კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზით არ არის ანგუსტიფოლიას გამრავლება იოლი და როდის უნდა გააშროთ სინგონიუმის ნიადაგი


ზაფხული დგება და ალბათ, ყველა თქვენგანისთვის ეს სეზონი ლამაზ ყვავილებთან ასოცირდება. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად შეარჩიოთ, თუ რომელი მცენარე უნდა გაახაროთ ბინაში და ბაღში. თურმე, ბევრი მცენარე კარგად ხარობს, როგორც ოთახის პირობებში, ასევე გარე გრუნტშიც. თუ რომელია ასეთი მცენარეები და რომელი უნდა გავზარდოთ ეზოში, ამასთან დაკავშირებით კომპეტენტურ რჩევებს „ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე მოგვაწვდის, რომელსაც სწორედ რომ ეზოების მოწყობა და დიზაინი ევალება.


– ბატონო ამირან, რას გვირჩევთ, რომელი მცენარე გავახაროთ, რომ ის ბაღშიც გაიზარდოს და ბინაშიც?

– ასეთი მცენარე ანგუსტიფოლიაა. ის მიეკუთვნება ნახევრად წიწვოვან მცენარეებს. მისი გახარება ძალიან იოლია ბაღში და ეზოებში. დაახლოებით, 60-80 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება და ძალიან შთამბეჭდავია გარე გრუნტში. ანგუსტიფოლია ბინის პირობებსაც ძალიან კარგად ეგუება. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს მცენარე, გირჩევთ, შეიძინოთ და საახალწლოდ მორთათ, როგორც ნაძვის ხე.

– როგორ პირობებს ეგუება ანგუსტიფოლია?

– მას უყვარს მწველი სიცხე, ასევე ამტანია ჩრდილისაც. ზაფხულში გირჩევთ, დადგათ კარგად განათებულ ადგილას ფანჯარაზე, ან გაიტანოთ აივანზე. ის პრეტენზიული მცენარე არ არის და თითქმის ყველანაირ პირობებში იზრდება.

– მორწყვის მიმართ თუ არის მცენარე პრეტენზიული?

– არც ამ მხრივ შეგიქმნით ის პრობლემებს. ზაფხულში რამდენიმე დღეში ერთხელ მორწყეთ, როგორც ბინაში ასევე ეზოს პირობებშიც. საერთოდ, ეს მცენარე თავს გარეთ უკეთ გრძნობს. გაზაფხულზე შეგიძლიათ, სასუქითაც გაანოყიეროთ, ზამთარში კი მორწყვა შედარებით უნდა შეამციროთ და წყალი დაასხათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიადაგს შეატყობთ, რომ ცოტათი გამოშრა.

– რით მრავლდება ანგუსტიფოლია?

– ის მრავლდება როგორც თესლით, ასევე ტოტით. თესლი უნდა იყოს ახალი აღებული, რადგან ის აღმოცენების უნარს მალე კარგავს და დათესეთ თითო-თითოდ. რაც შეეხება ტოტით გამრავლებას, მისი გამოყვანა ძირითადად კვლევით ორანჟერეებში ხდება. საერთოდ, ეს მცენარე ძნელად კალმდება და ფესვთა სისტემაც ძალზედ რთული აქვს. ამიტომ, გირჩევთ, თესლით გამრავლებას.

– როდის ყვავილობს მცენარე და რომელი მავნებლები ემტერებიან მას?

– ანგუსტიფოლიას აქვს ძალიან ლამაზი, უფერო ყვავილები. ეს მცენარე მალე დაიწყებს ყვავილობას, ამიტომ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ოთახში ნორმალური ტემპერატურა იყოს, დადგით ნათელ ადგილას და ნიადაგიც ხშირად შეუმოწმეთ, რომ ძალიან არ გამოაშროთ ან პირიქით.

– რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება ანგუსტიფოლიას გადარგვა და მაინც, რომელ ადგილს უფრო გვირჩევთ მის გასახარებლად, ბინას თუ ეზოს?

– ამ მცენარის გადარგვა საჭიროა ხუთ წელიწადში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ის ძალიან მგრძნობიარეა და სწრაფად გადაიტანეთ სხვა ქოთანში. ანგუსტიფოლია ყველა შემთხვევაში იოლად იზრდება, მაგრამ უფრო ეფექტური ბაღშია. ამიტომ, თუ გაქვთ ამის საშუალება, ეზოში გაახარეთ და ის საოცარ ეფექტს მოახდენს ყველაზე.

– რას გვეტყვით სინგონიუმის შესახებ, როგორი მცენარეა ის და შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში მისი გაზრდა?

– ეს მცენარე სწორედ რომ ბინისთვისაა შექმნილი. მას ფოთლის უცნაური ფორმის გამო „ბატისფეხასაც“ კი უწოდებენ. მართალია, ფოთლები განსხვავებულია, მაგრამ ის ამავე დროს ძალიან ეფექტურია ოთახში. ძირითადად, ცნობილია ამ მცენარის მცირე ზომის სახეობები და მათი ფოთლები ათასგვარადაა მოხატული. ისინი დაახლოებით, 40 სანტიმეტრ სიმაღლემდე იზრდებიან, თუმცა არსებობს მაღალი მწვანე სინგონიუმებიც. მცენარის უკეთესი ფორმის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ, საყრდენს ააყოლოთ ან დაუშვათ დაკიდული კალათიდან.

– როგორ ადგილას გვირჩევთ მის დადგმას?

– სინგონიუმი უნდა მოარიდოთ მცხუნვარე მზეს, თუმცა სჭირდება გაბნეული შუქი, უყვარს განათებული ადგილი და კარგია თუ მას ნათელ ფანჯარაზე ან საკიდ კალათაში მოათავსებთ.

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– ამ მცენარისთვის სასურველია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა უფრო მოიმატებს, მაშინ მეტი ტენიანობაც დასჭირდება. საერთოდ, სინგონიუმის ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ისედაც ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულში სასურველია, ხშირი მორწყვა, რომ ნიადაგი ძალიან არ გამოშრეს. ზამთარში კი – შედარებით, იშვიათად. ამ დროს მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა უნდა აცადოთ.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ, სინგონიუმის გახარებისას?

– თუ ბინაში სინგონიუმი გაქვთ, ყურადღება მიაქციეთ პარაზიტებს. ამ მცენარის ფოთლებს ხშირად უჩნდება ბუგრი, რომელიც ფოთლის მოხატულობის გამო, ძნელი შესამჩნევია. ამიტომ, ფოთლები ხშირად დაუთვალიერეთ და საგულდაგულოდ შეუმოწმეთ. პარაზიტის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ შხამ-ქიმიკატების მაღაზიას, რომ დროულად გაათავისუფლოთ მცენარე დაავადებისგან.


скачать dle 11.3