომაგდეს სახლიდან, პრაქტიკულად. (იცინიან) არა, ვხუმრობ. მაგრამ გამოგდებაა აბა, რა, ოცდაოთხი საათი სახლში რომ ვერ მიხვალ. ძალიან ძნელია მათთვის ეს, მაგრამ მეც არანაკლებ განვიცდი. აპროტესტებენ ამ ამბავს და მეც ვცდილობ, გავაგებინო, რომ იგივეს ვგრძნობ. სულ ვენატრები მათ და მეც ძალიან მენატრებიან. ჩემი შვილი, სანდრო, კარგად მაშინ იძინებს, როდესაც ზღაპარს ვუკითხავ. სხვანაირად კი იძინებს, მაგრამ ჭინჭყლობით. „ნიჭიერის“ პერიოდში ვერასდროს ვუსწრებდი, სახლში ღამის სამ-ოთხ საათზე ვახერხებდი მისვლას. ჩემი ცოლისთვის უთქვამს, შენ არ მოდიხარ და არ მიკითხავ ზღაპრებს, დადუ კიდევ დამავიწყდა, აღარ მოდის სახლშიო. საერთოდ ვერ ვნახულობდი იმ პერიოდში – მივდიოდი ეძინა, გამოვდიოდი ეძინა. მეორე მომენტიცაა, ალბათ, სახლში რომ ვიყო, ძალიან ბედნიერი იქნებოდა ჩემთან, მაგრამ მერე „სპაიდერმენის“ და „სუპერმენის“ ფორმა? ველოსიპედი და როლიკები? ახლა უკვე მაქვს იმდენი დრო, რომ სახლში დროზე მივიდე, საათი, საათ-ნახევარი იმისთვის, რომ წავიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, ვისეირნოთ. შაბათ-კვირას კი მთაწმინდის პარკში გავერთოთ. ზღაპარსაც ვუკითხავ.

– თან, მეგობრებისთვისაც გრჩება დრო...

– რა თქმა უნდა, მეგობრებისთვისაც, დალევისთვისაც...

– ზუსტად ამიტომ დავიწყე შენთან საუბარი კომპლიმენტებით, უნივერსალური ხარ! სამაგალითოა ეს ოცდახუთი წლის ახალგაზრდისთვის.

– ცოტ-ცოტა დრო ყველაფრისთვის რჩება და უნდა გადაანაწილო. „ნიჭიერის“ დროს კი სამშაბათიდან ორშაბათამდე ვცხოვრობდით ყველა. ორშაბათს კონცერტის შემდეგ შეგვეძლო ცოტა მოვდუნებულიყავით, სადმე ცოტა დაგველია. ვინც კი პროექტზე იტყოდა რამეს, ეგრევე ყველა ყაყანს იწყებდა – მაგაზე ხვალ ვიფიქროთ. ანუ, ორშაბათი ღამე იყო ჩვენი გართობის. ამ ერთმა ორშაბათმაც გადაიარა – ასეთია ცხოვრება „ნიჭიერის“ პერიოდში.

– ახლა სამი თვით რომ მიდიხარ, არ შეიძლება, რომ ზღაპრები დიქტოფონზე ჩაწერო და დაუტოვო სანდროს?

– არა, ტელეფონით ვუყვები ხოლმე. თან სამი თვით კი არ მივდივარ. სამი დღით წავალ, ორი დღით ჩამოვალ, ერთი კვირა წავალ, სამი დღე ჩამოვალ, წადი-წამოდიში ვიქნები. ასეთი „ნიჭიერული“ გრაფიკი მაქვს ივლისამდე. მერე, იმედია, შვებულებას ავიღებ და ჩემს ცოლ-შვილთან ერთად სადმე წავალ – სიმშვიდეში, სადაც მთელი დღე არაფრის კეთებით ვიქნები დაკავებული.

– არ შეიძლება, ჩავწეროთ ხმის ტემბრი ამ ბოლო წინადადებებზე როგორ შეგეცვალა?! (იცინიან) მაინც ვერ წარმომიდგენია, რომ სადმე სიწყნარეში წახვალ, მგონია, რომ დასასვენებლადაც ხმაურიან ადგილს აირჩევ.

– არ ვიცი. თუ აგვისტოში წავედი, ალბათ, ზღვისპირეთს ვეწვევი. თუ უფრო გვიან, დიდი სურვილი მაქვს ევროპაში წავიდე. არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ სადმე რომ აუცილებლად წავალ, პირობას ვდებ, „კლინუს პა გრუზინსკი“, ის უკრაინელი გოგო როგორც ამბობს (იცინიან).

– ერთი ისიც თქვი, ილუზიონისტებმა რა გავლენა მოახდინეს შენზე.

– ფოკუსების კეთება დავიწყე (იცინიან). მართლა გადავირიე ამ საქმეზე. იმდენად შევიშალე, რომ ზურაბ ვადაჭკორიამ თავისი წიგნი მაჩუქა, სადაც ვკითხულობ თუ როგორ კეთდება ფოკუსები და ვსწავლობ. დიდი მადლობა ამისთვის.

– მერე, გამოდი შემდეგ „ნიჭიერში“.

– არ შეიძლება, თანამშრომელი ვარ (იცინიან). მაგრამ, ხედავ, ეს პროექტი როგორი სტიმული აღმოჩნდა ყველასთვის?! ვანიკომ „გრელკების“ ხეთქვა დაიწყო, მე ფარული ილუზიონისტი ვყოფილვარ, უბრალოდ, ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, ეს როგორ კეთდებოდა. ახლა, რომ გავიგე, შემიძლია, თამამად მოვეკიდო ახალ საქმეს.

– წინა ცხოვრებაში, ალბათ, ილუზიონისტი იყავი.

– არა, წინა ცხოვრებაში მოტოციკლეტი ვიყავი.

– აი, ხომ ვამბობ, ოცდახუთი წლისაა-მეთქი. (მე მომმართავს – ავტორი) იმდენად პატარაა, რომ წინა ცხოვრებაშიც კი მისთვის უკვე მოტოციკლეტი არსებობდა (იცინიან). მოდი, ბოლოს მითხარი, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი, ვთქვათ, ათი წლის შემდეგ?

– ზუსტად იგივე მდგომარეობაში. ტელევიზიაში ვიქნები, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ბევრი ფული ვიშოვო. ბევრი ფული კი, ტელევიზიაში არ იშოვება. მართლა, ერთ-ორ წელიწადში რამე ბიზნესს დავიწყებ. მქონდა ადრე ბიზნესი, რომელიც ჩამივარდა, მაგრამ არა! ზურგზე არ ვეცემი და აუცილებლად დავიწყებ თავიდან. რაღაც საქმე მინდა, რომელიც თან „ინტერთეიმენთთან“ იქნება დაკავშირებული და ფულის შოვნასაც შევძლებ. (იცინიან) უბრალოდ, ტელევიზიით ისე ვარ მოწამლული, არანაირი ანტიბიოტიკი აღარ მიშველის.


скачать dle 11.3