კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დიდი ლენინი მომკვდარა, არ მჯერა, არა, არაო“


ის, რომ ხმები საქართველოს იზოლაციის შესახებ გადაჭარბებულია, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემასთან საუბარშიც დაადასტურა. შესაბამისად, ოპონენტებმა ან ცივი წყალი უნდა დალიონ (რადგან, „ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“), ან ზედ გადაისხან (თუნდაც, პრინციპით, „დიდი ლენინი მომკვდარა, არ მჯერა, არა, არაო!“). მანამდე კი თავისი ევროპული ტურნეც დაიწყო, თავდაპირველად რუმინეთში. ეს ის ვიზიტია, რომელიც გასულ თვეში უნდა შემდგარიყო და რუმინულმა მხარემ რომ შემოგვითვალა, ასეო, ისეო, თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ მოგვიანებით უნდა ჩამოხვიდეთო. ჰოდა, რაკი „დიდი ხათრიც“ ჰქონიათ და არც საქართველოა იზოლირებული, ბ-ნი სააკაშვილი რუმინეთს ესტუმრა, რუმინეთის პრეზიდენტმა კი უმასპინძლა. მეტიც, დაგვაიმედა, რომ ნატოში საქართველოს გაეწვრიანება გარადუვალია (გვახსოვს ის გადაწყვეტილება, ბუქარესტის სამიტზე რომ მივიღეთო. აი, ის გადაწყვეტილება, უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობას, თუნდაც, უშაბათო კვირა იყოს, მაინც გამოჰკრავენ ხელსო). მაგრამ მხოლოდ ეს არ გვაკმარა და უფრო შორსაც წავიდა, – ნატოში, შესაძლოა, მაპის გარეშეც შეხვიდეთო (ყოველ შემთხვევაში, სიტყვასიტყვით ასე გადმოგვცა ჩვენმა ელმედიამ რუმინეთის პრეზიდენტის სიტყვები).

თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ მაპზე უკეთესი გვაქვს (აი, ის „უკეთესი“, რომელიც მაშინ მივიღეთ, როდესაც ნატოელთა მორიგ შეკრებაზე მაპი არ მოგვანიჭეს – იმედიც გეყოფათო), შესაძლოა, საქართველო უკვე ნატოშია, მაგრამ გვიმალავენ და, სხვათა შორის, მეტად ჰუმანური მოტივებით (იმიტომ რომ, ჩვენს სამშობლოში ადამიანის თავისუფლება-უსაფრთხოება წმიდათაწმიდაა!), ამდენ სიხარულს (არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულად ჩატარდა, არც იზოლაციაში ვართ), აბა, რა გული გაუძლებს, ბოლოს და ბოლოს, ქვისა ხომ არ გვაქვს?!


скачать dle 11.3