კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აბა, რა ეგონათ?!


პირღიად დატოვებულები

როგორც იქნა, არჩევნებიც ჩამთავრდა, ასარჩევმაც დაისვენა, ამომრჩეველმაც და ბიუჯეტმაც (რაც ამ უკანასკნელმა ხარჯი გასწია ლეგალურ-არალეგალურად, სავარაუდოდ, ერჩივნა, თავზე წისქვილი დასტრიალებოდა) და ყველა კმაყოფილი დარჩა (თითქმის ისე, როგორც ეს ვენესუელურ ტელესერიალებშია). პირველმა პირმა ბრძანა, საქართველო პროგრესისა და ევროპული ცივილიზაციისკენ სვლას განუხრელად განაგრძობსო (იმედია, მთლად ისე განუხრელადაც არა, როგორც 30-ოდე წლის წინათ კომუნიზმისკენ ვიდოდა). მეორე მხრივ, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მმართველმა პარტიამ არჩევნებზე მოსულების ხმათაგან 65,5 პროცენტი დააგროვა, შესაბამისად, ყველა დანარჩენმა (ხელისუფლების სატელიტად თუ უტელიტად შერაცხილმა და ოპოზიციურად წოდებულმა პარტიებმა) – 34,5 პროცენტი.

ყველაზე ჭრელად მაინც თბილისის საკრებულო გამოიყურება: „ნაციონალებმა“ პირწმინდად (ყოველ შემთხვევაში, ცესკოს დასტურით) მოიგეს ყველა მაჟორიტარული ოლქი (ესეც 25 ადგილი!), პროპორციული საარჩევნო ადგილები კი ოპოზიციონერ კოლეგებთან გაიზიარეს (14 ადგილი „ნაციონალებს“ ერგოთ, 11 – ყველა დანარჩენს). მართალია, ეჭვი არ მეპარება, რომ 100-ის ფარგლებში ჩემზე უკეთ ანგარიშობთ, მაგრამ, თუკი 50 ადგილიდან თბილისის საკრებულოში 39 ადგილი მმართველი პარტიისაა, გამოდის, რომ სრული შემადგენლობის 78 პროცენტს ფლობს (ესე იგი, ყველა დანარჩენი, გინდ ყოფილა, გინდ – არა). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დემოკრატიული ცივილიზაციის წესია, როდესაც ყოველ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს, სავარაუდოდ, ჩვენთან ისეთი დემცივილიზაციაა, რომ ყველა დემოკრატიულად ცივილიზებულს პირღია ვტოვებთ. აბა, რა ეგონათ?!


скачать dle 11.3