კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩაანაცვლა შაბიამანს სიდედრი და როგორ იხსნა სვანმა შვილი სიკვდილისგან


ჩვენი რუბრიკის სტუმარია ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იდეოლოგიურ საკითხებში თემურ მირიანაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ იუმორს ზებუნებრივი ძალა აქვს და გამორიცხული არაა, პოლიტიკოსთა ურთიერთობაში მან გარდაქმნაც კი მოახდინოს.


თემურ მირიანაშვილი: იუმორს არა მარტო პოლიტიკოსისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, თუ ქართველ კაცზეა საუბარი. მას იუმორის გრძნობა რომ არ ჰქონდეს, ცოტა არ იყოს, სამარცხვინოც კი იქნება, განსაკუთრებით დღეს, როცა ხალხს მართლა მოენატრა ჯანსაღი სიცილი. გახსოვთ, ალბათ, როცა ადრე, ედუარდ შევარდნაძის მრჩევლად ვმუშაობდი, მასთან ხშირად მიწევდა ურთიერთობა. ბატონ ედუარდს საუცხოო იუმორი ჰქონდა. სხვათა შორის, მას რასაც ვურჩევდი, მიჯერებდა, ჯიუტობა არ იცოდა და ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით. ერთხელ „იმელის“ შენობაში პარლამენტის სხდომა მიმდინარეობდა. ამ დროს წამოხტა ნოდარ ნათაძე, რომელიც სამგლე გოჭივით იყო ატეხილი და თავის გიჟობებით გააღიზიანა ედუარდ შევარდნაძე. პრეზიდენტი გაბრაზდა, სახეზე სიწითლეც დაეტყო. ამიტომ, სიტუაციის განეიტრალება უნდოდა და მხსნელად ჯანსუღ ჩარკვიანი მოგვევლინა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა. დაიგინა, ედუარდი თუ არ გავამხიარულე, კაცი არ ვიყოო. იმ წუთშივე დაწერა პატარა ლექსი, ამ ოხერმა, ნამეტანი უცენზურო სიტყვები იხმარა და ექსპრეზიდენტს გაუგზავნა. გაბრაზებულმა ედუარდმა გაშალა თუ არა ფურცელი, სახე გაუნათდა და გულიანად ახარხარდა. მახსენდება კიდევ ერთი ამბავიც, არსებობდა ასეთი აფერისტი დისიდენტი კაცი ლევ კოპელევი, რომელმაც ქართველები გვარიანად გაგვლანძღა, გულმა არ მომითმინა და საპასუხო წერილი გავუგზავნე, მაგრამ რუსულმა პრესამ მისი დაბეჭდვა დააგვიანა. ამასობაში ის კაცი გარდაიცვალა, შევარდნაძემ მკითხა, რით მოკვდაო. ინფარქტით-მეთქი, ვუპასუხე. ეტყობა, გაიგო, შენი წერილით ბომბივით აფეთქებას რომ უპირებდი და გული გაუსკდებოდა, აბა, რას იზამდაო.

– ისე, კრიტიკაში ბადალი არ გყავდათ, მახსოვს, ერთხელ ერთი ტელეკომპანიაც რომ გააკრიტიკეთ გვარიანად...

– ჰო, მოხდა ასეთი რამ, კრიტიკა არ დავაკელი ერთ ტელევიზიას და ამიტომაც თვალში ამომიღეს. ცდილობდნენ, ჩემზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებას. ერთ დღესაც იუსტიციის სამინისტროსთან მეგობარი შემხვდა, იქვე ლუდი ვიყიდეთ, მოვიყუდე ბოთლი და დავლიე. ამ დროს სამინისტროდან იმ ტელევიზიის ჟურნალისტი გამოვიდა ოპერატორთან ერთად, ამ უკანასკნელს ერთ ხელში კამერა ეჭირა, მეორეში კი თოხივით გაედო მხარზე კამერის დასადგმელი. ამ „პოზაში“ რომ დამინახეს, „მადა“ გაეხსნათ და ჩემი გადაღება გადაწყვიტეს, მაგრამ ეტყობა, ნამუსმა შეაწუხათ და კამერა პირდაპირ ვერ მომიშვირეს. ამასობაში დრო ვიხელთე და ბოთლი დავცალე, მაგრამ იმ ჟურნალისტი გოგოს სახეს რომ შევხედე, როგორ ნანობდა, ის კადრი რომ ვერ გადაიღო, შემეცოდა, წვალებასა და გარჯას წყალში ხომ არ ჩავუყრიდი. ამიტომ, მაშინვე ჯიხურში შევქანდი და კიდევ ვიყიდე მეორე ბოთლი ლუდი. გემრიელად მოვიყუდე და ჩემს მზვერავებს ვუთხარი, არ მოგერიდოთ, გადამიღეთ, თუ მაგრები ხართ, მოდით და ლუდის სმაში შემეჯიბრეთ-მეთქი. კამერა მომანათეს და გადამიღეს, მერე ტელევიზორშიც გამომაჭენეს. მაგრამ, ეს სულაც არ მინაღვლია, აკი თვითონვე არ უკეთებენ რეკლამას – „დალიეთ ლუდი და ისიამოვნეთო“. ჰო, მართლა, ლუდზე გამახსენდა ერთი ანეკდოტი. დაწესებულებაში ახალი უფროსი მივიდა. მდივანი ქალი გამოიძახა და ყურადღებით დააკვირდა: კაბა 10 სანტიმეტრით დაამოკლეთ, პომადა უფრო მკვეთრი შეარჩიეთ... მკერდზე მარილი არ შევიზილო? – ეკითხება მდივანი ახალ შეფს. ეს რატომ? – წინა უფროსს უყვარდა ლუდზე დასაყოლებლადო.

– ეტყობა ლუდის სმასთან ერთად, სახუმარო ისტორიებსაც კარგად „ისრუტავთ“.

– ვცდილობ, კარგი კურიოზული ისტორიებისა თუ ანეკდოტების მოყოლა შევძლო, რომ გარშემო მყოფი ხალხი კარგ განწყობაზე დავაყენო. გაგიგიათ, ალბათ, როგორი კარგი იუმორი აქვს ჯანსუღ ჩარკვიანს. ერთხელ „პახმელიაზეა“ და რუსთაველზე სუფთა ჰაერზე სეირნობს. ჩაუარა იუსტიციის სამინისტროს. გახსოვთ, ალბათ, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა სამინისტროს წინ თეთრ ფორმაში გამოწკეპილი ბიჭები რომ გააშეშა. იმ დროს ჯანსუღსაც თეთრები ეცვა. გაუსწორდა მათ, ეგონა, სარკეში ჩავიხედე და თავს გაორებულად ვხედავო. ცოტა არ იყოს შეშინდა კაცი, თვალები მოიფშვნიტა. მერე იფიქრა, ეს ორი კაცი თაბაშირის მანეკენი იქნებაო და აკვირდება გაშტერებით მათ. ამ დროს ერთმა ბიჭმა თვალები დაახამხამა. შეხტა ჯანსუღი, მერე წამოიძახა, გაცოცხლდით, თქვე დალოცვილებოო და მკვირცხლად გაქუსლა უკანმოუხედავად.

აქვე ანეკდოტსაც ვიტყვი: გურული ქუჩაში დგას უსაქმურად. ხედავს, პოლიციელს თხა მოჰყავს. დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით პასუხობს: აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები, შენ კი არაო.

იმერლები გაბრაზდებიან, რატომ უნდა იყოს უმეტესი ანეკდოტი გურულებზეო და უდაბნოში ხიდს ააშენებენ. პრეზენტაციის დროს გაიხედეს და რას ხედავენ?! გურული ხიდზე ზის და თევზაობს.

სვანი ზის წიქარაზე და მიაქროლებს. გადააგდო სავარცხელი, გადააგდო სალესი ქვა. წიქარა ეკითხება: რა დაგრჩა გადასაგდებიო? სვანმა: ბოთლიო. ჰოდა, შე შეჩვენებულო, უკან მაინც გადააგდე, თორემ დავიღალე კლდეებზე სიარულით და ხეების ჭრითო (იცინის). სვანებზე კიდევ გეტყვით. ბაზარში იყიდება ტვინები და კაცი ათვალიერებს. ყველაზე ძვირი სვანის ტვინი ღირს. კაცს გაუკვირდა და გამყიდველს ეკითხება: სვანის ტვინი რატომ ღირს ყველაზე ძვირი? გამყიდველი მიუგებს, უხმარია და იმიტომო (იცინის). სვანს მკითხავმა კარტი გაუშალა და ეუბნება: ერთი გოგო გყავს. სვანი გაგიჟდა: შენ საიდან იცი? შენი შვილი 14 წლის რომ გახდება, თითში ეკალი შეერჭობა და მოკვდება! სვანი მივიდა სახლში, შვილს მორზე დააწყობინა თითები და დააჭრა. ცოლმა უყვირა: ეს რა ქენი? რა ვქენი და სიკვდილს გადავარჩინეო.

– როგორც ჩანს, სვანური ანეკდოტები ძალიან გყვარებიათ...

– კი, რაღა დაგიმალოთ და სვანურ ანეკდოტებზე გულიანად ვიცინი. მართალია, სვანებზე ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ ერთხელაც ვახსენებ მათ. სვანი დგას შუა მდინარეში პალტოთი. ერთი კაცი ეკითხება, მანდ რას აკეთებო? პალტოს ვრეცხავო. სარეცხ მანქანაში რატომ არ რეცხავო? იქ თავბრუ მეხვევაო.

ახლა კახელი მიხოც ვახსენოთ, თორემ ისე არაფერი გამოვა. მიხოს ცოლი გარდაეცვალა. გავიდა ხანი და შვილები დაისვა სალაპარაკოდ. შვილებო, ცოლი უნდა შევირთო, ნებაი მრთავთ? – არა, მამი, – ერთხმად უპასუხეს შვილებმა, – დედიჩვენის შემდეგ სხვა ქალს დედაის ვერ დავუძახებთო. კარგი, მაშინა, – ჩაფიქრდა მიხო, – რუს დედინაცვალს მოგიყვანთ და ორივეს მამა დაგვიძახეთო.

კახელ მიტოს სიდედრი ზურგზე აუკიდებია და ვენახის რიგებში დარბის. რას აკეთებ, ჯო? – ეკითხება ზაქრო. შაბიამანი გაძვირდა და ვენახს ამის შხამითა ვწამლავო, – უპასუხა მიტომ. ცოტა ჩქარა ირბინე, მთელ ვენახს გაგიხმობს, ჯო, – ურჩია მეზობელმა.

– ბატონო თემურ, ამდენი ანეკდოტების მერე ერთი პოლიტიკური კურიოზიც მოგვიყევით, ბარემ.

– ერთხელ გულდაწყვეტილმა რომან გოცირიძემ შემომჩივლა, სირბილში მარცხი ვიწვნიე, ნოდარ ნათაძემ თავი მომჭრაო. გამიკვირდა, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და მოხუცმა სირბილში როგორ გაჯობა-მეთქი. იმ დროს პარლამენტის შენობა ქალებს ჰქონდათ ბლოკირებული, აქციებს მართავდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ. არადა, რომანს და ნოდარს იქ უნდოდათ თურმე შესვლა. მერე როგორღაც, შეძვრნენ და კუთხის შესასვლელიდან შეიპარნენ. მათი შესვლა ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩათ. ჯერ ბუღზუნი დაიწყეს და მერე უფრო გაავდნენ. ამ დროს რომანი წინ გარბოდა, ნოდარი კი უკან მისდევდა. აქციის მონაწილეები გაკაპასდნენ და იყვირეს: მოდით, ამათ ვაჩვენოთ ახლა სეირი და ნოდარ ნათაძეს შარვალი ჩავხადოთო. ეს რომ გაიგო ნოდარმა, თურმე, ისეთი მტვრის ბუღი დაუყენებია შენობაში, ხალხს თვალებზე ბინდი გადაეკრა. ნათაძემ გოცირიძე ხომ ჩამოიტოვა უკან და შემფასებლები რომ ყოფილიყვნენ, ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში რეკორდს მოხსნიდა ნამდვილად.

დილას მიხო აივანზე გამოვა და გაიზმორება. ეზოში ხედავს, დედალ-მამალი დაკავებულია სიყვარულით, რა. ამ დროს მარო გამოვა სახლიდან და ქათმებს სიმინდს დაუყრის... მამალი მიატოვებს საქმეს, ჩამოხტება და ჭამას დაიწყებს... მიხო აიხედავს ცაში და ღმერთს შესთხოვს: ღმერთო, გევედრები, ასე ნურასდროს მომაშიებო.

პატიმარი ციხიდან დედას წერილს სწერს: დედი, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, ისეთი კაცი უნდა გამოხვიდე, შენს კარებთან დაცვა იდგესო. ხომ შეგისრულე ნატვრაო!

დევიდ კოპერფილდი ჩამოვა კახეთში. დადის მაროს სახლის წინ და უნდა, რომ შთაბედჭილება მოახდინოს, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევს. მივიდა მიხოსთან და სიგარეტს სთხოვს. მოწევს ერთ ღერს და ფეხები გაუქრება. მიხომ არაფრად ჩააგდო. მერე კიდევ ერთ სიგარეტს სთხოვს. მოწევს და ტანი გაუქრება, დარჩება მხოლოდ თავი. მიხოს ისევ „ჰკიდია“. ბოლოს კიდევ ერთ ღერს სთხოვს. მიხო უყურებს და ეუბნება: მე კი არ მენანება, მაგრამ ვერა ხედავ, რომ გწყენს?

და ბოლო ანეკდოტსაც გეტყვით: ერთთეთრიანი მონეტა სადღეგრძელოს ამბობს: იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც არ ხურდავდებაო.


скачать dle 11.3