კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ მოვუარო გლორიოზას და თუ მირჩევთ ოთახის პირობებში მის გახარებას?

პასუხი: ეს მცენარე უპირველესად ცნობილია ძლიერი შხამიანი შემადგენლობით, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ ბავშვები არ შეეხონ. მისი შეხება კანს არ აზიანებს, საშიშია მხოლოდ მისი კუჭში მოხვედრა. გლორიოზა ახლა დაიწყებს სწრაფად ზრდას. მის გასამრავლებლად საჭიროა უფრო ძველი ამონაყარის გამოყენება, ნიადაგი კი უნდა დამზადდეს შემდეგნაირად: გადამწვარი ნაკელი, ფოთლოვანი მიწა და სილა. ამ მცენარის გადასარგველად სასურველია გაზაფხული. მორწყვა სჭირდება ზომიერად. მცენარეს უყვარს კაშკაშა სინათლე. ამიტომ, სასურველია, მოათავსოთ აღმოსავლეთ ან დასავლეთის მხარის ფანჯრებზე. სექტემბერში ის ისვენებს, ამიტომ თუ თქვენს მცენარეს ფერი დაეკარგა, ღერო გაუშიშვლდა, არ შეგეშინდეთ და მაშინვე შეწყვიტეთ მორწყვა, რომ მცენარემ დაისვენოს.

კითხვა: რისგან შეიძლება, დაავადდეს ვარდი და როგორ დავიცვათ ის მავნებლებისგან?

პასუხი: ვარდს ყველაზე ხშირად უჩნდება ობობა. ეს ძირითადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იცის. ამიტომ, თუ თქვენს ვარდს არაფერი სჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში აღარ დაავადდება. ვარდი კარგად იტანს სპირტის ხსნარს და უყვარს ულტრაიისფერი სხივები. დაავადების შემთხვევაში გამოიყენეთ ეს საშუალებები.

კითხვა: იოლად თუ იზრდება ბინაში ქამედორეა და როგორი მცენარეა ის?

პასუხი: ქამედორეა ერთ-ერთია იმ პალმათაგან რომელიც კარგად ეგუება ბინის პირობებს. ის ნელა იზრდება და მშვენივრად უძლებს ჩრდილსაც. ოთახის პირობებში ეს პალმა დაახლოებით, ერთ მეტრ სიმაღლემდე იზრდება. ის სანამ პატარაა, შეგიძლიათ, ფანჯრის რაფაზე დადგათ, სინათლესთან ახლოს. ასაკის მომატებასთან ერთად მისი მოთხოვნილება სინათლისადმი იკლებს და ამის შემდეგ შეგიძლიათ, ადგილი შეუცვალოთ და გადაიტანოთ ჩრდილში. ეს პალმა კარგად იტანს მშრალ და თბილ ჰაერსაც. ასევე შეგიძლიათ, ისეთ ოთახში გაზარდოთ, სადაც სუსტი შუქი შემოდის სარკმლიდან. ეს მცენარე ძალიან გვიან ვითარდება და მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს. რაც შეეხება ზამთარს, ქამედორეას სჭირდება 16-18 გრადუსი ტემპერატურა. ზაფხულში შეგიძლიათ, ეზოშიც გაიტანოთ სუფთა ჰაერზე და მოარიდოთ ორპირ ქარს. გაზაფხულსა და ზაფხულში თქვენი პალმა უხვად მორწყეთ.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო სენეციო?

პასუხი: სენეციოს უყვარს კაშკაშა სინათლე და მზეზე ყოფნა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თაკარა მზეს მოარიდოთ. კარგია თუ ამ მცენარეს საკიდ კალათაში მოათავსებთ. მთელი წლის განმავლობაში მოსწონს ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ზამთარში კი – მინიმუმ, 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ მცენარემ კარგად გამოიზამთროს.


скачать dle 11.3