კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1958 წლის 19 იანვარს, საღამოს საათებში. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება და შრომისუნარიანობა. გირჩევთ, იყოთ პრაქტიკული, გამოავლინოთ ინიციატივა და ლიდერული თვისებები. აუცილებელია, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, შეგეძლოთ საიდუმლოს შენახვა. დაეყრდენით ინტუიციას.

კითხვა: დავიბადე 1972 წლის 20 აგვისტოს. საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა მეტად გამოავლინოთ ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მოეკიდოთ მეტი სერიოზულობით, პასუხისმგებლობით. ასევე, თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ, სტაბილურობის მიღწევა საოჯახო ურთიერთობებსა და პროფესიულ სფეროში. ის ასევე, უკავშირდება უცხოეთს, გირჩევთ, ცოტა ხნით იცხოვროთ იქ და დააგროვოთ მეტი კაპიტალი და ცოდნა, შემდეგ კი სამშობლოში გამოიყენოთ.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 28 აგვისტოს, დღის საათებში, დაახლოებით, 9-დან 10 საათამდე. რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: პროფესიებიდან, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: ისტორია, ეთნოგრაფია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინა, კერძოდ კი – პედიატრია, ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, დრამატურგია, სცენარისტობა, კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო სფერო, დიზაინი და არქიტექტურა.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 20 სექტემბერს. რა არის ჩემი კოსმიური მისია და რომელი პროფესიებია წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. დაეყრდენით ცოდნას და კეთილშობილებას, ასევე ინტუიციას და დიპლომატიას. არ გაქვთ საიდუმლო. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებია: ფარმაცევტიკა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სპორტი.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 10 იანვარს. რომელ სფეროში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია. აქვე გეტყვით, რომ თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, გირჩევთ, გქონდეთ კონტაქტები.


скачать dle 11.3