კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელზე რამდენი თითით დაიბადა ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი ჯემა არტერტონი და ვინ შესთავაზა მას ბრიტანული დაზვერვის აგენტის როლი ჯეიმს ბონდის ბოლო სერიაში


მებრძოლი პრინცესა ტამინა – „სპარსეთის პრინცში“, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი იყო – „ტიტანების შერკინებიდან“ და ჯეიმს ბონდის საყვარელი, სტროუბერი ფილდსი – „შეწყალების კვანტუმში“, – ეს არის იმ ბლოკბასტერების ჩამონათვალი, სადაც კინემატოგრაფიის ახალმა, ამომავალმა ვარსკვლავმა, ბრიტანელმა მზეთუნახავმა, ჯემა არტერტონმა გაიბრწყინა. მისი გზა კინოოლიმპამდე, მრავალი უცნაურობებით იყო აღსავსე მაგრამ სახელი, სრულიად – დამსახურებული.

ჯემა კრისტინა არტერტონი 1986 წლის 12 იანვარს ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კენტის საგრაფოში, ქალაქ გრეივსენდში დაიბადა. მისი მშობლები საშუალო შემოსავლის მქონე ბრიტანელები იყვნენ. მამა – შემდუღებლად, ხოლო დედა დამლაგებლად მუშაობდა და ჯემა მათი პირველი შვილი იყო. ჯემა დაბადებიდანვე განსაკუთრებული აღმოჩნდა – ორივე ხელზე ექვს-ექვსი თითით და დეფორმირებული ყურით დაიბადა. თუმცა, ახალშობილს ბრიტანელმა ქირურგებმა გენეტიკური ნაკლი იდეალურად მოაშორეს და მილიონობით ადამიანისთვის დღეს, თითქმის, შეუძლებელია, იმის დაჯერება, რომ ჯემა ოდესღაც ექვსთითიანი იყო.

შვიდი წლის ასაკში ჯემა გრეივსენდის ქალთა სკოლაში შევიდა. 11 წლისამ თეატრალური კურსებზე დაიწყო სიარული, ხოლო სკოლის მიტოვების შემდეგ, გადაწყვიტა თავისი კარიერა მთლიანად თეატრისთვის დაეთმო. 2004 წელს ჯემა კოლეჯში შევიდა, თუმცა რვა თვის შემდეგ მიხვდა, რომ იქ მას არაფერი ესაქმებოდა. გამოიტანა საბუთები და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბრიტანეთში უძველეს – დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 2007 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. მაშინ ჯემამ არც კი იცოდა თუ რა თავბრუდამხვევი თავგადასავლების მონაწილე გახდებოდა.

ჯემას დებიუტი გადასაღებ მოედანზე ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს შედგა. ბრიტანულ ტელესერიალ „მერის ძებნაში“ მან გოგონას, სახელად ლიზას, ეპიზოდური როლი შეასრულა. თუმცა, დიდი მნიშვნელობა ამ როლისთვის არ მიუნიჭებია, რადგან თეატრში დასაქმებაზე ოცნებობდა. ოცნება 2007 წელს აუსრულდა, როდესაც აკადემიის კურსდამთავრებული ჯემა არტერტონის თეატრალური დებიუტი შედგა ლონდონის გლობუსის თეატრის სცენაზე. მან პირველი როლი, უილიამ შექსპირის პიესის „სიყვარულის უნაყოფო ცდის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში შეასრულა და როზალინდას გმირი განასახიერა. მაგრამ, თეატრის სცენაზე დიდხანს გაჩერება ჯემას არ მოუწია, რადგან პრემიერიდან მცირე დროის შემდეგ, რეჟისორმა ოლივერ პარკერმა, ცნობილი ბრიტანული დეტექტიური სერიალის „პუაროს“ ავტორმა, ის ფილმ „თანაკლასელებში“ სათამაშოდ მიიწვია. თავდაპირველად, ფილმში ჯუდ ლოუს ყოფილ მეგობარ გოგონას – სიენა მილერს უნდა ეთამაშა. თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, მან უარი განაცხადა და როლი ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობ ჯემა არტერტონს შეხვდა. სერიოზული სცენარის და ბრიტანული კინოს ვარსკვლავებთან – კოლინ ფერტთან და კოლინ ფრაისთან მუშაობით მოხიბლულმა ჯემამ, უმალ დაივიწყა თეატრალური სცენა და კინემატოგრაფზე გადაერთო. წარმატებული ფილმის შემდეგ, ჯემა რეჟისორებმა შეამჩნიეს და 2007 წელს ის ჯერ გაი რიჩიმ თავის ფილმ „როკენროლაში“ მიიწვია, ხოლო მარკ ფორსტერმა მას ბრიტანული დაზვერვის აგენტის საყვარლის როლი შესთავაზა ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ახალ ფილმში – „შეწყალების კვანტუმი“. ფორსტერი ბონდის მეგობარი გოგონას როლის შემსრულებლის, ოლგა კურილენკოს ბოიფრენდი იყო და არ სურდა, მის მეგობარ ქალს ეროტიკულ სცენებში ეთამაშა დენიელ კრეიგთან. სწორედ ამ მიზნით სპეციალურად შეიქმნა სტროუბერი ფილდსის პერსონაჟი, რომლის როლის შესრულებაც ჯემა არტერტონს დაევალა. აღსანიშნავია, რომ ჯემამ ამ როლისთვის 1 500 კანდიდატს შორის გამართული ქასთინგი გაიარა. ბონდის საყვარლის როლმა არანორმალური პოპულარობა მოუტანა არტერტონს, რომელსაც ასარჩევად გაუხდა საქმე ჰოლივუდის საუკეთესო რეჟისორებთან. გარდა ამისა, ოლგა კურილენკოს ნაცვლად, პარფიუმერიული კომპანია „ეივონის“ ახალი პროდუქტის „ბონდ გერლ 007-ის“ სახე გახდა. სხვათა შორის, „ეივონთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ჯემამ სურვილი გამოთქვა ქეით მოსთან ემუშავა კოსმეტიკურ ბრენდ „რიმელის“ რეკლამაზე, მაგრამ, „ეივონის“ ხელმძღვანელობამ მას კატეგორიული უარი განუცხადა.

სწორედ „შეწყალების კვანტუმის“ გადაღებებს უკავშირდება ჯემა არტერტონის პირადი ცხოვრება. მისი ამჟამინდელი ბოიფრენდი იტალიელი კასკადიორი და ფილმში დენიელ კრეიგის დუბლიორი – სტეფანოა, რომელთან ურთიერთობასაც ჯემა კატეგორიულად ასაიდუმლოებს. პაპარაცებს ისინი ერთად გადაღებულებიც კი არ ჰყავთ. თუმცა, ლონდონში სოჰოს ერთ-ერთი რესტორნიდან წყვილის ცალ-ცალკე გამოსვლამაც ვერ დაუმალა ფოტოკამერებს ის ფაქტი, რომ ჯემას სტეფანოს ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა ხელზე. ამბობენ, რომ შეყვარებულებმა მეგობრების წრეში თავიანთი ნიშნობა აღნიშნესო. სხვათა შორის, გადასაღები მოედნის პარტნიორთან რომანი არ არის პირველი შემთხვევა ჯემას ცხოვრებაში. მანამდე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგი ცხენოსნობაში პირად ინსტრუქტორს, ედუარდო მუნიოზს ხვდებოდა, რომელიც ფილმ „სპარსეთის პრინცის“ გადაღებების დროს გაიცნო. ედუარდო 19 წლის იყო და სწორედ ასაკის გამო გადაწყვიტა ჯემამ მოგვიანებით მასთან განშორება. საინტერესოა, რომ ჯემა არტერტონი საკუთარ თავს ძალზე კრიტიკულად უყურებს. ის მიიჩნევს, რომ ძალიან სქელია და მუდამ წონაში მომატების გამო წუხს. მისი თქმით, უჭირს იმის აღიარება, რომ თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონია. მას მიიაჩნია, რომ რვა ზომის კაბის ჩამცმელი ქალი სექსუალური არ უნდა იყოს. აქვე გაგიმხელთ ჯემას ოცნებასაც, – ის ნატრობს, რომ იმდენი მაინც დაიკლოს წონაში, რომ ექვსი ზომის კაბა მოირგოს.

2010 წელს კინოეკრანებზე ჯემა არტერტონის მონაწილეობით გადაღებული ორი პოტენციური ბლოკბასტერის პრემიერა შედგა – 3D ტექნოლოგიებით გადაღებული ბერძნული მითოლოგიის ეპოსი – „ტიტანების ბრძოლა“, სადაც ჯემამ მუდმივად ახალგაზრდა იოს როლი განასახიერა და კომპიუტერული თამაშების მოტივების მიხედვით, გადაღებული ფენტეზი – „სპარსეთის პრინცი“. ეს უკანასკნელი ზაფხულის კინოგაქირავების მთავარ მოვლენად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯემას პარტნიორები გადასაღებ მოედანზე ჯეიკ გილენჰალი და ბენ კინგსლი იყვნენ და აღსანიშნავია, რომ გადაღებების დროს ჯეიკი და ჯემა „შემჯდარები“ იყვნენ კომპიუტერულ თამაშებზე, რათა უფრო დაახლოებოდნენ თავიანთ პერსონაჟებს. წლის ბოლოს, ჯემას მონაწილეობით, კიდევ ერთი ფილმი გამოვა ეკრანებზე, საშინელებათა ჟანრის თრილერი – „ელის კრიდის გაუჩინარება“.


скачать dle 11.3