კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

რა სიხშირით უნდა მორწყათ კოლკვიცია და რომელ მცენარეზე მოქმედებს ჰაერის სიმშრალე ცუდად

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერ თენგიზ პაპავასთან ერთად შემოდგომის მცენარეებზე ვისაუბრებთ. თურმე არსებობს ისეთი მცენარეებიც, რომლებიც მხოლოდ ამ სეზონზე ყვავილობს. თუ როგორი მოვლა სჭირდება ახლა კოლკვიციასა და აკტინიდიას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– რას გვეტყვით კოლკვიციას შესახებ?

– კოლკვიცია ძალიან ეფექტური და ლამაზი ფაქტურით გამოირჩევა. ის საკმაოდ მიმზიდველ და ძვირფას მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. თავისი შესანიშნავი ყვავილობის გამო მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბაღო და ოთახის კულტურის მცენარეებს შორის.

– როდის ყვავის ეს მცენარე?

– თქვენი მცენარე ახლო მომავალში იყვავილებს. კოლკვიცია შემოდგომის ყვავილია. მისი ყვავილები ზარის მაგვარი და ვარდისფერია. კოლკვიციას ბუჩქზე შეგიძლიათ ნახოთ ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი და მუქი წითელი ფერის ფოთლები. თუ თქვენს მცენარეს მსგავსი ფერის ფოთლები ექნება, ნუ შეშინდებით და არ იფიქროთ, რომ ის არაჯანსაღია უცნაური ფერის გამო. მისი ყვავილობა თითქმის ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

– რა პირობები შევუქმნათ მცენარეს შემოდგომით, რომ კარგად იყვავილოს?

– ეს მცენარე სინათლის მოყვარულია. ამიტომ, ეცადეთ, ნათელ ადგილას დადგათ. ის საკმაოდ ძლიერი მცენარეა პარაზიტებისა და დაავადებების მიმართ. მისი კარგი ყვავილობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნიადაგი არ გამოაშროთ.

– როგორ გავამრავლოთ კოლკვიცია?

– მცენარე მრავლდება თესლით, კალმით და, ასევე, ფესვის დაყოფითაც. ახლა სწორედ ის სეზონი იწყება, როდესაც კოლკვიცია უნდა დათესოთ. შემოდგომით დათესვის დროს, თესლს უნდა გაუკეთოთ სტრაფიკაცია 2-5 გრადუს ტემპერატურაზე, ორი თვის განმავლობაში. კარგ შედეგს იძლევა დათესვის წინ თესლის ათი წუთით დამუშავება მჟავაში. მცენარის ჩითილი ამოდის მაის-ივნისში. მისი ამოსვლის პერიოდში და შემდეგაც ფრთხილად უნდა მორწყათ. აუცილებელია, ნიადაგის სწორი შერჩევაც. მცენარის ნიადაგს სინოტივე შეუნარჩუნეთ და მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა ჩითილები არ დაზიანდეს. კალმით გამრავლების შემთხვევაში ის უფრო სწრაფად იზრდება. ზაფხულში ხდება მცენარის დაკალმება. კალმის გაღვივების ალბათობა დაახლოებით 40 პროცენტია. მისი „სტიმულატორით“ დამუშავების შემთხვევაში კალმების რიცხვი გაიზრდება.

– რა ტემპერატურაზე გავამრავლოთ მცენარე?

– დასაკალმებელი ტემპერატურაა 25-30 გრადუსი. მასზე მაღალი ტემპერატურა კოლკვიციაზე უარყოფითად იმოქმედებს და ფესვთა განვითარებას შეუშლის ხელს. კარგი ჩითილის მისაღებად გირჩევთ, გამოიყენოთ ხელოვნური ნისლის ეფექტი. დაკალმებული ჩითილები დატოვეთ სათბურში მეორე წლის გაზაფხულამდე. შემდეგ გამოიტანეთ გარე გრუნტში და ჩარგეთ კარგად დამუშავებულ მიწაში. ორი წლის განმავლობაში მცენარე გაიზრდება და შემდეგ შეგიძლიათ გადარგოთ ქოთანში. იქ კი მცენარე მიიღებს სრულყოფილი ბუჩქის სახეს. ის ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ზაფხულსა და შემოდგომაზე. მთავარია, გახსოვდეთ, რომ მცენარე სინათლეზე დადგათ და მორწყვის რეჟიმი სწორად შეურჩიოთ.

– იოლია თუ არა აკტინიდიას გაზრდა?

– ეს ლიანები დიდი და ფართო ფოთლებით უნიკალურად მცოცავი მცენარეებია, რომლებსაც აქვს მოჭიდების უნარის მქონე ღერო. ის იოლად ადის ნებისმიერ ასაცოცებელ კონსტრუქციაზე. აკტინიდია უნიკალური მცენარეა კიბის რიკულებისა და ტალავრების შესანიღბავად.

– როგორ ხდება ამ მცენარის გამრავლება?

– ამ სახეობის მცენარეები იოლად მრავლდება თესლით, ზაფხულისა და ზამთრის კალმებით. მცენარის გამრავლება შესაძლებელია, ასევე, დამყნობით, ფესვის გაყოფით და საჰაერო ფესვებით. თქვენთვის ყველაზე იოლი მაინც კალმით გამრავლება იქნება. თუ გსურთ, რომ თესლით გაამრავლოთ, მაშინ ახლა სწორედ ის დროა, რომ დაიწყოთ მისი ჩათესვა. ვინაიდან ამ მცენარის თესლი ძალიან წვრილი ფაქტურით გამოირჩევა. საშემოდგომო დათესვის დროს ეს თესლი შეურიეთ წვრილ ქვიშაში და ასე ჩარგეთ სათბურებსა და ყუთებში. დათესვის დროს აუცილებელია ორთვიანი თესლის სტრაფიკაცია. ამოსული ჩითილი მოარიდეთ მწველ მზეს. ამ მცენარის დარგვის საუკეთესო დრო მაისის დასაწყისია. მცენარის დარგვისას არ დაგავიწყდეთ, რომ მას სჭირდება ძალიან ბევრი წყალი – დაახლოებით 20-30 ლიტრი ერთ მცენარეზე. მისი ნიადაგი კი ორ-სამ სანტიმეტრ სისქეზე ტორფით უნდა დაფაროთ. ეს ხელს უწყობს ნიდაგში ტენის დიდხანს შენარჩუნებას.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ აკტინიდიას?

– მცენარეს უყვარს კარგი დრენაჟირებული და ნოყიერი ნიადაგი. მისი დარგვის დროს უნდა გახსოვდეთ, რომ მას არ მოსწონს, როდესაც ნიადაგში წყალი გროვდება. თუმცა, მცენარეზე ჰაერის სიმშრალეც ცუდად იმოქმედებს.

– მაინც, რაზეა დამოკიდებული აკტინიდიას სიჯანსაღის შენარჩუნება?

– აკტინიდიას მოვლის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ნიადაგის სწორად შერჩევაში. მცენარის კარგად გახარება დამოკიდებულია ფხვიერ ნიადაგზე და მისი ძირის სინოტივეზე. გირჩევთ, მცენარეს მიაწოდოთ ნოყიერი სასუქი, მინერალური სასუქებიდან კი გამოიყენეთ სუპერფოსფატისა და კალციუმის შემადგენლობის საკვები.

– კიდევ რა გავითვალისწინოთ მცენარის გახარებისას?

– დიდი მნიშვნელობა აქვს აკტინიდიას გასხვლას. მისი არასწორად გაკრეჭა იწვევს ღეროდან სითხის დენას, ამიტომ ის უნდა გასხლათ ნორმირებულ დროს, მაისის დასაწყისამდე. ეს არის მცენარისთვის გასხვლის ოპტიმალური დრო. ახალგაზრდა მცენარეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ყურადღებით მოუარეთ. თავიდან მისგან არ ელოდოთ ნაყოფს. აკტინიდია დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან იწყებს ნაყოფის გამოღებას. გაითვალისწინეთ მთავარი პირობები და ის ყოველთვის ჯანსაღი იქნება.


скачать dle 11.3