კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პესიმისტი ადამიანი საკუთარ თავს უარყოფითად აპროგრამებს



ცნობილი პარაფსიქოლოგი დალი ავაგუმაშვილი პოპულარული ქართველი მომღერლის, გია ავაგუმაშვილის (ანსამბლ „ოთხი გია“) და, პროფესიით ექიმი-გინეკოლოგია, მაგრამ უფლის ნებით, თავისი საქმიანობა მიატოვა და ღვთის სამსახურში ჩადგა. ქალბატონ დალის შესახებ ლეგენდებს ყვებიან, ამბობენ, ნამდვილ სასწაულებს ახდენსო. სრულიად უცნობ ადამიანებს ესიზმრებათ და მასთან სიზმრისეული გამოცხადებით მიდიან დახმარების სათხოვნელად. ამ ღვთისნიერ ქალბატონს ხშირად აკითხავენ ცნობილი ადამიანები და ბიზნესმენები. ხალხი მასთან უცხოეთიდანაც კი ჩამოდის. იგი ეხმარება გათვალულებს, დათარსულებს, შიშებით, ღრმა დეპრესიითა და ქრონიკული ნევროზით, ოჯახური პრობლემებით თავმობეზრებულ ადამიანებს; ასუფთავებს დაბინძურებულ აურას და ანეიტრალებს ნეგატიურ პროგრამებს.



– ქალბატონო დალი, რა აბინძურებს აურას?

– ნეგატიური ემოცია, უარყოფითი ინფორმაცია. ხშირად ადამიანები თვითონ იპროგრამებენ საკუთარ თავს ნეგატიურად.

– რანაირად?

– კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერია შიში! სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი, ხალხმა ღმერთის შეწევნის იმედი დაკარგა, ცხოვრებისგან კარგს აღარაფერს ელიან.

– იმედის დაკარგვა ხომ მომაკვდინებელი ცოდვაა?

– იმედის დაკარგვა პესიმიზმში გვაგდებს, ამიტომ ითვლება მომაკვდინებელ ცოდვად. პესიმისტი ადამიანი საკუთარ თავს უარყოფითად აპროგრამებს.

– როგორ ხდება დაპროგრამება?

– გამუდმებული შიში მომავლისადმი, რწმენა იმისა, რომ არ გაგვიმართლებს, ქმნის ამ დაპროგრამებისთვის საჭირო ემოციურ ფონს. რასაც შიშისგან შეძრული ადამიანი გაიფიქრებს, დროთა განმავლობაში რეალობად იქცევა. ასე იპროგრამებს თავს ადამიანი ნეგატიურად. ისეთივე სიძლიერით თუ ჩავაგონებთ საკუთარ თავს, რომ ბედნიერები და ჯანმრთელები ვიქნებით, როგორც ამას შეშინებულები ვაკეთებთ, საკუთარ თავს დადებითად დავაპროგრამებთ. სწორედ ამიტომ არ უნდა დავკარგოთ უფლის რწმენა და მისი შეწევნის იმედი.

– მითხრეს, რომ სრულიად უცნობ ადამიანებს ესიზმრებით. რით ახსნით ამ ფაქტს?

– ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება, ის ღვთის ნებით სიზმარში იღებს ინფორმაციას. წლების განმავლობაში უამრავი ასეთი ადამიანი მოსულა ჩემთან დახმარების სათხოვნელად.

– მართალია, რომ ყოფილი პაციენტები შვილებს განათვლინებენ და ახალშობილებს თქვენს სახელს არქმევენ?

– მართლაც უამრავი ნათლული მყავს, ყოფილი პაციენტები თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს დალის არქმევენ, რითაც ჩემდამი სიყვარულს გამოხატავენ. მე მათთან წლების განმავლობაში ვმეგობრობ, ზოგიერთს დავუნათესავდი კიდეც... როცა უფლისგან მიღებულ მადლს სხვების საკეთილდღეოდ გასცემ, ათმაგად გიბრუნდება უკან და გაძლიერებს.

დალი ავაგუმაშვილის ყოფილი პაციენტები.

ინგა მ-შვილი: ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. კლიმაქსის ფონზე ისეთი ნევროზი მქონდა, ყველაფერზე ვჩხუბობდი, ჩემი ოჯახის წევრები შიშით ხმას ვეღარ იღებდნენ, უმნიშვნელო მიზეზიც კი მყოფნიდა სკანდალის მოსაწყობად.

– არ იმკურნალეთ?

– რა თქმა უნდა, ვიმკურნალე, მაგრამ წამლებმა არ მიშველა, ჩემი მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო მძიმდებოდა.

– ქალბატონ დალისთან როგორ მოხვდით?

– მეგობარმა მირჩია. ისიც ქალბატონმა დალიმ გამოიყვანა მდგომარეობიდან და უაღრესად კმაყოფილი იყო. ისე დაახლოვდნენ, შვილიც კი მოანათვლინა. სწორედ მისი რჩევით მოვხვდი ამ ღვთისნიერ ქალბატონთან.

– ახლა თავს როგორ გრძნობთ?

– ჩემმა მეუღლემ ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვა და უთხრა: ვიცი, რომ ყვავილები ცოტაა, ძეგლი უნდა დაგიდგათ ჩემი მეუღლის განკურნებისთვის, არ მეგონა, თუ მდგომარეობიდან გამოვიდოდაო. სიმართლე გითხრათ, იმედი მეც გადაწურული მქონდა. დრო გადიოდა და უკეთესობა არ მეტყობოდა, საშინლად გაღიზიანებული ვიყავი, აგრესია დღითი დღე მემატებოდა. ქალბატონი დალი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

ნანი ლ-ძე: რამდენჯერმე გადავიჭერი ვენები, თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ ახლობლები გვერდიდან არ მშორდებოდნენ და გადამარჩინეს.

– რამ მიგიყვანათ თვითმკვლელობამდე?

– მეუღლე სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მან მიღალატა, სხვა ქალზე გამცვალა. უმისოდ სიცოცხლე აღარ მსურდა, ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ჩემებმა იფიქრეს, გაგიჟდაო და ფსიქიატრი მომიყვანეს, რადგან ფსიქოთერაპევტმა ვერაფერი მიშველა. ვერც მედიკამენტოზურმა მკურნალობამ გამომიყვანა მდგომარეობიდან. უბედურებასთან გამკლავება არ შემეძლო, ფიზიკურადაც დავსუსტდი, ვეღარ დავდიოდი.

– ვინ გირჩიათ ქალბატონ დალისთან მოსვლა?

– დედაჩემმა იაქტიურა. ქალბატონი დალის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში წაუკითხავს და მითხრა, გული მიგრძნობს, მის გარდა ვერავინ გიშველისო. სახლიდან გარეთ გასვლაც აღარ მინდოდა, ამიტომაც გავუძალიანდი, არ მივყვებოდი. მანქანაში ძლივს ჩამსვეს, მაგრამ ქალბატონი დალი დავინახე თუ არა, გულში ენით გამოუთქმელი სითბო ჩამეღვარა. ისე მელაპარაკებოდა, მეგონა, ჩემს გონებაში იჯდა.

– გიშველათ?

– სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, მეორედ დავიბადე, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, რადგანაც უამრავ ადამიანს სჭირდება.

ლელა მ-ია: შარშან ავტოკატასტროფაში მოვყევით საკუთარი მანქანით. საჭესთან მე ვიჯექი. გზაზე ძაღლმა გადაგვირბინა, მას ავაცილე და ხეს შევასკდი.

– დაშავდით?

– მხოლოდ დაჟეჟილობები მივიღეთ, მაგრამ ავარიის შემდეგ ჩვენს 10 წლის გოგონას შიშები დასჩემდა, ენაც კი ებორძიკებოდა, მანქანის ძრავის ხმაზე ცივ ოფლს ასხამდა.

– ახლა როგორ არის?

– ვისთან არ მივიყვანეთ, მაგრამ ქალბატონი დალის გარდა ვერავინ განკურნა. შვიდი სეანსის შემდეგ შიშისგან აბსოლუტურად გათავისუფლდა. ჩემს გოგონას ისე შეუყვარდა თავისი მხსნელი, რომ ახალ თოჯინას, რომელიც მამამ უყიდა, დალი დაარქვა. უღრმეს მადლობას ვუხდით ამ ღვთისნიერ ქალბატონს, რადგანაც იგი მართლაც უფალმა მოავლინა ჩვენს დასახმარებლად.

ანა მ-იანი: თურქეთიდან სპეციალურად ჩამოვედი, რათა ქალბატონი დალისთვის ჩემი გასაჭირი შემეჩივლა.

– რა პრობლემა გქონდათ?

– გაუთავებელი კონფლიქტი ოჯახის წევრებთან. ზოგჯერ, სრულიად უმიზეზოდ, ისეთი უსიამოვნება მოგვსვლია, რომ მოგიყვეთ, რაზე ვჩხუბობდით, გაგეცინებათ, არ დაიჯერებთ.

– როგორ მოხვდით ქალბატონ დალისთან?

– დეიდაშვილმა მირჩია. პრობლემა მასაც ჰქონდა – დედამთილთან დაძაბული ურთიერთობის გამო კინაღამ ოჯახი დაენგრა. მითხრა, სასწაულებს ახდენსო.

– მოგვარდა კონფლიქტური სიტუაცია თქვენს ოჯახში?

– ისეთი კმაყოფილი ვარ, ენით ვერ აგიწერთ. ძალიან ძნელია, როცა ოჯახში სისტემატურად ჩხუბი და აყალმაყალია. გულით ვლოცავ ქალბატონ დალის, ფენომენალური უნარის მქონე, არაჩვეულებრივი პიროვნებაა.

P. S. გაითვალისწინეთ: ქალბატონი დალი წინასწარი ჩაწერის გარეშე არავის იღებს. შეგიძლიათ, დარეკოთ და ჩაეწეროთ ყოველდღე, დილის 9 საათიდან 16 საათამდე (უფრო გვიან ნუ დარეკავთ), კვირის გარდა. საკონტაქტო ტელეფონები: 96-79-00, 899-10-73-06, 895-92-58-92.


скачать dle 11.3