კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რა ვითარებაში ნახა ნუნუ გაბუნიამ მფრინავი ობიექტი და როგორ ეკონტაქტებოდა მას ატლანტელი მამაკაცის სული


კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია ახლახან დაბრუნდა საერთაშორისო კონკურსიდან, სადაც უკვე მეექვსე წელია, ჟიურის წევრთა შორის არის. მასთან საუბრისას რამდენიმე ისეთი ისტორია მოვისმინე, რომელიც ყველას არ ემართება. მოკლედ, თუ გსურთ, ყველაფერი ცოცხლად წარმოიდგინოთ, წაიკითხეთ, ჩვენი ინტერვიუ და უამრავ ამბავს შეიტყობთ, რაც ქალბატონ ნუნუს წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს გადახდენია.


– როგორც ვიცი, საკმაოდ უცნაური ისტორიები გადაგხდენიათ თავს, რომელთაგან ერთ-ერთი მისტიკასაც კი უკავშირდება. უცხოპლანეტელები მართლა გყავთ ნანახი?

– უცხოპლანეტელები – არა, მაგრამ თეფში ნამდვილად ვნახე რამდენჯერმე – ხილიანის ქუჩაზე ვცხოვრობ და „გეპეის“ შენობის სახურავზე დავინახე. შემოდგომა იდგა, ხეები გაშიშვლებული იყო და უზარმაზარი თეფში სახურავის ოდნავ ზევით მოჩანდა.

– არ შეგეშინდათ?

– თეფშის არა, უფრო სხვა რამის შემეშინდა. უშუქობის პერიოდი იყო, დაახლოებით 1995-1998 წლები. დილის 4 საათზე საერთაშორისო კონკურსზე მივფრინავდი, ჩემი შვილი და სიძე მაცილებდნენ, სახლში კი ორი ბავშვი დავტოვეთ დაძინებული. კორპუსიდან რომ გავედით, გავოცდი – ამ უშუქობაში მთელი ქუჩა გადანათებული იყო. ვერ მივხვდით რა ხდებოდა, არც მთვარე ჩანდა, არც ენთო სადმე რამე. ხილიანიდან ტელევიზიას მივუახლოვდით თუ არა, დაღმართზე ვიღაც კაცი შევნიშნეთ, იდგა და ისიც იქით იყურებოდა. მივედით და ჩვენც დავინახეთ „გეპეის“ სახურავზე დაკიდებული უზარმაზარი თეფშის მაგვარი ობიექტი. ამ დროს გაგვახსენდა, რომ სახლში ორი პატარა ბავშვი გვყავდა დატოვებული და ამის შეგვეშინდა. წაკითხული მქონდა, უცხოპლანეტელები მანქანებიანად იტაცებენ ხალხსო. რაღაც რომ მომხდარიყო, ბავშვები მარტო დარჩებოდნენ. აი, სწორედ ამის შემეშინდა.

– ერთი თეფში იყო?

– დიახ, ერთი უზარმაზარი თეფში. ლაგუნასთან რომ ჩავედით, იქიდანაც კი ჩანდა.

– მხოლოდ ერთხელ ნახეთ თუ სხვა დროსაც მოხდა ასეთი რამ?

– მეორედ ბორჯომში ვნახე. სხვათა შორის, იმ მომენტში მაია ჯაბუას კლიპს თუ საკონცერტო ნომერს იღებდნენ და ფირზეც არის დაფიქსირებული. ბორჯომში, ჩვენს შემოქმედებით სახლში ვისვენებდი. აივანზე გავედი, საიდანაც ძალიან ლამაზი პანორამა იშლებოდა. მოულოდნელად რაღაც ვერცხლისფერი გამოჩნდა. ვერ მივხვდი, რა იყო. ჯერ ფრინველი მეგონა, მაგრამ, მივხვდი, რომ ვცდებოდი. ერთ სწორ ხაზზე მოფრინავდა, მერე კი ჰაერში გაჩერდა და ისევ უკან წავიდა. ჩემს ბიძაშვილს დავუძახე – მოდი, ნახე, უცნაური რაღაც არის-მეთქი. ამ დროს პირდაპირ ჩვენი სახლისკენ აიღო გეზი და მეექვსე კოტეჯის თავთან გაჩერდა. ახლოს რომ მოვიდა, დავინახე, ბურთის ფორმის იყო, თავზე კი ანტენა ეკეთა. ქვევით თუ რამე ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ, ვერც ფანჯარა და ვერც კარი ვერ შევნიშნე. შეიძლება, შიგნიდან იყო გამჭვირვალე, არ ვიცი. ცოტა ხანს კოტეჯის თავზე გაჩერდა, მერე კი ხევში დაეშვა. ძალიან დიდი არ იყო, ლოჯია და მისაღები ოთახები რომ გააერთიანო, დაახლოებით იმხელა იქნებოდა. „გეპეის“ თავზე რომ ვნახე ის გაცილებით დიდი ზომის იყო. მესამედაც ვნახე, თუმცა, მაშინ თვითონ ობიექტი არ დამინახავს. თელავში მუსიკის ფესტივალზე ვიყავი წასული. სასტუმროს ფანჯრიდან იისფერი ნათება დავინახე, რომელიც შიგადაშიგ ჩერდებოდა და არაჩვეულებრივ იისფერ შუქს აფრქვევდა. თვითმფრინავი რომ ყოფილიყო, ერთ ადგილზე ჰაერში ვერ გაჩერდებოდა და ვერც იისფრად გაანათებდა. ხან ჩაქრებოდა, ხან ინთებოდა. სხვათა შორის, თელაველები ყვებოდნენ, რომ ეს ნათება რაიკომის შენობის თავზეც იყო.

– რა ინტერვალით მოხდა ეს სამი შემთხვევა?

– მათ შორის ინტერვალი, დაახლოებით, 2 წელი იყო.

– ალბათ, უცნაურია, ასე ხშირად რომ ხედავთ.

– მარტო მე კი არა, ვიცი, რომ მედეა ამირანაშვილმაც ნახა. ჩემმა ძმამ, რომელსაც ასეთი რაღაცეების არ სწამს, კოჯორში ყოფნისას ერთხელ მთელი ოჯახი გააღვიძა უცნობი ობიექტის სანახავად – აივანზე იდგა და მოულოდნელად სწორედ ის იისფერი ნათება დაინახა.

– თქვენ ირგვლივ საკმაოდ უცნაური ამბები ვითარდება წლების განმავლობაში. თუნდაც, კლინიკური სიკვდილი. დედა საკმაოდ პატარა ასაკში გახდით. 17 წლის იყავით, გოგონა რომ შეგეძინათ და, როგორც ვიცით, მშობიარობის დროს კლინიკური სიკვდილი გქონდათ.

– როგორც მითხრეს 40 წუთის განმავლობაში პულსი არ მესინჯებოდა. ექიმებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. საოცარი ის არის, რომ იმ დროს ჩემი სკოლისკენ მიმავალ ქუჩას ვხედავდი და განვიცდიდი, რომ იქ ვეღარასდროს გავივლიდი. ბებიაჩემი ვერაზე ცხოვრობდა და, მახსოვს, იმასაც ვფიქრობდი, ამ ქუჩაზე ვეღარ ავივლი-მეთქი. დღემდე არ ვიცი, რატომ განვიცდიდი, რომ ამა თუ იმ ქუჩაზე ვეღარ გავივლიდი და არა იმას, რომ რომელიმე მეგობარს, მშობლებს, ძმას ან მეუღლეს ვეღარ ვნახავდი.

– გვირაბი, თეთრი შუქი და მინდორი არ გინახავთ? ამას ხშირად იხსენებენ ის ადამიანები, რომელთაც კლინიკური სიკვდილი ჰქონდათ.

– კლინიკური სიკვდილის დროს სიბნელეში მეც დავდიოდი, მერე სინათლეში გამოვედი და ქუჩებში ვიარე.

– კიდევ თუ შეგმთხვევიათ უცნაური ისტორია?

– ერთი ისტორია ატლანტაში შემემთხვა: სადაც ვცხოვრობდი, იმის გვერდით სახლში ჩემს ჩასვლამდე ადამიანი იყო ახალი გარდაცვლილი. ის უკვე დაკრძალული იყო. მე საერთოდ არაფერი ვიცოდი მის შესახებ. ეს მხოლოდ წამოსვლის დროს გავიგე.

– იქ რა შეგემთხვათ?

– 13-საათიანი ფრენის შემდეგ რომ ჩავედი, ძალიან დაღლილი ვიყავი. მასპინძელმა „ბანბანერკასავით“ ლამაზი ოთახი დამახვედრა. წამოვწექი და დამეძინა, მაგრამ, ცოტა ხანში რაღაცამ გამაღვიძა. ისეთი შეგრძნებით გამეღვიძა, თითქოს არც კი მძინებია. არც ხმაური იყო, არც არაფერი, მაგრამ, იმის შეგრძნება ნამდვილად მქონდა, რომ ვიღაცამ გამაღვიძა, რომელიც მიყურებდა. სხვათა შორის, შიშის გრძნობა არ მქონია. ძალიან ბევრი ვიწვალე, ძლივს ჩამეძინა. სახლში მხოლოდ მე და ჩემი მასპინძელი ქალბატონი ვიყავით, მეტი არავინ. მისი ქმარი მთებში იყო წასული სანადიროდ. მეორე დღეს ვერც ვუთხარი ჩემს მასპინძელს ეს ამბავი, არც მქონდა ამის სურვილი, სხვისთვის მეთქვა. იმდენად ვგრძნობდი მზერას, შხაპის მიღება რომ მინდოდა, ან საპირფარეშოში შესვლა, ვიზღუდებოდი. მეორე დღეს ოთახში ქართულად ვთქვი ჩემთვის, აქ თუ ვინმეა, რამე ნიშანი მომცეს-მეთქი. ამის თქმა და ტუმბოზე ხელის დარტყმის ხმის გაგონება ერთი იყო. არ მეშინოდა, უბრალოდ, ის არ მსიამოვნებდა, ვიღაც რომ მიყურებდა. ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი, სად არ მძინებია, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი შეგრძნება არსად მქონია. ეს პირველი და უკანასკნელი იყო. მერვე დღეს სხვა ქალაქში უნდა წავსულიყავით, სახლიდან რომ გამოვედით, გვერდითა სახლთან შევნიშნე წარწერა „სეილი“. ჩემს მასპინძელს ვუთხარი, ეს სახლი თურმე იყიდება, მოდი, მე ვიყიდი და შენი მეზობელი ვიქნები-მეთქი. მერიმ მიპასუხა, ძალიან კარგი კაცი იყო ამ სახლის პატრონი, სანამ ჩამოხვიდოდი ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა და ახლა მისი შვილები ყიდიან სახლსო. მაშინვე დამარტყა თავში და მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. ალბათ, მისი სული ჯერ კიდევ სახლში იყო იმ პერიოდში.

– სხვა ქალაქში რომ გაემგზავრეთ, იმ დღეს, იქაც ხომ არ მომხდარა რამე?

– იქ სხვა სასწაული დამემართა: მასპინძლებმა თავისი 12 წლის შვილის ოთახი დამითმეს. შევედი თუ არა, გავიფიქრე, ვაიმე, აქ რა დამაძინებს-მეთქი. ეს ბავშვი ბოქსით ყოფილა გატაცებული და ოთახის კედლები ზანგი მოკრივეების პლაკატებით იყო მოჭედილი. რომ დავწექი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველა მხრიდან მუშტმოღერებული შავკანიანები დამყურებდნენ.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენში ისეთი, რის გამოც ასეთი უცნაური თავგადასავლების მომსწრე ხდებით?

– არ ვიცი, ალბათ, ეს ყველაფერი, უბრალოდ, დამთხვევაა.


скачать dle 11.3