კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

როგორ დატოვეს შიშველ-ტიტველი “კრუტოი„ სოსო ჯაჭვლიანი და რატომ ბრუნავს ის დედამიწაზე სწრაფი ტემპით თავისი სვანობის ხარჯზე


მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და უბრალოდ, კარგი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი, ძალიან მხიარული ბუნებისაა. არც სვანებზე ანეკდოტი სწყინს და თავადაც მთელი ემოციით, სიცილითა და სიამაყით ყვება თავისი კუთხის შესახებ მოგონილ ანეკდოტებსა თუ სასაცილო ამბებს. მგონი, სოსო ერთადერთი სვანია, რომელთანაც სვანებზე ხუმრობა ღირს. ის ამას ხალისით აღიქვამს და ამბობს, ჩვენ ის ხალხი ვართ, რეალობასთან ერთად გამოგონილიც რომ არ გვწყინსო.

სოსო ჯაჭვლიანი: ხომ იცით სვანები როგორი ხალხი ვართ – ვფიქრობთ, ვფიქრობთ და ისე მოგვწონს ფიქრი, უფრო მაგრად ვფიქრდებით. დედამიწა რომ ბრუნავს და სვანს თავბრუ ეხვევა, ეს ტყუილია. ჩვენ ისეთი მაგარი ხალხი ვართ, დედამიწაზე მაგარი ბრუნვა ვიცით (იცინის). არასდროს „მიჩალიჩია“ პოპულარული სვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ბედთან ერთად ყველაფერმა იმოქმედა, ცოტა სასწაულმა, ცოტა იღბალმა, ცოტა ხელ-ფეხის გაქნევამ და ახლა ის ადამიანი ვარ, რომ დაუძახებ: ჰეი, სვანო... და თამამად გამოიხედავს.

– ამბობენ, სოსოს წარმატებული ბედი, ერთმა ჩიტმა გადაწყვიტაო. კი მაგრამ, რა კავშირშია შენს ბედთან ეს პატარა ფრინველი?

– ახლავე გეტყვით. მეხუთე კლასში ვიყავი და სვანეთში ჩამოიტანეს ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“. იმდენჯერ ვნახე, იმდენჯერ, რომ ლამის დავიზეპირე. ორი სეანსი გადიოდა დღისით და ვთხოვდით ბიჭები და ღამითაც ვაშვებინებდით, ვისხედით და ვუყურებდით. თან, რუსული არ ვიცოდით და პირდაფჩენილი მივჩერებოდით ეკრანს. ერთ დღესაც, დილით, ჩემს საძინებელ ოთახში ჩიტი შემოფრინდა. დავიჭირე. დედაჩემი შემოვიდა, იფიქრა, არ მოკლასო და დამიყვირა: ეს ჯადოსნური ჩიტია, არ მოკლა და რასაც სთხოვ, შეგისრულებსო. ვიფიქრე, არიქა, ავშენდი-მეთქი და ჩუმად შევთხოვე, რაც მინდოდა. გავუშვი. მეორე დილით ისევ შემოფრინდა ეს ჩიტი. ისევ დავიჭირე, ვიფიქრე, ეტყობა კარგად ვერ გაიგო რაც ვუთხარი-მეთქი და ისევ გავუმეორე თხოვნა. მერე დავფიქრდი, იქნებ სხვა ჩიტია... ავდექი, ფეხზე წითელი ძაფი მოვაბი, წერილი დავწერე და მივამაგრე. შემდეგ ფანჯრიდან გავუშვი. მესამე დღესაც რომ შემოფრინდა და იგივე ჩიტი იყო, გადავირიე, ვიფიქრე, ეტყობა, ჩემი ფიქრები ნამეტანი სვანურია და ვერ გაიგო-მეთქი. ავდექი და ისე ხმამაღლა ჩავძახე, ლამის დავაყრუე საწყალი (იცინის).

– ასეთს რას სთხოვდი? ნამეტანი სვანური სურვილი ხომ არ იყო?

– რას ვთხოვდი და... ვეხვეწებოდი, „კრისივით“ მაცხოვრე-მეთქი. იმას კიდევ, ეტყობა არ ჰქონდა „შესანიშნავი შვიდეული“ ნანახი და მგონი, ფიქრობდა, რას მთხოვს ეს უბედურიო (იცინის). სხვათა შორის, გავიდა დრო და, ზუსტად „კრისივით“ ჩაცმულს მომიწია ერთ-ერთ ფილმში თამაში. ასე რომ, ვერ გაიგო რას ვთხოვდი, მაგრამ სურვილი მაინც ამიხდინა. ახლა რომ დავფიქრდი, ეტყობა ის ჩიტიც სვანი იყო, თორემ ამ სურვილს ამიხდენდა? (იცინის).

– უცხოეთში გიწევდა წასვლა. ალბათ ბევრი გასახსენებელიც გაქვს...

– მართალია, ხშირად მიწევდა უცხოეთში ყოფნა და ძალიან მაგარ დროს ვატარებდით მსახიობები. ერთხელ „მოსფილმში“ დაგვიძახეს „პრობებზე“ მე და გია ფერაძეს. ჩავედით. დავბინავდით სასტუმროში. აბდულოვი და მირონოვი მაშინ ცნობილი მსახიობები იყვნენ და ქალები მათზე ჭკუას კარგავდნენ. ისინი კი გიას კარგი მეგობრები იყვნენ. მოკლედ, მაგარი სასმელები გვაქვს წაღებული, ტყემალი, წიწილები, გავშალეთ სუფრა და კარგად „ჩავქეიფდით“. „გაიჩითა“ სასტუმროში სამი რუსი მსახიობი ქალი. ერთად გვქონდა როლები ნათამაშები, გაგვიხარდა მათი დანახვა და მივიპატიჟეთ სუფრასთან. აიხანა, სვეტლანა, თინა, დამფი-დუმფი, ჰაე-ჰუე... და, მეტი რა გვინდოდა ქართველ, ჯანმრთელ მამაკაცებს? მოკლედ, მაგრად ჩავთვერით. ჩამთვლიმა. მესმის ძილში ხმა: სოსო, სოსო. ვიფიქრე, რა ხდება სად ვარ-მეთქი. გავედი აივანზე და რას ვხედავ? ტაქსია გაჩერებული. გია მიყვირის: ნახე, ვინ მოგიყვანე, ეს მირონოვია, ტყემალი უყვარს და გამოუშვი ბოთლიო. გადავირიე, ვუპასუხე: კი გადმოვაგდებ, მაგრამ ამ ნამთვრალევს რამსები რომ ამერიოს და თავში მოვარტყა, ხომ გადავიკიდე მთელი საბჭოთა კინო, სად გამოვყო მერე თავი, სოსომ ტყემლით კაცი მოკლაო (იცინის). გადამეკიდა. რაღას ვიზამდი? ავდექი და გადავაგდე ტყემლის ბოთლი. გავიხედე საწოლისკენ, სამი ნახევრად შიშველი ქალი წევს. გია კიდევ ყვირის: რა ქენი, რა ქენიო. ვიფიქრე ქალებზე მეკითხება-მეთქი. ავდექი და მეც დავუყვირე, რა ვქენი და ვიხ..რე, რა უნდა მექნა-მეთქი. გადაირია, ეგ კი ვიცი კაცო, ფილმის „პრობებზე“ რა ქენიო (იცინის). მე ჩემი „გავისწორე“ და ვიღას ახსოვდა კინო და „პრობები“. ახლა ერთი ისტორია გამახსენდა და უნდა მოგიყვეთ: მოკლედ, რეზო გაბრიაძემ მიამბო, ქუთაისში რომ ვსწავლობდი, ერთმა გვითხრა, საღორიის ტყეში, ამა და ამ ადგილას, ოქროა დამარხულიო. წავედით კლასელები, ვთხარეთ, ვთხარეთ და შვიდ მეტრამდე რომ ჩავედით და ვერაფერი ვიპოვეთ, იმ ადგილს თავი დავანებეთ და სხვა ადგილას გადავინაცვლეთ. იქაც გავთხარეთ შვიდი მეტრი სიღრმეზე მიწა და რომ ვერ ვიპოვეთ ოქრო, თავი დავანებეთ და სხვა ადგილას გადავინაცვლეთ. მოკლედ, ასე გავთხარეთ ექვს ადგილას თხუნელებივით და ბოლოს თავი მივანებეთ. გავიდა წლები, ჩამოვედი თბილისში, გავხდი ცნობილი ადამიანი, მიმიწვიეს, როგორც საპატიო სტუმარი ქუთაისში და საღორიის ტყეში წამიყვანეს. რაიკომის მდივანი დაგვყვება და გვიხსნის, აი აქეთ გამოიხედეთ ბატონებო, ახლა აქეთ, ძვირფასო სტუმრებო, და... უცებ შეჩერდა და დაუყვირა თავის ქვეშევრდომებს: რა არის კაცო, ისევ ამოსავსებია ეს ორმოები? ვერ ხედავთ, ყოველდღე ძროხები ცვივა შიგ და რამდენჯერ უნდა მოვიყვანოთ ამწეკრანი, ამის ამომთხრელის დედას ასე და ისეო (იცინის). წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ბატონი რეზო. ხომ იცით, ადრე როგორ ჭირდა ცხოვრება, ომის შემდეგ და თურმე ბატონ რეზოს ტანსაცმელი არ ჰქონია. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მეგობრებს მიუტანიათ შვიდი კილოგრამი ძაფი მისთვის. რეზოს უფიქრია, ჩემს „ხაზეიკას“ ვთხოვ, ჯემპრი მომიქსოვოსო. მისულა და უთხოვია: ძაფს მოგცემთ, ჯემპრი მომიქსოვეთ, ხვალ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარო. მოკლედ, მოუკლავს ის ქალი მთელი ღამე ქსოვით. დილით ჩაუცვამს და წასულა. უნივერსიტეტთან ჩასულა და „მარიაჟობს“. უცებ, კოკისპირული წვიმა წამოსულა. დგას თურმე რეზო და ელოდება ტრამვაის. ვა, ხედავს ყველა მას უყურებს და იგუდებიან სიცილით. უფიქრია, ნეტავ რა აცინებთო. დაუხედავს და რას ხედავს? ეს ჯემპრი რომ დასველებულა, დაგრძელებულა და კაბაში არ დგას? (იცინის). მოუკურცხლავს, მაგრამ რა მოუკურცხლავს, ის გარბოდა, ხალხი კიდევ სიცილით კვდებოდა, ნახეთ ბიჭი კაბაშიო. არადა, საღამოს თურმე წასასვლელი ყოფილა, ამდგარა და გადაუჭრია ეს ნაქსოვი ჯემპრი. გაუშრია და... ისე შემდგარა, მკლავი ვეღარ გაუყვია (იცინის). არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ისტორია სულ მახსენდება და რომ წარმოვიდგენ, სიცილით ვიგუდები.

– „გაიშნიკებთან“ როგორი ურთიერთობა გქონდა?

– „გაიშნიკებთან“ მეც მქონდა შეხება, მაგრამ ერთი სვანი მეგობარი მყავს და მის ამბავს გეტყვით. ერთხელ შემომჩივლა: „გამიხურეს“ ამ „გაიშნიკებმა“ საქმე, არაფერს ვაშავებ და შარს მდებენო. ჩავეძიე: კაცო, თუ არაფერს აშავებ, აბა, გიჟები ხომ არ არიან ტყუილად შარი მოგდონ-მეთქი. არა კაცო, მარტო ნასვამი ვარ საჭესთან და „პრავა“ არ მაქვს, ისე არაფერს ვაშავებ და ვერ გავიგე, რა უნდათ ამ მამაცხონებულებსო (იცინის).

– სოსო, ალალად მითხარი, ცხოვრებაში არაფერი მოგიპარავს?

– მცდელობა კი მქონდა, მაგრამ ისე შემეშინდა და დავიბენი, კინაღამ აქეთ მივეცი რაც მქონდა, იმ დასაყაჩაღებელ გოგონას. (იცინის). მოკლედ, ფილმში გადამიღეს. ავიღე პირველი ჰონორარი ათას ორასი მანეთი. მაშინ დიდი ფული იყო. ვალები დავარიგე, გადამყიდველთან მივედი, ვიყიდე მაგარი ჯინსის ქურთუკი, შარვალი, პერანგი, „პლატფორმები“, სპორტული ჩანთა და „ჩავიზმანე“, ჩემი ნაცვამი ძველი ტანსაცმელი კი, გავახვიე და სანაგვეზე მოვისროლე. მოკლედ, მაგარი „კრუტოი“ ბიჭი „გავიჩითე“. წავედი ვარჯიშზე, ფალავანთა კლუბში. გავიხადე, კიმანო ჩავიცვი, ვივარჯიშე და რომ გამოვედი, ყველაფერი მოპარული დამხვდა. რა უნდა მექნა? დავრჩი გატყავებული, შიშველი და უფულო. კიმანოთი მივედი სახლში. ვეძებ ჩასაცმელს, არაფერი მაქვს. როგორც იქნა, მოვძებნე ძღინკიანი, ორმანეთიანი მაიკა, შარვალი, დახეული ფეხსაცმელი და გლდანის მასივიდან ისევ იმ ადგილას წავედი, სადაც ჩემი ძველი ტანსაცმელი გადავყარე. მივედი და დამწვარი დამხვდა. წამოვედი უკან გლდანში, ავედი ავტობუსში, ფული არ მაქვს. გავიხედე, გვერდით გოგონა დაჯდა. ოქროს ბეჭედი უკეთია თითზე. ბნელა. ვიფიქრე, ამას გავყვები და წავართმევ ბეჭედს-მეთქი. ჩავიდა ავტობუსიდან, ჩავყევი, აუჩქარა ფეხს, ავუჩქარე, გაიქცა, გავეკიდე და... უცებ შეჩერდა და მომიტრიალდა. იკივლა, რა გინდაო. დავიბენი, თავი ჩავღუნე და ვუთხარი, ფული მინდა-მეთქი. მომაყარა ფული და მომაძახა, აჰა, შე უბედურო ფული და თავი დამანებეო. ისეთ დღეში ჩავვარდი, კინაღამ მოვკვდი. მაგრამ ფაქტია, იმდენი ფული მომაყარა... იმდენი რა... 20 მანეთი... რომ ტანსაცმელი ვიყიდე და ისევ გავიჭიმე. რა, ზედ ეწერა, რომ დაყაჩაღებით მქონდა ნაყიდი? (იცინის). ასე რომ, ამას, რა ვქნა, კრიმინალურ წარსულს მაინც ვერ დავარქმევ. რომ ვიხსენებ, როგორი ვიდექი დასაყაჩაღებელი გოგონას წინაშე, მეცინება. ისე, ახლა რომ ვფიქრდები, მე რომ მქონოდა ფული, ისეთი მაგარი გოგო ჩანდა, მგონი, აქეთ დამაყაჩაღებდა (იცინის).


скачать dle 11.3