კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის არის საჭირო მუსიკით კოსმოსთან კავშირის დამყარება და როგორ გავიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა მისი მაგიური ძალით


ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანი დაადასტურებს, რომ მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე. მას შეუძლია, დაგვეხმაროს სულიერი წონასწორობის აღდგენაში, ინტელექტი გაგვივითაროს, განგვკურნოს, მოგვიხსნას ტკივილი და ასე შემდეგ. ეს ძალა მუსიკას ნამდვილად გააჩნია და ეს არაერთი კვლევის შედეგადაც დადასტურდა.

გეტყვით იმასაც, რომ თუ გსურთ, ნებისმიერი მელოდიიდან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ, მანამდე უნდა გავარკვიოთ, ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე რომელი მუსიკალური ნაწარმოები მოქმედებს მეტად და უშუალოდ რა გავლენას ახდენს.

მაგალითად, ზოგ რესტორანში, ბარში, კაფეში მშვიდ, კლასიკურ მუსიკას ან მსუბუქ ჯაზს ამჯობინებენ და ეს მართალიცაა. ამით მოჯადოებული სტუმრები მეტხანს ყოვნდებიან, შესაბამისად, იმატებს შეკვეთაც, რაც ამ დაწესებულების ფინანსური შემოსავლების გაზრდას უწყობს ხელს.

სავაჭრო ადგილებში სასიამოვნო, ემოციური და წყნარი მუსიკა უნდა ისმოდეს, რომლის ზემოქმედებითაც მყიდველი დაკარგავს დროის შეგრძნებას და ფულს უსარგებლო ნივთებშიც კი არ დაინანებს.

სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ რიტმულ, სწრაფ და თანამედროვე მუსიკას. ასეთი მელოდიის წყალობით, ამ ობიექტებში ხალხის ნაკადი გაორმაგებული სიჩქარით იმოძრავებს.

სხვათა შორის, თუ ადამიანმა იცის, რომელი მუსიკა რა გავლენას ახდენს მასზე, შესაძლოა, ამით საკუთარი ბედიც კი შეცვალოს უკეთესობისკენ.

თუ გსურთ, ზედმეტი წონა მოიცილოთ და იდეალურ ფორმაში ჩადგეთ, ფიზიკური ვარჯიშისა და ჭამის დროსაც კი უსმინეთ მუსიკას.

თუ იცით, რომ მძიმე და დაძაბული სამუშაო დღე გელით, დილიდანვე ჩართეთ სახლში ენერგიული მუსიკა.

თუ ღამით ცუდად გეძინათ და ვერ გამოიძინეთ, მაშინ მოკალათდით სავარძელში და მომადუნებელ მუსიკას მოუსმინეთ. ის თქვენს აღგზნებულ ნერვულ სისტემას მალამოდ დაედება. მაგრამ, აქ მეორე ფაქტორიც არის, კერძოდ, თუ ასეთი სტილის მუსიკის ჰანგებს დიდხანს მოუსმენთ, ანუ ასეთი მუსიკით გადატვირთავთ ორგანიზმს, შეიძლება, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.

სტრესის დროს კარგია საგალობლების მოსმენა. ის ორგანიზმისა და ნერვული სისტემის მოდუნებას უწყობს ხელს.

ბახის, ჰენდელის, ვივალდის წყნარი მელოდიები მუშაობის ან სწავლის დროს დაბალ ხმაზე ჩართეთ და უსმინეთ.

ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას და აღქმის უნარს.

შოპენის, ლისტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები კარგია შეყვარებული წყვილებისთვის, რადგან ის ურთიერთსიმპათიას, გულწრფელ გრძნობებს აღვიძებს და მკვეთრად აძლიერებს.

რაველის მუსიკა აღვივებს იმპულსებს, სასიამოვნო გრძნობებს.

ჯაზი, ბლუზი და სხვა აფრიკული მიმდინარეობები მეგობრულ წრეში შეხვედრების დროს მხიარულ განწყობას უწყობს ხელს.

რაც შეეხება როკის გავლენას ადამიანებზე, ამაზე არაერთი აზრი არსებობს. რეალურად ასეთი ჟანრის მუსიკა გვაახლოებს კოსმიურ ძალებთან, აფხიზლებს გრძნობებს, ამაღლებს აქტიურობის უნარს და თავის ტკივილსაც კი აყუჩებს. თუ გადაჭარბებული დოზით მოუსმენთ, მაშინ კოსმოსიდან დაგაბრუნებთ უარყოფითი, ნეგატიური ზეგავლენა და შესაძლოა, ამან დაძაბულობა და სტრესიც კი გამოიწვიოს.

რეპი ენერგიას აღადგენს.

თუ გსურთ, ქვეცნობიერად დაბრუნდეთ წარსულში, და კვლავ განიცადოთ მაშინ მომხდარი სასიამოვნო შეგრძნებები, მოუსმინეთ იმ მუსიკას, რომელსაც წინათ უსმენდით და ეს განცდა კვლავ განმეორდება.


скачать dle 11.3